კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 „არაფერი ზედმეტი“ – განახლებული ლიმონათი „ყაზბეგი“ ბაზარს დაუბრუნდა

ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი

  კომპანია Global Beer Georgia ქართული ლუდისა და ლიმონათების ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და დასაწყისიდანვე ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ ჩამოყალიბდა. კომპანია თავად წარმართავს სრულ პროცესს, რაც გულისხმობს ლუდისა და ლიმონათის წარმოებას, მარკეტინგსა და დისტრიბუციას. GBG, როგორც „ჰეინეკენის“ ოფიციალური პარტნიორი რეგიონში, მიზნად ისახავს ადგილობრივი ლუდისა და ლიმონათის ინდუსტრიისა და კულტურის ახალ საფეხურზე აყვანას.
  GBG ადგილობრივად აწარმოებს ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა: „აისი“, „არაგველი“, „კაიაკი“, „ყაზბეგი“, Heineken-ის ლიცენზირებული ბრენდები – „კრუშოვიცე“ და „ამსტელი“.
  კომპანია აღჭურვილია KHS GmbH-ის თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. კონკრეტულად, ეს არის კომპანია, რომელიც ინდუსტრიაში ფლაგმანად გვევლინება. მისი აპარატურის დიზაინი და შესრულება მსოფლიოს უმკაცრეს სტანდარტებს
აკმაყოფილებს. მნიშვნელოვანია, აღინიშნოს წყლის ხარისხი. წყლის მომარაგების წყარო ქარხნის ტერიტორიაზე არსებული ჭაბურღილებია,  თითოეული ჭაბურღილის სიღრმე 150 მეტრია, უშუალოდ წყლის ამოღების დამუშავებისა და დისტრიბუციის სისტემა ექვემდებარება მკაცრ ხარისხობრივ კონტროლს, ხდება ქიმიო-ფიზიკური პარამეტრებისა და მიკრობიოლოგიური სტატუსის მუდმივი მონიტორინგი. წყალი მუშავდება რევერს-ოსმოსის დანადგარისა და იონმცვლელის საშუალებით. წელიწადში ერთხელ წყალი გადის ანალიზს GBG-სგან დამოუკიდებელ კომპანიაში, რომელიც  მათ საშუალებას აძლევს, მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ წყლის ხარისხს.

ბრენდ
„ყაზბეგის“ შეძენა
  2019 წელს Global Beer Georgia-მ უძველესი ქართული ლუდსახარში „ყაზბეგის“ ბრენდები და
კომპანიის კომერციული აქტივები შეიძინა. სწორედ ამის შემდეგ დაბრუნდა ლიმონათი „ყაზბეგი“ ბაზარზე ახალი იმიჯით.

ლიმონათ „ყაზბეგის“  დაბრუნება ბაზარზე
(ახალი ვიზუალი და განსხვავებული  არომატები)
  განახლებული ლიმონათი „ყაზბეგის“ მთავარი კონცეფცია მისი დამზადების წესიდან გამომდინარეობს. სხვა ლიმონათებთან შედარებით, ლიმონათ „ყაზბეგს“ უპირატესობას ანიჭებს ნატურალური არომატების, ნაკლები შაქრისა და ნაკლები გაზის გამოყენება.
  ლიმონათი „ყაზბეგი“ ბაზარზე ექვსი ძირითადი არომატითაა  წარმოდგენილი. ტარხუნის, მსხლის, ლიმონის, ფეიხოას, ყურძნისა და ნაღების ლიმონათების შეძენა 0.5 ლიტრიან შუშისა და 0.3, 1 და 2-ლიტრიან პეტის შეფუთვაშია შესაძლებელი.
  ახალ შეფუთვაზე დიზაინსტუდია More Studio-მ იმუშავა. ეტიკეტებზე გამოყენებულია ვინტაჟური სტილი, ხოლო ილუსტრაციები ხელით არის შესრულებული, რაც თავის მხრივ, ლიმონათის ნატურალურობაზე მეტყველებს.


скачать dle 11.3