კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ვისია დავით გარეჯი?!

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ანუ გასაიდუმლოებული კომისია
  დავით გარეჯის კომპლექსის კუთვნილების თემა კვლავაც აქტუალურია და საქმე მხოლოდ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობას სცდება, იმ მარტივი მიზეზით, რომ სამხრეთ კავკასიაში არეულობით ბევრი მხარეა დაინტერესებული („გათიშე და იბატონე“ არავის გაუუქმებია), რომელთა ფლაგმანი, უდავოდ, ჩვენი ოკუპანტი რფ-აა.
  ამიტომაც პროცესი ისტერიულია, რადგან უცხოური სპეცსამსახურები აქტიურად იყენებენ თემას თავიანთი მიზნების მისაღწევად, მათი მუშაობის ეფექტს კი ჩვენებურების სამხრეთულ ცხელთავიანობად წოდებული ხასიათი აასმაგებს.
  მეორე მხრივ, ცეცხლზე ნავთს ბაქოც ასხამს (შესაძლოა, ისინიც ცხელთავიანობამ შეაწუხა) და ხან კომპლექსისკენ მისავლელ გზას კეტავს, ხანაც საგზაო სამუშაოებს წამოიწყებს ხოლმე, რომელთა შესახებ ქართული საგარეო უწყება დინჯად განმარტავს, არაფერი ვიცით, გავარკვევთო.
  ისიც სათქმელია, რომ ბაქო, რაკი მოსკოვს დაუტკბა და ერევანს ყურებზე ხახვსაც ვერ აჭრის (რუსული ტანკები ფაქტორია, ყარაბაღს ვინ ჩივის, საკუთრივ აზერბაიჯანის შვიდი რაიონის მიტაცების გამო), კუნთებს თბილისს უთამაშებს (და მერე რა, რომ სტრატეგიულ პარტნიორებად ვიწოდებით?!), იმიტომ რომ გასდის (ან კი რატომ არ გაუვა, როდესაც არათუ ბაქომ, მთელმა დედამიწამ იცის, რომ ზემოთ - ქართველი პოლიტიკოსები ჭამენ ერთმანეთს, ქვემოთ – მოქალაქეები და, რაც მთავარია, არც ზემოთ და არც ქვემოთ არავინ აპირებს პირადი ინტერესების დათმობასა და ომში ვინ ჩივის, ჯარში წასვლას?!).
  ამასობაში კი, ქართული და აზერბაიჯანული სასაზღვრო კომისიების სხდომაც დაიგეგმა და ჩვენ ისევ არ ვიცით, ვინ დაიცავს საქართველოს ინტერესებს ჩვენი მხრიდან; იმას გარდა, არც ის, მოგვეპოვება კი რამდენიმე მაინც, რომლებსაც უნდათ და შეუძლიათ საქართველოს სახელმწიფო ინტერესის დაცვა?! -
скачать dle 11.3