კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 იღბალი – შენი თანამგზავრი

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  იღბლიანობა ხშირად ხდება კვლევისა და განხილვის საგანი.  ყველას ეხალისება რჩევების დარიგება იმის შესახებ, თუ როგორ მიაღწიო წარმატებას. უიღბლობა ბრალდება გარემოებას, ანუ იმ ობიექტურ ფაქტორებს, რომელსაც ვერ შეებრძოლები.
  ზოგიერთი ადამიანი ერთგვარი გამბედაობითა და თავმოწონებითაც კი აღიარებს, რომ ის უიღბლოა. თუმცა  არასოდეს იტყვის, რომ ყველაფერში  თავადაა დამნაშავე.
  წარუმატებელი ადამიანების ყველაზე საინტერესო და „შხამიანი“ სახეობა არის ადამიანი, რომლის ინტელექტიც, ასევე, გაგებისა და ანალიზის უნარი  უფრო მაღალია, ვიდრე მისი რეალურად გამოყენების შესაძლებლობა. მაგრამ „მას ისე არ გამოსდის, როგორც უნდა და ისე არ უნდა, როგორც გამოსდის“. დროთა განმავლობაში ასეთი ადამიანი კრიტიკული და შურიანი ხდება. ის ბევრ სფეროშია გათვითცნობიერებული, მაგრამ შინაგანად ღრღნის ფაქტი, რომ ღირებულს ვერაფერს ქმნის. მას რაიმეს სერიოზულად გაკეთების სურვილი უქრება, რადგან იცის, სხვებზე უკეთესად მაინც არ გამოუვა, ცუდად გაკეთება კი ეთაკილება.  ასეთ ადამიანს სძულს  ყველა, ვინც ძალას არ ზოგავს მიზნის მისაღწევად.  მისი მოწოდებაა იყოს სამზარეულოს ან სალონის მოლაყბე – აი, აქ კი ბრწყინავს, ამსხვრევს ავტორიტეტებს, აზანზარებს სამყაროს. ასეთი უიღბლოების ავადმყოფური, საცოდავი, აგრესიული სახის გამომეტყველება აუტანელია, როგორც გადამდები ავადმყოფობით დაავადებულის  თვალები.
  მეორე სახეობა – არის უიღბლოების ყველაზე საინტერესო და ტრაგიკული ტიპი. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც ბუნებამ  ყველაფერი მისცა: ლამაზებიც არიან, ჭკვიანებიც, მომხიბვლელებიც, ნიჭიერებიც. ყველაფერი იოლად ეძლევათ და ამიტომ განსაკუთრებულად არც არაფერი სურთ. მათ ბავშვობიდან უწინასწარმეტყველებენ წარმატებულ კარიერას სხვადასხვა სფეროში, ისინი იოლად ასრულებენ წამოწყებულ საქმეს და მიიწევენ ზემოთ; გზაზე არ ხვდებათ რთული წინააღმდეგობები და სწორედ ამიტომ, ბოლოს  აღმოჩნდება, რომ არ აქვთ ისეთი მნიშვნელოვანი თვისება, როგორიცაა უნარი, ბოლომდე დაიხარჯონ საქმეში, მიიღონ სიამოვნება მძიმე და მონოტონური შრომისგანაც კი.  ბრძენმა და მომთმენმა იაპონელებმა ტყუილად არ აღიარეს მიზნის მიღწევის სიმბოლოებად ლოკოკინა და კუ: „ნელ-ნელა იცოცე, ლოკოკინავ, ფუძიამას ფერდობზე… მაღლა, მწვერვალისკენ!“
  უიღბლოების ყველაზე ღირსეული წარმომადგენლები რომანტიკოსები არიან. მათ ხშირად არარეალური, სინამდვილესთან შეუსაბამო ოცნებები აქვთ. ცუდად ერკვევიან ცხოვრებაში და ამიტომ ხშირად იქცევიან ნაძირლების სასურველ და იოლ ნადავლად.  როგორც წესი, სხვა ადამიანებზე საკუთარი თავიდან გამომდინარე მსჯელობენ.  მუდამ სხვების გაბედნიერებაზე, რაიმე დიდებულის შექმნაზე ფიქრობენ, მაგრამ მათი კეთილშობილებით ხშირად ცუდად სარგებლობენ. რაც უფრო დიდ გეგმებს დაისახავს ადამიანი, მით მეტია შანსი,  წარუმატებლობა განიცადოს: დაბრკოლება ბევრია, მიზანი – რთული და ძნელად მისაღწევი, ბევრი შრომაა საჭირო, რისკიც მეტია და კონკურენციაც.
  არსებობენ განსაკუთრებული  უიღბლოებიც – მათ იმდენად უნდათ დასახული მიზნების მიღწევა, ისე  მძაფრად განიცდიან, ისე ცდილობენ, ფორიაქობენ, რომ სიჩქარეში მცდარ ნაბიჯებს დგამენ და საქმეს აფუჭებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ ტიპის ადამიანები, როგორც წესი, საკმაოდ ჭკვიანები არიან, გადაჭარბებული მონდომების გამო უსაზღვროდ ნერვიულობენ, აფექტის მდგომარეობაში ვარდებიან და გიჟებს ემსგავსებიან.
  უიღბლოების ყველაზე ტრაგიკული სახეობა – ასეთ ადამიანებს  მუდმივად თან სდევთ იღბლიანობის შიში, აფრთხობს წარმატების შენარჩუნების სირთულე და ირჩევენ მითს უიღბლო მომავლის შესახებ.
 გახსოვდეთ, თუ თქვენ წინასწარ განეწყობით წარუმატებლობისთვის, მაშინ ვერასოდეს მიაღწევთ წარმატებას.
                                                         
 წინ და უკანმოუხედავად                                  

  ცხოვრება  არც  ისეთი დიდია, რომ  მუდამ წარსულზე ვიდარდოთ.  კიდევ უფრო მეტად არ ღირს, ვიდარდოთ მათზე, ვინც ცუდად გვექცეოდა.
ზოგჯერ გვენატრება ადამიანები, რომლებიც ნამდვილად არ  იმსახურებენ ამას. გვაკლია ისინიც, ვინც ცუდად გვექცეოდა. ეს იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ კარგი მოგონებები შემოვინახეთ. არ გვიყვარს მარტოობა.  ნურასოდეს იდარდებთ მათზე, ვინც ცუდად გექცეოდათ. არ დაუშვათ, შეურიგდეთ თქვენდამი ცუდ დამოკიდებულებას.
  ნამდვილი სიყვარულის გარჩევა ადვილად შეიძლება სხვა გრძნობებისგან, რომლებიც ზოგჯერ სიყვარულში გვეშლება. დაფიქრდით, თუ ადამიანი მაშინ გენატრებათ, როცა მოწყენილი ან მარტოსული ხართ, ეს სიყვარული არ არის. უბრალოდ, ცდილობთ,  ადამიანზე დადებითი მოგონებების საშუალებით  მარტოობის გრძნობას დააღწიოთ თავი.
  მეორე მხრივ, თუ ყველაზე ბედნიერ მომენტებშიც გენატრება ადამიანი, ეს უკვე სიყვარულია. შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ – ეს ადამიანი გიყვართ. წარმოსახვა იცვლება დროთა განმავლობაში, ყოველთვის შეიძლება წარსულში დაბრუნება და თქვენი დამოკიდებულების შეცვლა ადამიანის, მისი საქციელისა და სიტყვების მიმართ. თუმცა, მანამდე უნდა დაფიქრდეთ, გიღირთ კი ეს საერთოდ?
ჩვენთვის მნიშვნელოვანი არიან ის ადამიანები, რომლებმაც ჩვენზე დიდი გავლენა მოახდინეს. ჩვენს მეხსიერებაში ხომ ადამიანების მიერ გამოწვეული ემოციები რჩება და არა მათი ქმედებები.
  სწორედ ეს განაპირობებს იმას, რომ  გენატრება  არა თავად ადამიანი, არამედ ის, რასაც გრძნობდი მის გვერდით. ამას ნოსტალგია ჰქვია.   მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ შეგვიძლია, მთელი ცხოვრება ერთი ადამიანი გვიყვარდეს.  ჩვენ შეგვიძლია, გვენატრებოდეს მაშინაც, როცა  უკვე ვიცით, რომ ის დავკარგეთ. ზოგჯერ იმ ადამიანების გამოც ვიტანჯებით, ვინც ჩვენს ყურადღებად არ ღირს. ეს წინსვლაშიც შეგვიშლის ხელს და ბედნიერებაშიც. ისწავლეთ ამის გარჩევა და თქვენი ცხოვრება შესამჩნევად გაუმჯობესდება.
скачать dle 11.3