№22 მარწყვის ნიღბები და სკრაბები სახისა და დეკოლტეს კანისთვის
ნინო კანდელაკი ანი რევია

კანის დამატენიანებელი და მატონიზირებელი საშუალება: მარწყვის წვენი გაყინეთ კუბიკებად და დღეში 2-ჯერ, წაისვით სახეზე და დეკოლტეზე, ეს კარგად ატენიანებს და ატონიზირებს კანს.
გამონაყრის საწინააღმდეგოდ: გამონაყრისთვის კარგია, თუ მარწყვის წვენს შეურევთ ალოეს წვენს (2:1) და სახეზე დღეში რამდენჯერმე წაისვამთ.
პიგმენტური ლაქების და ჭორფლის გაუფერულება: ამისთვის ეფექტურია მარწყვისა და ლიმონის წვენის (2:1) ნარევის გამოყენება. აღნიშნულ პროცედურას, მათეთრებელი ეფექტიც აქვს.
მარწყვის სკრაბი ცხიმიანი კანისთვის: შეურიეთ მარწყვის წვენს ცოტა კეფირი და ზღვის მარილი და დაიტანეთ სახეზე. შემდეგ ნელთბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი.
მარწყვის სკრაბი მშრალი კანისთვის: შეურიეთ მარწყვის წვენს ზეითუნის ზეთი და ცოტა ზღვის მარილი. მსუბუქი მასაჟით დაიტანეთ სახის კანზე, შემდეგ ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი.
დამატენიანებელი და სახის ტონუსში მოსაყვანი მარწყვის ნიღაბი მშრალი კანისთვის: 2 ცალ მარწყვის წვენს დაამატეთ 1 ჩაის კოვზი ხაჭო, 3 ცალი გაჭყლეტილი მარწყვი, 1 კვერცხის გული, 2 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი და წაისვით სახის კანზე. გაიჩერეთ, დაახლოებით 15 წუთით და შემდეგ ჩამოიბანეთ.
ნიღაბი მშრალი და მობერებული სახის კანისთვის: 4 ცალ მარწყვს დაამატეთ ნახევარი სუფრის კოვზი არაჟანი, 1 სუფრის კოვზი დაფქული „ჰერკულესი“, 1 ჩაის კოვზი თაფლი და კარგად ათქვიფეთ. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ, დაახლოებით 20 წუთი. შემდეგ, ჩამოიბანეთ და წაისვით მკვებავი კრემი.
ნიღაბი ცხიმიანი კანისთვის: 5 ცალ მარწყვს აურიეთ 1 ცალი ათქვეფილი კვერცხის ცილა და წაისვით სახეზე 10 წუთით; ან 5 ცალ მარწყვს, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი კეფირი და ნახევარი სუფრის კოვზი სახამებელი. წაისვით სახეზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
მარწყვის ნიღაბი სახის კანსა და დეკოლტეზე გაჩენილი ნაოჭების წინააღმდეგ: 6 ცალი მარწყვი გასრისეთ და ეს ფაფა წაისვით გასუფთავებულ სახის კანსა და დეკოლტეს ზონაზე. 5-10 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით დამატენიანებელი კრემი.
მოდუნებული კანის აღდგენა: 2 ცალი მარწყვი გასრისეთ, დაამატეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და წაისვით სუფთა კანზე. 10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ ოდნავ თბილი წყლით.
ფორების გასაწმენდი ნიღაბი: მარლით გამოწურეთ 4 ცალი მარწყვის წვენი, დაუმატეთ 2 ჩაის კოვზი კოსმეტიკური თიხა, წაისვით სუფთა კანზე და 10 წუთის შემდეგ გრილი წყლით ჩამოიბანეთ. შემდეგ წაისვით დამატენიანებელი კრემი.
ეს პროცედურები ყოველდღიურად ჩაიტარეთ ერთი კვირის განმავლობაში.