№22 ფაქიზი აღმოსავლეთი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ვის ლულაში ვისი ყუმბარაა
ახლო აღმოსავლეთში ისეთი ამბები ტრიალდება, ჯერჯერობით, კაციშვილი ვერ გაარკვევს ვის ლულაში ვისი ყუმბარაა.
კერძოდ, სანამ ამერიკული ავიამზიდები სპარსეთის ყურისკენ დაიძრებოდნენ, ირანის შეიარაღებული ძალები კი თავიანთ საზღვრებთან რაკეტებს ალესავდნენ, „ნატოს“ გენმდივანი სტოლტენბერგი ანკარას ეწვია და, თუმცა მრავალი დითირამბი მიუძღვნა თურქეთის პრეზიდენტს, ამ უკანასკნელმა იმავე საღამოსვე განაცხადა, რომ არც ტკბილი სიტყვისა და არც მწარე ზეწოლის გამო არჩეულ გზას არ გადაუხვევს (ანუ მაინც შეიძენდნენ რუსულ რაკეტებს და უარს არ იტყოდნენ რუსულ ძმობაზე).
ჩვენმა მეზობელმა (ანუ ბ-ნმა ერდოღანმა) ან აღმოსავლური ხერხი იხმარა (ერთის თქმა, მეორის ფიქრი და მესამის ქმნა), ან რუსულ-ირანულ ბადეში გაეხვა.
სახელდობრ, რუსულმა ავიაციამ იერიში მიიტანა პროთურქულ დაჯგუფებებზე ჰამის პროვინციის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რის საპასუხოდაც თურქეთმა შეტევაზე გადაუშვა თავის დაქვემდებარებაში მყოფი დაჯგუფებები ასადის საჯარისო ნაწილების წინააღმდეგ. რაც, თავისთავად მოწმობს, რომ რუსეთ-ირან-თურქეთის მეგობრობაც მყიფეა და თურქეთ-აშშ-ს მტრობაც და იმასაც, რომ ახლო აღმოსავლეთში კიდევ ერთი ცხელი კერის გაჩენის შემდეგ მხარეები კვლავ თავიანთი ინტერესების მიღწევას შეეცდებიან, ისევე, როგორც სირიის შემთხვევაში მოხდა და ხდება. ბუნებრივია, ჩვენ ამ ფონზე ისევ მეასეხარისხოვანი თემებით ვართ გართულები, რაც მაქსიმუმამდე ზრდის იმ ალბათობას, რომ დიდი გადანაწილებისას ხურდაში მოვექცევით.