კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 პოლიკისტოზური სინდრომი – უშვილობის ერთ-ერთი მიზეზი

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი ჰორმონული დისბალანსისა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევის შედეგია.
  საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი სტრუქტურულად ცვლის საკვერცხეებს და უშვილობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია. საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის დროს დათრგუნულია ოვულაცია – საკვერცხეებში ფოლიკულების მომწიფების პროცესი დარღვეულია და/ან ვერ ხდება საკვერცხიდან კვერცხუჯრედის გამოსვლა. პოლიკისტოზი განაყოფიერების დამაბრკოლებელი და შესაბამისად, უშვილობის მიზეზია.
  საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომი ყველა ასაკში გვხდება, მაგრამ ძირითადად სქესობრივი მომწიფებისა და რეპროდუქციულ ასაკში გამოვლინდება – 15 დან 45 წლამდე.
ზოგადი სიმპტომები
  საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის ძირითადი სიმპტომია მენსტრუალური ციკლის დარღვევა. მაგრამ ამ დაავადებას მრავალი სხვა სიმპტომი შეიძლება ახლდეს.
თანმხლები სიმპტომებია: მაღალი წნევა, დერმატოლოგიური პრობლემები, ჭარბი წონა, ინსულინრეზისტენტობა, უშვილობა. საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის დროს მენსტრუაციული ციკლი არარეგულარულია – ახასიათებს ციკლის გამოტოვება ან გახშირება. საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის ერთ-ერთი ნიშანია მამაკაცური ტიპის ჭარბთმიანობა. თუ ქალს სახეზე მომატებული თმიანობა აქვს, შანსი 75 პროცენტია, რომ მას ეს პრობლემა აქვს.
თავზე თმის ცვენა და მამაკაცური სიმელოტე საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის კიდევ ერთ სიმპტომია.
  აკნე – სახეზე, მკერდზე და ზურგზე – ასევე, შეიძლება, იყოს ამ დაავადების სიმპტომი.
საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის დროს შეიძლება, აღინიშნოს კანის მომატებული ცხიმიანობა.
ამ პრობლემის მახასიათებელი სიმპტომია ჭარბი წონაც.
  საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის დროს გვხვდება ჯანმრთელობის შემდეგი პრობლემები:
1. უნაყოფობა ქალებში;
2. გესტაციური დიაბეტი;
3. თვითნებური აბორტი ან ნაადრევი მშობიარობა;
4. საკვერცხეებში მრავალი წვრილი კისტა.
  შეიძლება თუ არა დაორსულება საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის დროს? – საკვერცხეების პოლიკისტოზური სინდრომის დროს დაორსულების შანსი მცირეა. მაგრამ მკურნალობის შემდეგ დაორსულების შანსი იზრდება. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი საკმაოდ ხშირი პათოლოგიაა, მაგრამ ის განკურნებადი დაავადებაა.
скачать dle 11.3