კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: წლების წინ გარდაცვლილი ბაბუის წესის ასაგებად მოყვანილმა მოძღვარმა გვერდით ოთახში მე და ჩემი და-ძმა მოგვნათლა. ვითვლებით თუ არა მონათლულად?
პასუხი: თუ ნათლობა მართლმადიდებლური წესების დაცვით ჩატარდა, თქვენ მონათლულად ითვლებით, მნიშვნელობა არ აქვს, ეს რიტუალი სახლში შესრულდა თუ ეკლესიაში. წინათ ხშირად ხდებოდა ასე – ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მოუნათლავ ოჯახის წევრებს  სახლში ნათლავდნენ.
კითხვა: რამდენად არის შესაძლებელი ზიარების დროს დაინფიცირება?
პასუხი: თუ თქვენ ხართ მართლმადიდებელი ქრისტიანი და ეზიარებით ეკლესიის საიდუმლოებებს, უნდა იცოდეთ, რომ ყოველ საიდუმლოში უფალი მონაწილეობს და ის არ დაუშვებს, რომ ასეთი რამ მოხდეს. თქვენი ეჭვი ურწმუნოებიდან მოდის. უნდა იცოდეთ, რომ ზიარების დროს უბრალო პურსა და ღვინოს კი არ იღებთ, არამედ უფლის სისხლსა და ხორცს იხმევთ.
კითხვა: ერთი ჩემი მეგობარი მეუბნება, რომ ქორწინება სულაც არ არის აუცილებელი და თუ ქალს შვილი უნდა, ქმრის გარეშეც კარგად გააჩენს. მისივე თქმით, უფალი არსად მიგვითითებს ქორწინების გარეშე მამაკაცთან ურთიერთობა ცოდვააო. ძალიან შორს დგას ეს აზრი ჭეშმარიტებისგან?
პასუხი: ეს შეხედულება, რა თქმა უნდა, მიუღებელია. წმიდა წერილიც და მამათა თხზულებებიც ამ თემაზე, სწორედ რომ, საწინააღმდეგო აზრს გვთავაზობენ. ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობა არის მეძავობა და უფლის ათ მცნებაში ერთ-ერთი, სწორედ, „არა იმრუშო“ გახლავთ. ამდენად, ქორწინების გარეშე სქესობრივი ურთიერთობა მრუშობად ითვლება. მეტიც, არა მხოლოდ ხორციელი კავშირი, არამედ ვნებიანი გულისთქმაც დიდი ცოდვაა.
კითხვა: ძალიან ხშირად მესიზმრებიან ჩემი გარდაცვლილი ახლობლები. უკვე შეშფოთებული ვარ. მგონია, რომ თავისთან მიხმობენ. როგორ გავთავისუფლდე ამ აზრებისგან?
პასუხი: უპირველესად, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რადგან სიზმრებისთვის დიდი მნიშვნელობის მინიჭება არასწორია. გადაუხადეთ თქვენს ახლობლებს პანაშვიდი და მოიხსენიეთ ისინი პირად ლოცვებში და წირვის დროს. ისინი თქვენგან ლოცვით შეწევნას ითხოვენ და ამაში შემაშფოთებელი არაფერია.
კითხვა: დავკარგე ნათლობის ჯვარი და ძალიან განვიცდი, როგორ მოვიქცე?
პასუხი: ნათლობის ჯვარს მართლაც სჭირდება გაფრთხილება. ამიტომ, ის სათუთად უნდა შეინახოთ და სხვა ნაკურთხი ჯვარი ატაროთ. რადგან დაკარგეთ, შეიძინეთ ახალი ჯვარი, აკურთხებინეთ მოძღვარს და ატარეთ სასოებით.
скачать dle 11.3