კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№22 ლევან კობიაშვილი: სხვადასხვა დროს ჩვენი მთავრობის თითქმის ყველა წარმომადგენელს გავმასპინძლებივარ

ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე

  კულნარიული შოუს – „მასტერშეფის“ – ჟიურის ერთ-ერთი წევრი, ლევან კობიაშვილი კულინარიული ფედერაციის პრეზიდენტი და მოლეკულური გასტრონომიის სპეციალისტია.
ლევან კობიაშვილი: „მასტერშეფის“ მაყურებელი აქამდეც ვიყავი, ვგულისხმობ სხვა ქვეყნების პროდუქციას და ყოველთვის მქონდა მასში მონაწილეობის სურვილი. ეს ჩემთვის სიახლეა და მე მიყვარს ექსპერიმენტები. ვიცოდი, რომ ამ ნაბიჯს კარგიც მოჰყვებოდა და კრიტიკაც, მაგრამ ჩემთვის ორივე მისაღებია.
– საკმაოდ კრიტიკული ხართ და თქვენთან მიმართებაში რას აკრიტიკებენ?
– ბევრს არ ესმის ამ შოუს ფორმატი. ეს არის სერიოზული კონკურსი და ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრები და მომთხოვნები, რა თქმა უნდა, ობიექტურობასთან ერთად. ეს არ არის გასართობი შოუ, ამიტომაც ვართ სერიოზულები. მოლოდინები უფრო მეტი მაქვს, თუმცა ალბათ, შემდეგი სეზონისთვის. ვერ ვიტყვი, რომ ახლა შედეგით მაინცდამაინც კმაყოფილი ვარ. ალბათ, უფრო ნაკლები ადამიანი მოვიდა, ვიდრე გატაცებულია კულინარიით და მუდმივად ზრდის საკუთარ თავს. ძალიან ბევრ კონკურსანტს შევხვდით და რეალობა ასეთია: ამბიცია უფრო მეტი გვაქვს, ვიდრე საქმისადმი სერიოზული დამოკიდებულება. ხშირ შემთხვევაში, ამბიციები უსწრებს შესაძლებლობებს. სხვა მხრივ, ყველაფერი კარგადაა. ჩვენ შესახებ კომენტარებში ხშირად ვკითხულობ, რომ ძალიან მკაცრები და უხეშები ვართ. რომ ცუდად ვეპყრობით კონკურსანტებს. რა ვქნათ, შოუს ფორმატიც ეს არის. ცუდად არავის ვეპყრობით, უბრალოდ, მომთხოვნები ვართ. რეალურად, შეიძლება, სულ სხვანაირი ადამიანები ვიყოთ. სხვათა შორის, მეგობრები მეუბნებიან, ასეთი მკაცრი რატომ გაგხადესო, მაგრამ გადამღებმა ჯგუფმა, ალბათ, უკეთ იცის. თუმცა ჩემს სამზარეულოშიც ძალიან მომთხოვნი ვარ და სტაფთანაც – საკმაოდ მკაცრი. ყვირილი და ლანძღვა არა, მაგრამ მიყვარს, როცა ერთხელ ნათქვამს ყველა იგებს. მე ჩემს თავსაც ყოველთვის კრიტიკულად ვუყურებ – სამზარეულოშიც და ახლა უკვე ეკრანზეც და სულ უკმაყოფილების განცდა მაქვს.
– თქვენ რატომ გადაწყვიტეთ მზარეულობა?
– ძალიან რთული გზა გავიარე. ცუდ პერიოდში, 90-აინ წლებში მომიწია მუშაობის დაწყება. მზარეულობა ჩემთვის არ იყო საყვარელი პროფესია. არასდროს მიოცნებია, რომ მზარეული გავხდებოდი. თუმცა, ახლა ძალიან მომწონს, რომ ხალხი ამაზე ოცნებობს. მაშინ ასე არ იყო. პირიქით, არ მოსწონდათ და მენტალობაში ახლაც არის დარჩენილი მომენტი: „სწავლა თუ არ გინდა, მზარეული მაინც გამოდი“. დამერწმუნეთ, ასე არაა, ამ სფეროს საკმაოდ ნიჭიერი და პერსპექტიული ახალგაზრდები სჭირდება. მე პროფესიულ სასწავლებელში ვასწავლი. ვხედავდი, რომ ბევრ ბავშვს არ აინტერესებდა კულინარია, მაგრამ მშობლებს მოჰყავდათ, რადგან მეცხრე კლასში შეწყვიტეს სწავლა და რაღაც უნდა გაეკეთებინათ. რაც შემეხება მე, სკოლის დამთავრების შემდეგ ბიზნესიურიდიულზე ჩავაბარე, მაგრამ საბუთები გამოვიტანე, რადგან სწავლას ვეღარ ვასწრებდი – იმ პერიოდში უკვე ვმუშაობდი. 16 წლის ვიყავი, მზარეულად რომ დავიწყე მუშაობა. თუმცა, გადავწყვიტე, პარალელურად ბიზნესზეც მესწავლა. მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ვარიანტი, რომ ამერიკაში წავსულიყავი და გემზე მზარეულად მემუშავა. ამიტომაც გამოვიტანე საბუთები უნივერსიტეტიდან და ამერიკაში საკრუიზო გემზე მუშაობისთვის ვემზადებოდი, მაგრამ უცებ ავდექი და ცოლი მოვიყვანე (იცინის). 24 წლისამ სწავლაზეც უარი ვთვქვი, კრუიზზეც და დავქორწინდი.  
– 16 წლისამ რატომ გადაწყვიტეთ მზარეულობა?
– მზარეული შემთხვევით გავხდი. ჩემი ბიძაშვილი მუშაობდა სასტუმრო „მეტეხში“ შეფ-მზარეულის დამხმარედ და მითხრა, რომ მეც მეცადა ბედი. მაშინ „მეტეხი“ ერთადერთი ნათელი წერტილი იყო ქვეყანაში და იქ მოხვედრა ყველას უნდოდა. ამან გადამაწყვეტინა მისვლა. მუშაობა რომ დავიწყე, არაფრის „აზრზე არ ვიყავი“ და რომ მითხრეს, ჭარხალი გაარჩიეო, იმდენად არასასიამოვნოდ მომხვდა თვალში დაწითლებული ხელები, მე ამას არ ვიზამ-მეთქი, – განვაცხადე (იცინის). როცა პროფესია არ გიყვარს, ეს ბუნებრივია. დაახლოებით სამი წელი ვიმუშავე ამ სასტუმროში, უცხოელ შეფებთან მიწევდა ურთიერთობა და ბევრი რამ ვისწავლე. „მეტეხში“ მუშაობა „სივისთვისაც“ ძალიან მნიშვნელოვანი იყო და შემდეგ სამსახურის დაწყება არსად გამჭირვებია. რაღაც პერიოდი რომ გავიდა, არჩევანი უნდა გამეკეთებინა – ან ამ პროფესიაში დავრჩენილიყავი ან რამე სხვა მეკეთებინა. ჩემთვის ეს სამუშაო ძალიან მძიმე, სტრესული და არაკომფორტული იყო, რადგან პროფესია არ მიყვარდა. როცა საყვარელ საქმეს აკეთებ, მუშაობა კი არ გიწევს, სიამოვნებას იღებ, მაგრამ მე ვმუშაობდი. მაშინ ბევრი ჩემი მეგობარი ტელევიზიაში იყო და მეც  იქ მინდოდა. მთავაზობდნენ, მათთან წავსულიყავი, მაგრამ რომ დავფიქრდი, მათზე მეტი ხელფასი მე მქონდა, კარგს ვჭამდი და ვსვამდი. ტელევიზიაში ანაზღაურება თითქმის არ ჰქონდათ. ამიტომ, გადავწყვიტე, აქ დავრჩენილიყავი. მაშინ უკვე მეუღლეც მყავდა და პატარაც – მატერიალურად სხვა პასუხისმგებლობები მქონდა. მაგრამ თუ ამ პროფესიაში დავრჩებოდი, საკუთარი თავი უნდა გამეზარდა და საქმისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი. როცა რამეს აკეთებ, ან საუკეთესო უნდა იყო, ან საერთოდ უნდა შეეშვა. მე დავრჩი და თვითგანვითარება დავიწყე. დღეს ამ პროფესიას იმდენად დიდი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში, რომ მის გარეშე ვერ წარმომიდგენია. ყველაფერს ჩემი დაუღალავი შრომით, ღამეების თენებითა და თვრამეტსაათიანი ფეხზე დგომით მივაღწიე.
– თავის დროზე, სიყვარულის გამო მნიშვნელოვან მსხვერპლზე წასულხართ.
– სიყვარული მსხვერპლს მოითხოვს და ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა (იცინის). სხვათა შორის, ჩემი მეუღლე კონდიტერი გახლავთ და მზარეულობაც კარგად გამოსდის. ეს ჩემი გავლენის შედეგი არაა, ოჯახიდან იცოდა და ფაქტობრივად, ჩვენს სახლში შეფი ისაა და სამზარეულოში უსიტყვოდ ვუთმობ პოზიციებს. ჩემი პირველი კრიტიკოსი ისაა და მეუბნება ხოლმე თავის შეფასებებს პროექტთან დაკავშირებით.
– ალბათ, ბევრი მაღალი რანგის სტუმრის გამასპინძლება გიწევთ.
– სხვადასხვა დროს ჩვენი მთავრობის თითქმის ყველა წარმომადგენელს გავმასპინძლებივარ. მიშა სააკაშვილიც ძალიან ხშირად მოდიოდა ჩემთან, ქართულ-აზიურ სამზარეულოში, ირაკლი კვირიკაშვილიც, ელჩებიც, მარგველაშვილიც და ასე შემდეგ. ყველა ისტორიული ფაქტის ნაწილი ვარ, რაც ძალიან მიხარია. ვიზალიბერალიზაცია-ბანკეტი, ქართული ღვინის აღიარება თუ სხვა ჩემი გაკეთებულია (იცინის).

скачать dle 11.3