კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 რატომ მოკლა ქმრის მკვლელი ქალი მისმა საყვარელმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

  მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ორი მკვლელობა
  ზაირა დარჩიამ ახალმოსული მამაკაცი ბინაში შეიპატიჟა, კარი გამოიხურა და უკან მიჰყვა.
– რა ხდება, ასე სასწრაფოდ რატომ დამიბარე? – ჰკითხა ქალს მამაკაცმა.
– ვსიო! თავისუფალი ვარ, როლანდ და შეგვიძლია, ერთად ვიყოთ მთელი ცხოვრება, – უთხრა ქალმა მამაკაცს და სახეზე პათოლოგიური ღიმილი გამოესახა.
როლანდმა კოპები შეკრა და ჰკითხა:
– რას გულისხმობ?
– ომარი, ჩემი ქმარი აღარ შეგვიშლის ხელს. მე ის მოვკალი. აბაზანაში ჩავახრჩვე. მოკლედ, სუფთა ნამუშევარია და ვერავინ მიხვდება. დავმარხავ. ცოტას ვიგლოვებ და მერე ჩიტივით თავისუფალი ვარ.
– შენ, ალბათ, ხუმრობ? – შეცბა როლანდი.
– სულაც არა, საყვარელო. თუ არ გჯერა, მიდი და ნახე.
როლანდი სააბაზანოში შევიდა. შემდეგ სწრაფად უკან დაბრუნდა. ძლივს შეიკავა თავი, რომ ქალი არ გაეგუდა. ღრმად ამოისუნთქა და უთხრა:
– ჯერ შეპირებული სეიფი მანახვე.
  ზაირამ წიგნების თარო გამოსწია. კედელში ჩამონტაჟებული სეიფი გააღო და  მიუგო: აი, საყვარელო. აქ ზღაპრული სიმდიდრეა და ომარს რომ დავმარხავ, შეგვიძლია, უზრუნველად ვიცხოვროთ.
  ათიოდე წუთში როლანდმა ზაირას პირზე ბალიში დააფარა და გაგუდა. შემდეგ სააბაზანოში შეიყვანა და წყლით სავსე აბაზანაში ქმარს მიუწვინა გვერდით. ბოლოს სეიფის შიგთავსი გამოიღო, ბინაში შუქი ჩააქრო და ნაძარცვ ნივთებთან ერთად სახლი დატოვა. მანამდე კი არ დავიწყებია სეიფის მიხურვა და თაროს ადგილზე დაბრუნება. 37 წლის როლანდ კოვზაძეს ეგონა, რომ ისე მოაწყო, თითქოს ცოლ-ქმარი აბაზანაში ბანაობისას დაიხრჩვნენ. თუმცა, მან არ იცოდა, რომ ექსპერტიზა უშეცდომოდ დაადგენდა ორი მკვლელობის ნამდვილ სურათს და ადვილად დაამტკიცებდა, რომ ქალი ჯერ გაგუდეს და შემდეგ ჩააწვინეს აბაზანაში. კოვზაძემ 45 წლის ზაირა დარჩიასთან ანგარების მიზნით გააბა სასიყვარულო ურთიერთობა. მისი მიზანი ქალის გაძარცვა და მიმალვა იყო. ის არ მოელოდა ქალის მხრიდან ქმრის მკვლელობას და ზაირა იმიტომ მოკლა, რომ ყველანაირი კვალი დაეფარა.
ძველი საქმე
  ზაირა დარჩიასა და მისი 48 წლის მეუღლის, ომარ ფოფხაძის ცხედრები სამი დღის მერე აღმოაჩინეს. მაშინ, როცა დამლაგებელი მივიდა და კარი არ გაუღეს. ქალმა მილიციაში დარეკა. სწორედ მილიციამ აღმოაჩინა მოკლულები აბაზანაში. ექსპერტიზამ ძალიან ადვილად დაადგინა, რომ ჯერ ომარ ფოფხაძე იყო მოკლული, შემდეგ კი ზაირა დარჩია და უბედური შემთხვევა ინსცენირებული იყო. პროკურატურის გამომძიებელმა ანზორ პეპელაძემ, ექსპერტიზის ყველა დასკვნა რომ შეაჯამა და გააანალიზა, თავისი ჯგუფის წევრებს უთხრა:
– ამხანაგებო, აშკარაა, რომ ვიღაც მესამე მოქმედებდა, რომელმაც ზაირა დარჩია უეჭველად მოკლა. ხოლო მისი მეუღლე კი შესაძლოა თავად ზაირამაც გაისტუმრა საიქიოს. ამიტომ, უნდა ვეძებოთ ის მესამე და ვვარაუდობ, რომ ის მამაკაცია და ზაირას საყვარელი. არაა გამორიცხული, რომ ადგილი ძარცვასაც კი ჰქონდა. ერთი სიტყვით, კომპლექსური, დაძაბული მუშაობა მოგვიწევს.
  როლანდ კოვზაძემ მოკლულების ბინიდან წამოღებული ძვირფასეულობა გადაარჩია და იმ ვარაუდით, რომ ვერ მისწვდებოდნენ, ორი ნივთი – ბრილიანტის სამეული და ლალისთვლიანი კოლიე მოსკოვში წაიღო და საკომისიო საიუველირო მაღაზიაში მიიტანა. შემფასებელმა, 78 წლის ისააკ კობზონმა როლანდი საღამოს ექვსი საათისთვის დაიბარა. თავად კი ეს ნივთები „კაგებეს“ პოლკოვნიკს, ანტონ ვოლოდინს მიუტანა და უთხრა:
– ანტონ პეტროვიჩ, ვფიქრობ, ძალიან ძველი, მივიწყებული საქმის გახსნას მოვახერხებთ. აი, ეს ნივთები, სხვა ძვირფასეულობასთან ერთად ზუსტად 40 წლის წინ, 1926 წელს გაქრა, მაშინ, როდესაც „ჩეკისტებს“ ექსპროპრირებული ძვირფასეულობა „ლუბიანკიდან“ სახელმწიფო ბანკში გადაჰქონდათ. ოთხი გამცილებელი „ჩეკისტი“ მანქანაში მოკლული იპოვეს. 170 ათასის ღირებულების ნივთები კი გაქრა. მე „ჩეკამ“ შესაფასებლად მიმიწვია და კარგად მახსოვს. ეს დანაშაული რომ მოხდა, ორჯერ დაკითხვაზეც კი მიმიყვანეს და ერთხელ თავად ძერჟინსკიმაც კი დამკითხა.
– თქვენთან ეს ნივთები როგორ მოხვდა? – ჰკითხა პოლკოვნიკმა მხცოვან იუველირს.
– ერთმა ახალგაზრდა კაცმა მომიტანა მაღაზიაში. ეტყობა, რომ მათი არც წარმომავლობა იცის და არც ფასი. საღამოსთვის დავიბარე...
  როლანდ კოვზაძე „კაგებეს“ ოპერჯგუფმა აიყვანა. „ლუბიანკაზე“ დაჰკითხეს და ყველაფერი დააფქვევინეს. თან, დანარჩენი ნივთებიც ამოუღეს, რომლის ღირებულებაც 1966 წლისთვის ათჯერ იყო გაზრდილი და მილიონ 700 ათას მანეთს უდრიდა. „კაგებეში“ კი 40 წლის წინ მომხდარი დანაშაულის გამოძიება განახლდა და დადგინდა, რომ თბილისში მოკლული ომარ ფოფხაძის მამა, კარლო ფოფხაძე (1960 წელს გარდაიცვალა) 1926 წელს მოსკოვში „ჩეკაში“ მუშაობდა და ეს ძარცვაც მისი ორგანიზებული იყო. მან ჯერ სამ მოსკოველ ბანდიტს ექსპროპრირებული ძვირფასეულობა გააძარცვინა. შემდეგ კი შეხვედრაზე მოსულები დახოცა, ძვირფასეულობას დაეუფლა და „ფსკერზე დაწვა“. ფოფხაძე სხვა განყოფილებაში მუშაობდა და ძვირფასეულობის გადაზიდვის შესახებ თავისი კოლეგისგან, გურამ ჩირაძისგან შეიტყო, რომელიც მისი კარის მეზობელი იყო და ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ძვირფასეულობა 40 წლის მერე სახელმწიფოს დაუბრუნდა. როლანდ კოვზაძე კი სიკვდილით დასაჯეს.
скачать dle 11.3