კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ირაკლი ქურასბედიანი: " ჩემი გულშემატკივრების წყალობით, ბარსელონაში პატარა საქართველო ჩამოვაყალიბეთ"

ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე

  ირაკლი ქურასბედიანი ესპანეთში მცხოვრები ქართველი მოკრივეა, რომელიც რინგზე საქართველოს ღირსებას იცავს. 14 წლის იყო, როცა ქვეყანა დატოვა და უცხოეთში გაემგზავრა, ჰქონდა რთული პერიოდი, ენის ბარიერი, მაგრამ უცხო გარემოსთან ადაპტაცია მალევე შეძლო და დღეს რეიტინგის მიხედვით, პროფესიონალურ კრივში პირველი ნომერია. სვანეთიდან ბარსელონაში დიდი მიზნებით და ოცნებებით წავიდა. შეიძლება ითქვას, მისი ოცნებების ნახევარი განახორციელა და აქტიურ სპორტთან ერთად, საკუთარი ბიზნესიც წამოიწყო.  
– ირაკლი, ესპანეთში წასვლამდე, საქართველოში როგორ ცხოვრობდი?
– ესპანეთში 2004 წელს მამა გაემგზავრა, როგორც უმეტეს შემთხვევაშია, ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაშინ 10 წლის ვიყავი. მერე, ოთხ წელში, დედა და მე და ჩემი ძმაც წაგვიყვანა. 14 წლის ვიყავი, ესპანეთში რომ ჩამოვედი. საქართველოში ჩვეულებრივი ცხოვრება მქონდა, სკოლაში ვსწავლობდი და ძიუდოში ვვარჯიშობდი. ლენტეხის რაიონში ვცხოვრობდი. საქართველოში ძიუდო უფრო პოპულარულია და მეც დავდიოდი, მაგრამ კრივისკენ მიდრეკილება ყოველთვის მქონდა. ფილმებშიც რომ ვუყურებდი, განსაკუთრებით მომწონდა. მაშინ ისეთი სიტუაცია იყო, რომ ყველა ყველას ჩაგრავდა, ერთმანეთს ზემოდან უყურებდნენ და მინდოდა, ძლიერი ვყოფილიყავი.
– ანუ, ვარჯიში ამიტომ დაიწყე, რომ თავდაცვა გესწავლა?
– კი. ეს უფრო მამაჩემის იდეა იყო. მე დიდად არ მინდოდა, მან მირჩია ვარჯიშის დაწყება და მითხრა, რომ მერე, ესპანეთში კინგბოქსში შემიყვანდა. თავიდან ისე ვვარჯიშობდი, ფორმაში რომ ვყოფილიყავი. ერთი-ორი წლის მერე ვეღარ გამოვყავდი ვარჯიშიდან. მშობლები რომ ხედავდნენ, რა ენერგია და დრო სჭირდებოდა ამ ყველაფერს, მთხოვდნენ, თავი გამენებებინა, მაგრამ არ დავუჯერე.
– ბარსელონაში სულ სხვა გარემო დაგხვდებოდა. გაგიჭირდა ახალ გარემოსთან შეგუება?
– მე ქალაქშიც არ მიცხოვრია, ბავშვობიდანვე რაიონში ვცხოვრობდი და მეგონა, ბარსელონაში რაღაც სასწაული დამხვდებოდა, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული, ჩვეულებრივი სიტუაცია იყო. თავიდან სკოლაში მიჭირდა, ენა არ ვიცოდი და ჩემი თანატოლების არ მესმოდა, თუმცა ადაპტაცია მარტივად შევძელი. ჯერ შევედი დარბაზში სავარჯიშოდ და მერე შევედი სკოლაში. იქ ჩემი მეგობარი დადიოდა, ახლა ვინც ჩემი ბიზნესპარტნიორია, მამა იცნობდა მას, დამაკავშირდა და მეც დავიწყე ვარჯიში.
– რა გზა გაიარე წარმატებამდე?
– 14 წლის ვიყავი, ვარჯიში რომ დავიწყე და შეჯიბრებაზე ერთ წელში გავედი. ჩემი მწვრთნელი მაკვირდებოდა ვარჯიშის პროცესში და ერთ დღესაც მითხრა, არ გინდა, შეჯიბრებაში მიიღო მონაწილეობაო? ეს ვერც წარმომედგინა. უბრალოდ, იმიტომ დავდიოდი, რომ მომწონდა. ეს რომ მითხრა, სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა. კატალონიის შეჯიბრება იყო კინგბოქსში. გავედი და მოვიგე. მერე ისე დაემთხვა, რომ ბევრი მოგება დამიგროვდა და მახსოვს პირველი წაგება, რომელიც ძალიან მეწყინა. ისეთ დონეზე ვიყავი მისული, რომ თავი დაუმარცხებელი მეგონა (იცინის). სამოყვარულო კრივში
კატალონიის, ესპანეთისა და საერთაშორისო შეჯიბრებებში გამარჯვებები მაქვს მოპოვებული. ახლა პროფესიონალურ კრივში, რეიტინგით, პირველი ნომერი ვარ და ქამარზე ბრძოლის შანსს ველოდები. ვამაყობ, რომ მომავალი თაობა მაგალითად მიმიჩნევს და როცა ბრძოლა მაქვს, სულ ჩემთან არიან. შეიძლება ითქვას, რომ ჩემი გულშემატკივრების წყალობით ბარსელონაში პატარა საქართველო ჩამოვაყალიბეთ.
– ჩოხით გადიხარ ხოლმე შეჯიბრებეზე?
– კი, ბოლო სამი ბრძოლაა, რაც სვანური ქუდით და ჩოხით გავდივარ. ამან ხალხზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.  ქართველებს ძალიან მოეწონათ და დიდი გამოხმაურება მოჰყვა, უფრო ბევრმა ადამიანმა გამიცნო. ესპანელებს რაც შეეხებათ, ვინც პირველად ნახა, მეკითხებოდნენ საქართველოში ჰელოუნის დღესასწაული ხომ არ არისო (იცინის). მერე მნიშვნელობა რომ ავუხსენი და ისტორია მოვუყევი, ჩვენი სამოსი ძალიან შეუყვარდათ.
– ბევრი გულშემატკივარი გყავს და გცნობენ კიდეც, პოლიციის შენობაში სახალისო ისტორიაც კი შეგემთხვა...
– დიახ, ასეა. ქალაქ მალაგაში ვარჯიშზე მიმიწვიეს. ხუთი ბიჭი ემზადებოდა ევროპისთვის და ვარჯიშის დროს პარტნიორობა უნდა გამეწია. იქ არავის ვიცნობდი და მარტო მიწვედა სიარული. ერთ დღესაც ველოსიპედით გავისეირნე ზღვის სანაპიროზე. პოლიციის თანამშრომლებმა გამაჩერეს, თან ქართველი რომ ვარ, სახეზე მეტყობა. იმ პერიოდში ბევრი ქართველი დაიჭირეს და ამ ყველაფერს ჩემი ამბავიც დაემთხვა. მოკლედ, ჩამსვევს მანქანაში და წამიყვანეს
განყოფილებაში. დაკითხვის ოთახში რომ შემიყვანეს, ერთ-ერთმა პოლიციელმა მიცნო, ნანახი ჰქონია ჩემი ბრძოლები და მკითხა, შენ ის არ ხარ, აქ რას აკეთებო? საბოლოოდ მიხვდნენ, რომ სხვაში შევეშალე, ჩამსვეს ისევ მანქანაში და სახლში მიმაცილეს (იცინის).
– ემიგრანტობის დასაწყისში რთული პერიოდი გქონდა?
– თავიდან ენა რომ არ ვიცოდი, საკმაოდ რთული იყო. სკოლაში  ბავშვებმა ხომ იციან რაღაცის თქმა, მე კიდევ არ მესმოდა. თუ რამე უსიამოვნო იქნებოდა, მასწავლებელს ვეუბნებოდი. უცებ შევძელი კონტაქტში შესვლა, ამაში დარბაზიც დამეხმარა. იქ ყველა ეროვნების ადამიანია და ერთი დიდი ოჯახივით ვართ.
– საქართველოს შესახებ იცოდნენ?
– უმეტესობამ არც იცოდა საქართველო რომ არსებობდა, ვეუბნებოდი „ჯორჯიას“ და ეგონათ ამერიკის შტატი. მერე ვიწყებდი ახსნას, სად მდებარეობს, როგორი ბუნება, როგორი სამზარეულო გვაქვს და ასე შემდეგ. საბოლოოდ საქართველოს შესახებაც ბევრი რამ ვასწავლე, სხვათა შორის, თამადობაც კი (იცინის).
– საქართველოში ჩამოდიხარ ხოლმე? აქტიური სპორტის გარდა, კიდევ რით ხარ დაკავებული?
– ზაფხულობით ჩამოვდივართ ხოლმე, წინა ზაფხულს ვერ მოვახერხე, რადგან დარბაზი გავხსენით. მწვრთნელიც ვარ, პერსონალურ გაკვეთილებსაც ვატარებ ხოლმე. ამ ბოლო წლებში ძალიან მოდაში შემოვიდა ვარჯიში, განსაკუთრებით გოგონებში. როცა ზაფხული ახლოვდება, ფორმაში ჩადგომას და ტანის დაყენებას ცდილობენ. სხვათა შორის, ბიჭებს უფრო ეზარებათ ვარჯიში, ვიდრე გოგონებს. ბევრად მონდომებულები არიან და შედეგიც  კარგი აქვთ.
– დაოჯახებას არ აპირებ?
– ასაკის მატებასთან ერთად, საცოლეზე და ზოგადად, ცოლის მოყვანაზე ოჯახისა და მეგობრების მხრიდან უკვე წამოვიდა ზეწოლა. მეგობრებს თუ არ ჩავთვლით, ისე არავინ მყავს, ყოველ შემთხვევაში, საცოლე – არა. როცა იქნება მაგის დრო, ალბათ, მერე გამოჩნდება.
– შენი რჩეული აუცილებლად ქართველი უნდა იყოს?
– მნიშვნელ;ობა არ აქვს, ქართველი იქნება თუ ევროპელი. მთავარია, ცხოვრებაში როგორ გამოვადგებით ერთმანეთს. ერთნაირი ხედვა უნდა გვქონდეს და ერთმანეთის გვესმოდეს – ასეთი ადამიანი მინდა, გვერდით მყავდეს. ქართველია და მხოლოდ ამიტომ მოვიყვანო ცოლად, ასე არ იქნება.

скачать dle 11.3