№22 ბრძნული აზრები
ტვენი: ხალხის გასულელება უფრო მარტივია, ვიდრე მათთვის იმის დამტკიცება, რომ ისინი გაასულელეს.
ვოლტერი: ადრე უკეთესობის იმედით ცოცხლობდნენ, ახლა კი – იმის იმედით, რომ უარესი არ იქნება.
თეკერეი: ძლიერი ის კი არ არის, ვისაც მზერით შეუძლია დაგაჩოქოს, არამედ ის, ვინც ერთი ღიმილით შეძლებს წამოგაყენოს.
ტორო: ყველაზე მდიდარი ის არის, ვის გაბედნიერებასაც ცოტა ფული სჭირდება.
ქიქოძე: ზოგჯერ მთელი ცხოვრება ვსწავლობთ ხელის გაშვებას, ზოგჯერ ხელის გაშვება ჩვევად იქცევა და მაშინ მთავარსაც ისე ვუშვებთ ხელს, ვერც კი ვხვდებით, რომ მთავარი ყოფილა.
მიხეილ ჯავახიშვილი: დღეს ისეთი დროა, რომ პროვიზორს მატარებელი მიჰყავს, ხოლო მემანქანე აფთიაქში მუშაობს. ერთი მატარებელს ამტვრევს, ხოლო მეორე ხალხს წამლავს.
არისტოტელე: თითოეულმა მოქალაქემ, თავისი შესაძლებლობების მიხედვით, საკუთარი მისწრაფება იქითკენ უნდა მიმართოს, რომ საკუთარ სახელმწიფოზე გარკვეული ძალაუფლება ჰქონდეს.
რუსო: თითოეული ადამიანის ხასიათი, იმის მიუხედავად, სიკეთის მოტანა შეუძლია თუ მავნებლობაა, გავლენას ახდენს სხვა ადამიანების ბედზე.
მოემი: ჩვენ ვერ ვირჩევთ ვერც ქვეყანას, ვერც ხალხს, ვერც დროს, მაგრამ ჩვენ ვირჩევთ, ვიყოთ ადამიანები თუ არა.
რემარკი: ოღონდ თავისუფლება არ დაკარგო! ის სიყვარულზე უფრო ძვირფასია.
ჰელვიციუსი: ის, ვინც ღრმად სწავლობს საკუთარ სულს, ხშირად იჭერს საკუთარ თავს შეცდომებში, რაც მას, ძალაუნებურად, თავმდაბალს ხდის. ის თავისი განათლებით აღარ ამაყობს და საკუთარ თავს სხვაზე მაღლა არ აყენებს.
დანტონი: არაფერია იმაზე ძნელი, თავიდან აღზარდო ცუდად აღზრდილი.
უაილდი: მოვალეობა ის არის, რასაც სხვები მოითხოვენ და არა ის, რასაც შენ აკეთებ.
ვოვენარგი: ყველაზე უარესი ის ყრუა, რომელსაც არ უნდა, რომ გაიგოს.
ბობ მარლი: ზოგიერთი ადამიანი წვიმას გრძნობს, სხვები კი, უბრალოდ, სველდებიან.
მოლიერი: ცოლ-ქმარი ხელები და თვალებია. როდესაც ხელი სტკივა, თვალები ტირიან, ხოლო როდესაც თვალები ტირიან, ხელები ცრემლებს უმშრალებენ.
შანელი: ნუ აწყენინებთ მათ, ვისაც უყვარხართ, ისინი ხომ ამ სიყვარულით დაუცველნი არიან.