კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ექიმის რჩევები

კითხვა: შევამჩნიე, როცა ჩემს 1 წლის შვილს სუპინატორიანი ფეხსაცმელი აცვია, ფეხი უოფლიანდენა. წინდაც ნოტიო აქვს. შეიძლება, ეს ფეხსაცმლის ბრალი იყოს?
პასუხი: ფეხის ოფლიანობა სუპინატორის კი არა, ფეხსაცმლის ხარისხის ბრალია. ბავშვს უნდა შეუძინოთ ხარისხიანი (ბუნებრივი ტყავის) ფეხსაცმელი, წინდაც ბუნებრივი, ბამბის ქსოვილის უნდა იყოს.
კითხვა: 60 წლის მამა მყავდა ყურის ექიმთან. დაუდგინეს სენსონევრალური სმენის დაქვეითება. გვითხრეს, რომ უნდა ჩაუტარდეს გადასხმები მთელი რიგი წამლებით, რის შედეგადაც პროცესი 100 პროცენტით შეჩერდება და შესაძლოა, სმენაც აღდგესო. რამდენად უსაფრთხოა ეს გადასხმები და საერთოდ, თუ შეესაბამება სიმართლეს?
პასუხი: სმენის 100 პროცენტით აღდგენის გარანტიას ვერავინ მოგცემდათ, გადასხმებით კი ამ პათოლოგიას ნამდვილად მკურნალობენ. შედეგი ინდივიდუალურია, თუმცა უკეთესობა ნამდვილად უნდა ჰქონდეს.
კითხვა: დილაობით ყელში სიმშრალით მეღვიძება, რაც მთავარია, ხშირად ცხვირიც შესიებული მაქვს. გთხოვთ, მირჩიოთ რამე.
პასუხი: გაღვიძების შემდეგ ყელის სიმშრალის და ცხვირის შეშუპების მიზეზი შესაძლოა, ცხვირით სუნთქვის დარღვევა იყოს. რეკომენდებულია მიმართოთ ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს.
კითხვა: 60 წლის ქალბატონი სუნთქვის დროს სტვენის ხმებს გამოსცემს. რისი ბრალი შეიძლება იყოს? აქვს ხერხემლის ოსტეოქონდროზი.
პასუხი: ასეთ შემთხვევაში მსტვინავი სუნთქვის მიზეზი შესაძლოა, იყოს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება - ფილტვებში ჰაერის ნაკადის ქრონიკული შეზღუდვა ან გულის უკმარისობა. დიაგნოზის დაზუსტებისა და მკურნალობის დანიშვნისთვის პულმონოლოგთან და/ან კარდიოლოგთან ვიზიტი აუცილებელია.
კითხვა: 5 თვის წინ ჩუტყვავილა მქონდა, რამაც სახეზე ნაწიბურები დამიტოვა. ვისვამდი კონტრატუბექსის მალამოს, თუმცა არც ისე სახარბიელო შედეგი მომცა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: კონტრატუბექსი ზოგჯერ 6 თვითაც კი ინიშნება, მაგრამ, რადგან შედეგი არ გაქვთ, უმჯობესია, დერმატოლოგს ეჩვენოთ.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე

скачать dle 11.3