კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 მანანა თოდაძე: ყველაფერი ქალების ბრალია, ქალები ვართ მაცდურები

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

სახელი: მანანა.
გვარი: თოდაძე.
პროფესია: მომღერალი.
– რა არის თქვენთვის ყველაზე ძვირფასი?
– ჩემთვის ადამიანი უფრო ძვირფასია, ვიდრე სხვა რაღაც. ყოველთვის კონტროლს ვუწევ ჩემს ენას, სიტყვას, რომ ჩემი სიტყვით, საქციელით სხვა ადამიანს ზიანი არ მივაყენო. მერე ძალიან განვიცდი, თუ ვინმეს რაიმე არასწორად ვუთხარი ან გული ვატკინე შეიძლება, მთელი ღამე არ დამეძინოს. ვცდილობ და ვაკეთებ კიდეც, რომ ჩემ გარშემო, არავის ვაწყენინო. ისე არ უნდა წახვიდე ამ ქვეყნიდან, შენი ერთი სიტყვით ვიღაცას გული დაწყვიტო. ამის ყოველთვის მეშინია.
– ყველაფრის პატიება შეგიძლიათ?
– კი ვიტყვით, გავუშვათ და ვაპატიოთ, მაგრამ არ არის ასე ადვილი. შეიძლება, სიტყვით თქვა, მაგრამ გულით მზად ხარ, რომ აპატიო? ჯერ ერთი, მე ვინ ვარ, რომ ვაპატიო, პირველ რიგში, უფალმა უნდა აპატიოს. ადრე, როდესაც მაწყენინებდნენ, უსამართლოდ მომექცეოდნენ, ვიჯექი, ვტიროდი, ვნერვიულობდი, რატომ მითხრეს ასე-მეთქი. მერე, რომ დავფიქრდი, ანალიზი გავაკეთე და საკუთარ თავზე დავიწყე მუშაობა, ცხოვრებამ მასწავლა, რომ თუ ვინმემ მაწყენინა, მე რატომ ვნერვიულობ? ვინც მაწყენინა, იმან ინერვიულოს, იმან არ დაიძინოს. ადამიანმა შენი თავი უნდა გაზარდო, თუ საკუთარ თავზე არ იმუშავე, საზოგადოებასთან ურთიერთობა ძალიან გაგიჭირდება. ჩემთვის ყველაზე უპატიებელი არის ღალატი და ტყუილი. ერთხელ რომ მომატყუებს ადამიანი, მე მერე მასთან ურთიერთობა აღარ შემიძლია.
– მტერს როგორ უნდა მოერიო?
– მტერს უნდა მოერიო სიჩუმით და იგნორით. მივხვდი, რაც არის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი: როცა ადამიანი რამეს აშავებს, არ უნდა დაუწყო გარჩევა და არ უნდა აახსნევინო, იმიტომ რომ აზრი არ აქვს. ამის მისახვედრად ძალიან დიდი გზა გავიარე, დიდი დრო დამჭირდა და ბევრი ვიწვალე – არ არის ადვილი ადამიანმა რამე დაგიშავოს და არ მიხვიდე და არაფერი  უთხრა.
– რა გაღიზიანებთ?
– მაღიზიანებს ამპარტავნობა. საზოგადოებაში ვიღაც რომ არაფერს წარმოადგენს, მაგრამ ცხვირი ისე მაღლა აქვს აწეული და ისე იქცევა, რომ საშინელი შესახედია. არ მიყვარს ყალბი ადამიანები და ურთიერთობები.
– რა გასევდიანებთ?
– ყველაფერზე ვნერვიულობ. არ შემიძლია, გულგრილად შევხედო მოვლენებს. ვტირი, ვინმე უცხოს დაღუპვის ამბავს რომ გავიგებ. განვიცდი ადამიანების გაჭირვებას. ქუჩაშიც ბევრჯერ მიტირია, მოხუცი ადამიანები ფულს რომ მთხოვენ.
– როდის მიდის კაცი ქალისგან?
– კაცი მაშინ მიდის, როდესაც ინტერესს კარგავს ქალის მიმართ. როგორც წესი, ქალი სულ უნდა იყოს ძალიან გამოუცნობი, იდუმალებით აღსავსე. მე  ვფიქრობ, ქალი ბოლომდე არ უნდა გაიხსნას. კაცს სულ უნდა ეპარებოდეს ეჭვი, მართლა ვუყვარვარ? და ის არასდროს სხვისკენ არ გაიხედავს. თან, ქალზე ბევრი რამაა დამოკიდებული. არის კაცების კატეგორია, რომლებსაც აღიზიანებს ზედმეტი სითბო. ყველაზე მთავარი და დამღუპველი ოჯახში არის ქალსა და კაცს შორის ენის შეჩვევა და გინებები. როგორც კი ეს ხშირად განმეორდება, კარგავენ პატივისცემას ერთმანეთის მიმართ და იშლება ზღვარი. ქალსა და კაცს შორის ზღვარი აუცილებლად უნდა არსებობდეს.
– ეჭვიანი თუ ხართ?
– მეგობრები სულ მეუბნებიან, შენ როგორ ყველას ენდობიო. მირჩევნია, კისერი ასიათასჯერ მოვიტეხო, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, ყველა ადამიანს ეჭვის თვალით ვუყურო. არ მინდა ასეთი ცხოვრება. დავუშვათ, ცხვირი მოვიტეხე, მერე რა, ის ადამიანი წავა, სხვა მოვა. ცხოვრება საცერია, ყველაფერი იცრება და თავ-თავის ადგილზე დგება.
– მიგიღიათ ადამიანი, ვინც თქვენგან წასულა?
–  არა. მე აფერისტობა და მლიქვნელობა არ შემიძლია. მე თუ ადამიანი მიყვარს, ჩემს თვალებში ჩანს და მის მიმართ სიყვარულს ჩემი ენერგეტიკა აფრქვევს. თუ ვხედავ, რომ იმ ადამიანმა მიღალატა მეგობრობაში, სიყვარულში... მერე უკვე ჩემს ჭკუასა და ლოგიკას ვრთავ, აღარ ვენდობი და ჩემს წრეში აღარ შემოვუშვებ, რომ სხვა ადამიანებიც არ გააწბილოს და გული არ ატკინოს.
– რისი გრცხვენიათ?
– ზოგჯერ ზედმეტი კომპლიმენტი უხერხულ მდგომარეობაში მაყენებს. და კიდევ, დავუშვათ, ვიცი, რომ დღეს არ გამოვიყურები კარგად და მეტყვიან: ვაიმე, რა კარგად გამოიყურები. ვერ ვიტან ტყუილ კომპლიმენტებს, იმას, რაც ახლოს არ არის სიმართლესთან.
– ინტუიციას ენდობით?
– სასწაული ინტუიცია მაქვს. ადრე არ ვაქცევდი ჩემს ინტუიციას ყურადღებას და რამდენჯერაც არ გავითვალისწინე, იმდენჯერ მოვიტეხე ცხვირი. ბოლოს ჩავუკვირდი და მივხვდი, რომ ინტუიციას უნდა ვენდო.
– რა არის მამაკაცი თქვენთვის?
– მამაკაცი ჩემთვის არის პიროვნება, რომელსაც აქვს თავისი ადგილი, თავისი სტატუსი. ქალი  მას აუცილებლად პატივისცემით უნდა მოექცეს, კაცს მეტი დაფასება სჭირდება, განსაკუთრებით საზოგადოებაში, რომ კაცის სტატუსი ამაღლდეს და ღირსეულად წარსდგეს. ყველა კაცს თავის ხასიათი აქვს, მაგრამ ქალზეა დამოკიდებული, საზოგადოებაში როგორ წარმოაჩენს.
– მამაკაცებს ჭკვიანი ქალების ეშინიათ?
– მამაკაცებს ჭკვიანი ქალების ეშინიათ. მათ უფრო მსუბუქი, ლაღი ქალები მოსწონთ, მაგრამ ასაკში რომ შედიან, მერე ხვდებიან, რომ ჭკვიანი ქალები სჭირდებათ.
– რა სჭირდებათ მამაკაცებს?
– სულიერება სჭირდებათ. ლოგინიც მნიშვნელოვანია, მაგრამ მარტო ლოგინი არ არის მთავარი. ინტელექტს უდიდესი მნიშნვნელობა აქვს. მეგობარი უნდა იყოს, ფილმს რომ ნახავთ ერთად და შეძლებთ, გაარჩიოთ. მეუღლე უნდა გყავდეს მეგობრად. როცა სულიერება ძლიერია, იქ ლოგინიც ძალიან კარგია. როდესაც ადამიანი დღისით გიყვარს, ის ღამითაც გიყვარს. როდესაც დღისით სულიერება ძლიერია, მაშინ ღამეც ფანტასტიკურია.
– სიყვარული და ვნება ერთი და იგივეა?
– არ არის ერთი და იგივე, ხშირად სიყვარული და ვნება ერთმანეთში ერევათ. ვნება შეიძლება, მალე გაქრეს და სიყვარული მთელი ცხოვრება გაგრძელდეს.
– სიყვარული რამდენჯერ მოდის?
–  მე ვერ ვიტყოდი, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის.
– სიყვარულს წესები აქვს?
– სიყვარულს წესები საერთოდ არ აქვს. შეიძლება, ისეთი ადამიანი შეგიყვარდეს, წარმოდგენა რომ არ გაქვს. რაღაც ხდება, რაღაც ფარული ფლუიდები, ისეთნაირად შეიძლება მოხდეს შერწყმა, რომ ერთი შეხედვით მიხვდე, რომ ის ადამიანი შენია.
– რა არის თქვენთვის ამორალური?
– ღალატი. მე ერთს ვიტყვი და რამდენიმე წინადადებით ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ. მე არასდროს არ ავალ დაქალის ოჯახში, თუ ჩემი დაქალი არ არის სახლში. მე არასდროს არ შევქმნი იმ უხერხულ სიტუაციას, რომ მეგობრის ქმართან მარტო დავრჩე სახლში. ყველაფერი ქალების ბრალია. ქალები ვართ მაცდურები.
– ბოლოს რა სიურპრიზი გაგიკეთეს?
– სიურპრიზი იყო მოსკოვში, ახალ წელს ჩემმა მეგობრებმა მანქანა მაჩუქეს. მეგობარმა მძღოლი გამომიგზავნა, მძღოლი მირეკავს და მეუბნება, ქვემოთ ჩამოდითო. მაძლევს კონვერტს და გასაღებს. შოკში ვიყავი. სიურპრიზი იყო, როდესაც რუსეთის მთავრობამ მოსკოვში ბინა მაჩუქა. ქალაქის მერის მოადგილე ქალი მედაქალებოდა, ერთხელ მკითხეს, სად ცხოვრობო, და ვუთხარი, რომ ქირით ვარ და მაჩუქეს ერთოთახიანი ძალიან კარგი ბინა.
– რას ნანობთ?
– ერთს კი არა, ბევრ რამეს ვნანობ. ხელოვანი ადამიანებისთვის ცოტა ძნელია, ოჯახი რომ გაქვს, ეს ძალიან გამუხრუჭებს, უკან გწევს. მე უფალმა იმხელა საჩუქარი მომცა, ჩემი ნიჭის, ხმის საშუალებით, რომ უფლება არ მქონდა, სახლში დავმჯდარიყავი. ამ სფეროსა და ოჯახს შორის შეუთავსებლობა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ მე სულ ვცდილობდი, ჩემი შვილები ჩემ გვერდით გაზრდილიყვნენ და ჯამებითა და ჭურჭლით დავდიოდი, შემეძლო, უფრო ფართო ასპარეზზე გავსულიყავი.

скачать dle 11.3