№22 წონაში ადვილად დასაკლები და გამაგრილებელი „ცივი“ დიეტა
ნინო კანდელაკი ანი რევია

ორშაბათი
საუზმე: 200 გრამი დაბალკალორიული კეფირი.
სადილი: ქათმის სალათა.
სამხარი: ნაყინი და 1 ჭიქა ხილის წვენი.
ვახშამი: მოხარშული თევზი, ბოსტნეულის გარნირით. ცივი მწვანე ჩაი.
სამშაბათი
საუზმე: 100 გრამ სიმინდის ფანტელებს დაასხით უცხიმო ცივი რძე და მოაყარეთ ერთი მუჭა კენკრა.
სადილი: ცივი წვნიანი, მოხარშული ქათმის თეთრი ხორცით, ბოსტნეულის სალათა და 50 გრამი უცხიმო იოგურტი.
სამხარი: 1 ჭიქა ცივი წყალი, 100 გრამი რომელიმე კენკრა.
ვახშამი: 100 გრამი მოხარშული, ცივი წიწიბურა, 50 გრამი უცხიმო იოგურტი.
ოთხშაბათი
საუზმე: 200 გრამი უცხიმო ხაჭო და ცივი მწვანე ჩაი.
სადილი: ცივი ბოსტნეულის წვნიანი, 100 გრამი მოხარშული ქათმის მკერდი და 1 ჭიქა უცხიმო კეფირი.
სამხარი: ნაყინი და ერთი ჭიქა ცივი წყალი.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ქათმის მკერდი, 1 ჭიქა იოგურტი.
ხუთშაბათი
საუზმე: ხილის სალათა, ცივი მწვანე ჩაი.
სადილი: ბოსტნეულის სალათა და 1 ნაჭერი ჭვავის პური.
სამხარი: ერთი ჭიქა რომელიმე კენკრის წვენი.
ვახშამი: 200 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი, ბოსტნეულის სალათა, ცივი მწვანე ჩაი.
პარასკევი
საუზმე: 2 ცალი მოხარშული კვერცხი და 200 გრამი უცხიმო ხაჭო.
სადილი: ბოსტნეულის სალათა და ცივი მწვანე ჩაი.
სამხარი: ნაყინი.
ვახშამი: ასი გრამი მოხარშული ცივი ძროხის ხორცი, ბოსტნეულის სალათა, 1 ჭიქა წყალი.
შაბათი
საუზმე: 100 გრამი კენკროვანი ხილი.
სადილი: 100 გრამი მოხარშული ბრინჯი ქათმის ხორცით და ბოსტნეულის სალათა.
სამხარი: 1 ჭიქა ხილის წვენი.
ვახშამი: 100 გრამი უცხიმო ხაჭო, ხილის სალათა, 50 გრამი უცხიმო იოგურტი.
კვირა
საუზმე: 1 ჭიქა იოგურტი ან ცივი მწვანე ჩაი, 50 გრამი კენკრა.
სადილი: ცივი ბოსტნეულის წვნიანი, 100 გრამი მოხარშული ძროხის ხორცი.
სამხარი: 1 ულუფა ნაყინი.
ვახშამი: 1 ნაჭერი ცივი მოხარშული თევზი, ბოსტნეულის სალათით.