№23 საინფორმაციო ომი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ გონებადასაბინდები
იმის მიუხედავად, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვარი დასადგენია და აზერბაიჯანული მედიაც (ცხადია, ხელისუფლების წაქეზებით თუ არა, ირიბი მითითებით, საუკეთესო შემთხვევაში) აქტიურად მუშაობს საკუთრივ აზერბაიჯანში საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად, რომ დავით გარეჯი ალბანური, მაშასადამე, აზერბაიჯანული კულტურის ძეგლია, ისიც ფაქტია, რომ ბაქო-თბილისის წაკიდება სხვა ქვეყნების ცხოველი ინტერესიცაა (არა მხოლოდ რუსეთის, თუმცა მისი ლიდერობა, ამ მხრივ, კონკურენციის გარეშეა).
ხოლო, რაკი არის, ბუნებრივია, მუშაობენ და საკუთრივ ქართულსავე სივრცეში (არც თუ იშვიათად საკუთრივ ქართველების ხელითაც, რომლებიც ან უბრალოდ შტერები არიან, ან ფულს იღებენ, დიდი იმედი მაქვს, ბევრს, რადგან, როგორც მწერალი ამბობს, სამშობლოს თუ გაყიდი, კაი ფასი დაადე, არ გააპუსტიაკოო).
ბევრს იღებენ თუ ცოტას, თუ მაინც სიშტერის ამბავია, თითქოს ის გაუთავებელი მსჯელობა არ გვეყოფოდა, რომ ყარსის ხელშეკრულების ვადა იწურება (თუმცა ის უვადოა, ვინაიდან ხელშეკრულებაში ვადა მითითებული არ არის), მეტად პატრიოტული დასახელების გვერდზე აწ უკვე ახალი ინფოც გაჩნდა.
კერძოდ, „1921 წლის 15 ნოემბერს 100 წელი შესრულდება ისტორიული ჰერეთის იჯარის წესით გაცემიდან. 2021 წლის 15 ნოემბერს ხელშეკრულებას ვადა გასდის.
ამ მიწებზე ხმა არის ამოსაღები.“
ბუნებრივია, არანაირი ხელშეკრულება არ არსებობს იჯარით გაცემის შესახებ, ქართველმა ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს ისტორიული ჰერეთი იმ მოტივით უსახსოვრეს, რომ ისინი უკეთ მოუვლიდნენ (ცხადია, აზერბაიჯანელი ბოლშევიკები ითხოვდნენ ამას).
სავსებით ბუნებრივია, რომ ამგვარი ინფორმაციის მიზანი ჩვენს თანამემამულეთა ისედაც გახურებული ტვინების კიდევ უფრო გახურებაა, რათა გონება უფრო და უფრო დაებინდოთ, რაც აზერბაიჯანისადმი აგრესიის მატების საფუძველიც გახდება და ჩვენთვის წამგებიანი გადაწყვეტილების მიღებისაც. -