კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 თითქოს თავიდან ყველაფერი კარგად იყო

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  თითქოს თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მერე კი...  მაინც რატომ ხდება, რომ ორი მოსიყვარულე ადამიანი ვეღარ უგებს ერთმანეთს?
  გინდა, რომ შენი გრძნობა პარტნიორს  მაქსიმალურად გაუზიარო და მისგანაც იგივე  მიიღო. მაგრამ თითქოს სხვადასხვა ენაზე საუბრობთ. დადებითი ემოციების გაზიარების ნაცვლად პრეტენზიებსა და გაუგებრობას იღებთ.
  რა ხდება? საქმე ისაა, რომ ხშირად პარტნიორებს სიყვარულის სხვადასხვა ენა გვაქვს, სიყვარულს სხვადასხვანაირად  გამოვხატავთ. ჩვენს რჩეულს სიყვარულს მისთვის გასაგები და მისაღები ენით ვერ ვაწვდით და შესაბამისად, ჩვენთვის სასურველი გზით ვერც მისგან ვიღებთ... თითქოს ბრმისა და მუნჯის საუბარიაო – ერთი ვერ ხედავს, მეორე ვერ ეუბნება.
  ურთიერთობა რომ ჰარმონიული იყოს, საჭიროა გაეცნო სიყვარულის ენებს. განსაზღვრო, რომელი სიყვარულის ენა არის დამახასათებელი შენთვის და რომელი – შენი პარტნიორისთვის. ბევრი რამ გახდება ნათელი ურთიერთობებში და ერთმანეთს გაცილებით უფრო ადვილად გაუგებთ.
მეცნიერები და ფსიქოლოგები დიდი ხანია, ცდილობენ, შეისწავლონ სიყვარული და მისი ენა. გამოიკვლიეს შეყვარებული ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები, ჩაატარეს გამოკითხვები და  დარწმუნდნენ, რომ  შეუძლებელია, ამ კითხვას სტანდარტული პასუხი გაეცეს.
გამოკითხვებით კი მეტად საინტერესო რამ გაირკვა: მამაკაცების უმრავლესობამ აღიარა, რომ მათ უფრო აბედნიერებდათ კოცნა, ალერსი და ჩახუტება, ვიდრე სექსი. ის მამაკაცები, ვისაც ცოლთან ურთიერთობაში მეტად ჰქონდა კოცნისა და სხვა ემოციური  კონტაქტების ჩვევა, გაცილებით ბედნიერად გრძნობდნენ თავს, ვიდრე ისინი, ვისაც ნაკლები კოცნა და ჩახუტება უწევდა.
  ქ  ალებმაც აღნიშნეს, რომ მათთვისაც ინტიმურ კავშირზე არანაკლები მნიშვნელობა აქვს მამაკაცთან თბილ, ალერსიან ურთიერთობას, ხშირ მოფერებასა და ჩახუტებას.

ღალატის
  „სიკეთეები“

  „ქალი, რომელსაც ქმარმა უღალატა, მეტად თავდაჯერებული ხდება და ახალი ურთიერთობის დაწყების მეტი შანსი აქვს“ – ასე გადაწყვიტეს მეცნიერებმა ბოლო ფსიქოლოგიური კვლევების შედეგად. როგორც აღმოჩნდა, ქალებს, რომლებსაც უღალატეს, ისეთი უნარ-ჩვევები გამოუმუშავდებათ, რომ  მომავალში  ბედნიერი ურთიერთობის აწყობის მეტი შანსი აქვთ. ანუ, გრძელვადიან პერსპექტივაში, როდესაც საქმე ეხება მეუღლის ან პარტნიორის მხრიდან ღალატს, ქალი ყოველთვის მოგებულია.
  ღალატიდან ერთი წლის განმავლობაში ქალს უმაღლედება ემოცური ინტელექტი და იმატებს ახალი, გრძელვადიანი და ბედნიერი ურთიერთობის შანსი.
ღალატიდან ექვს თვეში ქალს უმაღლდება საკუთარი თავის რწმენა.
  კვლევის შედეგად კიდევ ერთი აღმოჩენა გააკეთეს: მოღალატე პარტნიორს, რომელმაც ახალი სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო, ბედნიერი და ხანგრძლივი კავშირის აწყობის ნაკლები შანსი აქვს.
  ასე რომ,  დიდ ტრაგედიად ნუ აღიქვამთ  ღალატს. მთავარია, ცხოვრება  გააგრძელოთ და გააგრძელოთ წარმატებულად. მოღალატე კი გაუშვით –  ის ბედნიერი მაინც ვერ იქნება.

საკმაოდ
 მოულოდნელი

  ბევრ ადამიანს ცხოვრებაში ერთხელ მაინც აქვს გამოცდილი პარტნიორის ღალატი. ის განქორწინებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზიცაა. რა უბიძგებს ადამიანებს ღალატისკენ?
  გთავაზობთ რამდენიმე საფუძვლიან მოსაზრებას. სხვათა შორის,  ზოგიერთი საკმაოდ მოულოდნელია:
*  ემოციური კონტაქტის ნაკლებობა
  თუ ემოციური საჭიროება არ დაკმაყოფილდა, პარტნიორი ეცდება, სიცარიელე საიდანმე შეივსოს. ადამიანებს გვერდით კარგი მსმენელი და მეგობარი სჭირდებათ. სპეციალისტები გვირჩევენ, პარტნიორს უფრო მეტი დოზით ვესაუბროთ. დაინტერესდით მისი საქმეებით, გაიჩინეთ  საერთო  ჰობი.
* თავდაჯერებულობის ნაკლებობა
  თუ ადამიანმა რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი „აკრიფა“, კარიერული კიბიდან გადაუხვია, ან საკუთარი თავი აღარ მოსწონს მისი თვითშეფასების კოეფიციენტი იკლებსს. თუ ასეთ დროს პარტნიორს  ორაზროვან „ხუმრობებს“ არ მოაკლებთ – სხვასთან გაგექცევათ.  დაეხმარეთ ცხოვრების რთული მომენტების გადალახვაში.
* რაღაც ახალი გინდა
  ხანგრძლივი ურთიერთობა შესაძლოა, მოსაბეზრებელ აუცილებლობად გადაიქცეს. პარტნიორების უმრავლესობას რცხვენია საკუთარი სექსუალური ფანტაზიების გამომჟღავნება. ცხოვრებაში კი სამსახურეობრივი რომანები და ერთი ღამის ურთიერთობები იჩენს თავს. იყავით გახსნილი და გქონდეთ სურვილი, რაღაც ახალი თქვენს საყვარელ ადამიანთან მოსინჯოთ.
* შურისძიება
  ღალატს ხშირად ღალატითვე მოჰყვება პასუხი. და ეს ნამდვილად არ არის სწორი გადაწყვეტილება. რადგან გიღალატეს და გული გატკინეს, თითქოს სწორედ ასე უნდა მოიქცე, მაგრამ სინამდვილეში აჯობებს, აპატიო და თქვენს ურთიერთობას ერთი შანსი  კიდევ მისცე.
* სერიული ღალატი
  ზოგიერთი ადამიანებისთვის (სქესის მიუხედავად) ღალატი ერთგვარი სპორტია. მათ მოსწონთ საფრთხის, რისკის შეგრძნება და სხვადასხვა ადამიანებს ხვდებიან. ზოგჯერ ეს სერიოზული ფსიქიკური პრობლემაა.

скачать dle 11.3