№. 4 ივნისს ნინო ჩხეიძისა და "ნიო ბენდის" კლიპის პრეზენტაცია გაიმართა


მომღერალი საღამოს დასასრულს დაგვპირდა, რომ შემდეგ ნამუშევრს კვლავ დიდ ეკრანზე, მეგობრულ
გარემოში წარადგენს.
ვიდეორგოლის ჩვენებას შემსრულებლის მეგობრები, ქართველი მომღერლები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ვერიკო ტურაშვილი: "ეს სიმღერა ძალიან მიყვარს, ახალ ვერსია ჩემთვის განსაკუთრებულად სასიამოვნო მოსასმენი იყო,არ შემიძლია არ აღვნიშნო კლიპი, რომელიც ძალიან მომეწონა, ნინო მასში განსაკუთრებულად ლამაზი
არის"
რუსა მორჩილაძე:"ძალიან მომეწონა ახალი კლიპიც და შესრულებაც, არანჟი იყო არაჩვეულებრივი,ეს არის სიმღერა, რომელიც ნინოს ძალიან უხდება "
შეგახსენებთ, რომ კომპოზიცია"ამაღამ" რუსა მორჩილაძეს ეკუთვნის, ტექსტის ავტორი ირინა სანიკიძეა,
არანჟირებაზე კი ბექა ნიკოლაიშვილმა იზრუნა.
არანჟირებაზე კი ბექა ნიკოლაიშვილმა იზრუნა.