კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 მოსმენები ჩინურად

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ კრემლი  სიდიადმზომი

  მაშინ, როდესაც აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო ომია გახურებული, საქართველოში ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ჩამოვიდა. და ეს არათუ დამოუკიდებელი საქართველოს, ზოგადად, ფარნავაზიდან მოყოლებული საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როდესაც ამ რანგის მოხელე გვეწვია ჩინეთიდან.
  ეს, ცხადია, შემთხვევითი არ უნდა იყოს, მით უფრო, რომ თბილისამდე ჩინელმა მინისტრმა მოსკოვი მოიარა და ქართველი კოლეგა ზალკალიანის ნახვამდე მისმა თვალებმა რუსი კოლეგა ლავროვი იხილა.
თუმცა გვითხრა, რომ ჩინეთი დიდ პატივს სცემს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და დაგვამშვიდა, რომ „ჩინეთი ახორციელებს საგარეო პოლიტიკას, რომელიც მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპებს ეფუძნება (რატომაც არა, როდესაც დედამიწის ლამის ყოველი მესამე მკვიდრი ჩინელია?!)“.
  ამასთან, ტრადიციული მეგობრობაც გაიხსენა (ჯერ კიდევ მაკედონელის მიერ გაჭრილი „დიდი აბრეშუმის გზა“ თუ იგულისხმა) და ახალი პერსპექტივებისა და განზომილებების გახსნის იმედიც გამოთქვა ორმხრივი ურთიერთობების განსავითარებლად.
  რაც ჩემთვის ყველაზე საინტერესოა, ჩინელმა სტუმარმა შენიშნა, რომ მოსასმენად გვესტუმრა, ანუ იმის გასაგებად (მომყავს ციტატა): „თუ როგორ გამოიყენა საქართველომ ჩვენი (ანუ ჩინური) ურთიერთობები და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები.“
  ეს ვიზიტი მოწმობს, რომ ჩინეთს დიადი გეგმები აქვს, მათ შორის, სამხრეთ კავკასიის ასათვისებლად, თუმცა მოსკოვის გამოვლით ჩამოსვლა კი იმას მოასწავებს, რომ სიდიადის მასშტაბები კრემლშიც შეათანხმა.
скачать dle 11.3