კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№23 ხელოვნურად ფხიზლები

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

„თუ დავიხრჩობი, ღვინომ დამახრჩოს“
  მაშინ, როდესაც დიდ რუსეთში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით გარღვევასა და ლიდერად ქცევას ლამობენ, კვლევის თანახმად, ირკვევა, რომ რფ-ში შემცირდა არამსმელთა რაოდენობა (რუსი სოციოლოგები აცხადებენ, ბოლო რამდენიმე წელიწადში პირველად გაიზარდა მსმელთა რიცხოვნობაო).
  საქმე ისაა, რომ რუსეთის იმ მოქალაქეთა რაოდენობა, რომლებიც საერთოდ არ მიირთმევენ ალკოჰოლურ სასმელს, მხოლოდ 33 პროცენტია. აი, 2018 წელს კი ფხიზლები 40 პროცენტს შეადგენდნენ.
  გამოკითხულთა 27 პროცენტის განცხადებით, ისინი ალკოჰოლურ სასმელებს თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად აგემოვნებენ, 16 პროცენტი – თვეში ერთხელ. 18 პროცენტი – თვეში 2-3-ჯერ, ხოლო 6 პროცენტი – კვირაში რამდენჯერმე. ერთი ისაა, რომ მწეველთა რაოდენობა 3 პროცენტით შემცირდა.
  ეჭვი მაქვს, მონაცემები ოპტიმისტურია, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის მოსახლეობის არც თუ მცირე ნაწილი არარუსია, ამდენად, საინტერესო იქნებოდა ფხიზელ მოქალაქეთა 33 პროცენტში რამდენია საკუთრივ ეთნიკურად რუსი.
  ამ ფონზე კი უფრო გასაგები ხდება პრ. პუტინის იმედები – ხელოვნური ინტელექტის გაფურჩქვნის შესახებ: ხელოვნური ინტელექტი ალკოჰოლს ვერ ეძალება. -
скачать dle 11.3