კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რატომ ეჭვიანობს გია სურამელაშვილზე შვილი და როგორ გახდა გიას ფანი მისი რძალი

ნინო კანდელაკი ხათუნა კორთხონჯია

  ია სურამელაშვილს ერთი შვილი ჰყავს – ნუგა, რომელიც თავის მეუღლესთან და შვილთან ერთად წლებია, შვედეთში ცხოვრობს. გიას და მის რძალს, სოფის, განსაკუთრებული ურთიერთობა აქვთ. სოფი გიას ფანი იყო და შემდეგ გახდა მისი რძალი. ცოლ-ქმარი ახლახან შვედეთიდან ჩამოვიდა. როგორი მამა, ბაბუა და მამამთილია გია, სოფი და ნუგა გვიამბობენ.
  სოფი: მე და ნუგამ გიასგან გავიცანით ერთმანეთი. გიასთან ძალიან ახლომეგობრული ურთიერთობა მქონდა, როგორც მამიკოსთან. წლების განმავლობაში გიას ფანი ვიყავი. ძალიან მიყვარდა. ბიძაჩემის ახლობელია და მისგან გავიცანი რესტორანში. არ ვტოვებდი გიას არცერთ საღამოს, ძალიან მიყვარდა და მიყვარს. „ფეისბუქზე“ ხშირად იდო ჩემი და გიას ფოტოები. მერე ეს ფოტოები ნუგამ ნახა, ძალიან დიდი დოზით მედო. მამამისზე ძალიან ეჭვიანობს და მომწერა, ვინ ხარო. დიდხანს მთხოვდა შეხვედრას – სამი თვის განმავლობაში. რომ შევხვდი, თავიდანვე მომეწონა და რამდენიმე თვის შემდეგ ნუგას ვუთხარი, გიამ უნდა იცოდეს ჩვენი  ამბავი, მასთან ძალიან ახლოს ვარ და ვერ დავუმალავ-მეთქი. გიამ ერთ-ერთ რესტორანში დაგვპატიჟა და იქ ვუთხარით. ძალიან კარგი რეაქცია ჰქონდა, არ ყოფილა ის მომენტი, რომ თავისი შვილის ცხოვრებაში ჩარეულიყო. ცხრა წელია, ცოლ-ქმარი ვართ და ხელი დღეს მოვაწერეთ.
– ნუგა როგორი მამაა გია?
ნუგა: გია ყოველთვის კარგი მამა იყო და როგორც ყველა მამა,  ისე ზრუნავდა ჩემზე და გადამეტებულადაც კი. მამის სიყვარული არასდროს მომკლებია. საუკეთესო მამა იყო. გიას რომ კონცერტი ჰქონდა, მე ბებიასთან ვიყავი სახლში. როცა მამის გარეშე არ ვიძინებდი, გია გააჩერებდა კონცერტს, მოვიდოდა, დამაძინებდა და უკან მიდიოდა. ფილარმონიაში იყო კონცერტი და ვცხოვრობდით გლდანში, წარმოიდგინე, რამხელა მანძილს გადიოდა. სადაც მიდიოდა, გიას ყველგან თან დავყავდი, არ ჰქონდა მნიშვნელობა, სად იყო, მეც იქ უნდა ვყოფილიყავი. ერთხელ მოსკოვში წავედით, მამიდაჩემი ნინო და მეგობრები გვახლდნენ. გიას იქ კონცერტები ჰქონდა. მეგობრებმა და ნინომ გამასეირნეს, მერე სხვადასხვა მაღაზიაში განაწილდნენ. მე კი ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და გავსხლტი. ნინოს ეგონა, მეგობრებთან არისო, იმათ კი ეგონათ, მამიდასთან ვიყავი. ნინო ამბობს, ერთადერთი, იმას ვფიქრობდი, გიას რა ვუთხრათო. მერე მე ჩემით მივედი სახლში. ისინი მეძებდნენ და მე სახლში ვიყავი. გია სახლში დამხვდა და რომ ნახა, მარტო მივედი, სპეციალურად არ ურეკავდა, მაინტერესებს, როდის მოვლენ და რას იტყვიანო. სახლში ვერავინ მოდიოდა, მერე ისევ გიას შეეცოდა და დაურეკა: მოდით, მოეთრიეთო. ნინომ მაშინ ისეთი შიში ჭამა, ამ ისტორიას რომ ყვება, ახლაც ისევ ის სახე აქვს.
– ნუგა, თუ მეგობრობ მამასთან, პირადულ თემებს არ უზიარებ?
– გიასთან მეგობრული ურთიერთობა არასდროს მქონდა. მე სხვა სფეროში ვარ, გია – სხვა სფეროში. სალაპარაკო თემა არ გვქონდა, ვერ ვთანხმდებოდით. როგორც მამა-შვილს, კონფლიქტი გვქონია. ბოლოს გია სულ გადატვირთული იყო, ხშირად მეც არ ვიყავი საქართველოში. პატიმრობიდან რომ გავთავისუფლდი და ცოლი მოვიყვანე, მერე უფრო დავახლოვდით. გიაც არაფერს მიყვება და მეც არ დავინტერესებულვარ მისი პირადით.
  სოფი: ეს ისეთი ეჭვიანია, გია რას ეტყვის. გიას გვერდით ქალს არც კი წარმოიდგენს, რომც რაღაც იყოს, გია მალავს ამას. ამიტომ გია სერიოზულ ურთიერთობებს არც დაუშვებს. ნუგა ამ დროს ძალიან არაადეკვატურია ხოლმე. ამ დროს გია ეუბნება, რომ სერიოზული არაფერია. ერთი ჩემი და გიას ურთიერთობაზე არ ეჭვიანობს. გიაც სასწაული ეჭვიანია. ჩვენთვის, ორივესთვის ყველაზე კარგი და საყვარელია. გიას მეგობარმა, ჯიმიმ, სამ მარტს დადო ვიდეო: გია და ქალები. გია იყო ქალებთან ერთად. ნუგამ რომ ეს ნახა გადაირია, გიას ქალები ეხვევიანო. ჯიმის მივწერე, აიღე ვიდეო, ნუგა ეჭვიანობს-მეთქი. გადაირია ჯიმი, ჩემზე ეჭვიანობსო? შენზე არა, ქალებზე-მეთქი.
  ნუგა: გიას ხასიათით ვგავარ, ვაღიარებ, მასავით ჯიუტი, ეგოისტი და ეჭვიანი ვარ. გიას გვერდით დიდი დოზით ვინმეს რომ ვხედავ, ვეჭვიანობ. ერთი არ
ვმღერი, გია რომ არ დავჩრდილო (იცინის). ბავშვობაში იმდენად ვერც ვხვდებოდი, რა ხდებოდა. იყო ასეთი ფაქტი, გიას ერთ-ერთი ფანი ფილარმონიიდან მიპარავდა. მერე დაცვა მიხვდა და ბეწვზე ვარ გადარჩენილი. ისე, ბავშვობაში ჟურნალისტების რისხვა ვიყავი. ჩემთან ერთად ვერასდროს  წერდნენ ინტერვიუს, არ ვაცდიდი.
– როგორი მამამთილია გია?
  სოფი: გია სუპერია. იმიტომ არ ვამბობ, რომ მერე გია ამას წაიკითხავს. არასდროს გვქონია კამათი. ხომ ხდება ოჯახში მცირე კონფლიქტი, ჩვენს შორის კი არასდროს ყოფილა. ყოველთვის ჩემს მხარეს იჭერს. არ არსებობს, რამე თემა იყოს, რასაც გიას ვერ ვეტყვი. ყველაფერს მას უფრო ვეუბნები, ვიდრე მამაჩემს. ყველას უკვირს ჩვენი ასეთი ურთიერთობა, რადგან გიას რთული ხასიათი აქვს. მაგრამ, რადგან ძალიან მიყვარს, შესაბამისად, ურთიერთდათმობაც უფროა. გიას ჭამა არ უყვარს, მაგრამ არაჩვეულებრივად ამზადებს – საუკეთესო მზარეულია. ორსულად რომ ვიყავი, ხშირად მიმზადებდა საჭმელებს და მოჰქონდა. უგემრიელეს საცივს და ჩიხირთმას ამზადებს. ახლაც რომ ჩამოვედით, მითხრა, მოგიმზადებო და მომიმზადა. ნუგას ძალიან მარტივი ხასიათი აქვს. ცხრა წელია, ერთად ვართ და კონფლიქტი არ გვქონია. გია უფრო რთულია, გიას უნდა აუწყო ხასიათი, უნდა გაუგო, ეს მე კარგად გამომდის. რაც წასულები ვართ, მამა-შვილს იმდენად ენატრება ერთმანეთი, რომ ნუგა ზოგჯერ არ ელაპარაკება ტელეფონზე. გიას სწყინს, მაგრამ ნუგა იმდენად ისტრესება, რომ ურჩევნია, არ დაელაპარაკოს. ლიკაც არ ელაპარაკება, სულ ტირის. ლიკა თავიდან ბაბუას ეძახდა, მაგრამ რომ დაინახა, ჩვენ მამიკოს ვეძახით, თვითონაც ასე ეძახის. უყვარს გიას სამკაულები და თამაშობს.
– როგორ შეეგუა გია, შვედეთში რომ გადახვედით?
– ეს რომ გაიგო, სახლში ყველაფერი ჰაერში დაფრინავდა, სამი წელი ჩამოსვლის უფლება არ გვქონდა და რომ ჩამოვედით, გია ეხვეწებოდა ნუგას, აღარ
წახვიდეთო. ახლობლების გარეშე, თავიდან გაგვიჭირდა იქ ცხოვრება, რადგან ჩვენს სახლში მუდმივად სტუმრიანობაა, მეგობრები და უცებ ეს ყველაფერი გაქრა. მერე იქაც გავიჩინეთ მეგობრები. უვიზო რეჟიმი შეიქმნა და ჩამოდიან ჩვენთან. ხან ჩვენ ჩამოვდივართ აქეთ და ის პერიოდი გადავიარეთ, მივეჩვიეთ. ეს ბოლო დრო, რაც წასვლა-მოსვლა შეგვიძლია, სულ ჰაერში ვართ. ძალიან მოვაკლდით, რაღაცნაირად მარტოა. სულ ვეუბნები, წამოდი ჩვენთან-მეთქი, მაგრამ ალბათ, რთულია. გია ნუგაზე და ბავშვზე ყველაფერს ძალიან განიცდის, უბრალოდ, სიცხე რომ აქვთ, ვერ ვეუბნებით, ეგრევე წნევა უწევს.
– საჩუქრებს თუ გიკეთებთ?
  ნუგა: ძირითადად, ჩვენ ვჩუქნით.
  სოფი: გია კვირაში ორჯერ მაინც მოდიოდა ჩვენთან და რომ მოვიდოდა, რაც სუნამო ჰქონდა და ნუგას მოეწონებოდა, მისი ხდებოდა. ახლა, ნუგა ჩუქნის, მას თუ რამე მოსწონს. რომ ჩამოვალთ, რა ჩამომიტანეთ, მამიკოო, – გვეკითხება. ნუგას სათვალეების დიდი კოლექცია აქვს, მაგრამ ნახევარი უკვე გიასთან გადავიდა. ორივეს უყვართ სათვალეები და საათები.
– ნუგა, გიას ჩაცმის სტილი ხომ არ გაღიზიანებს?
  ნუგა: ადრე მაღიზიანებდა. მაგრამ დიდი ყურადღება არასდროს მიმიქცევია, იმიტომ რომ თავის ცხოვრება აქვს, სცენაზე დგას. მე ვიცი, რაც არის, ვინც არის. თუ ვინმეს გაუმახვილებია ყურადღება, პასუხიც გამიცია.
– გიას დაბადების დღეზე რა სიურპრიზი მოუწყვეთ?
– გიას 24 იანვარს აქვს დაბადების დღე, ნახევარი საუკუნის გახდა. 18 იანვარს ჩამოვედით, ის დღეები ძლივს გავძელით. ბევრჯერ მივედით სახლთან. ვამბობდი: ახლა ავალ-მეთქი, მაგრამ სოფი მაკავებდა, ცოტაც მოვითმინოთო. 24 იანვარს რომ მივედით, შოკში იყო, საერთოდ ვერ მიხვდა, იქ როგორ აღმოვჩნდით, რატომ ჩამოვედით, იქ რა გვინდოდა და საერთოდ, ჩვენ ვიყავით თუ არა. პროდიუსერი მარინა კაშია ამბობდა, სასწრაფო ხომ არ გამოვიძახო, წნევამ არ აუწიოსო. შარშან, 10 აპრილს, ჩემს დაბადების დღეზე, კრუიზში წავედით, მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ და ამ დროს გვირეკავს გიას პროდიუსერი მარინა, გეხვეწები ლაივს ჩავრთავთ, შემოდით და უყურეთო. მაშინ გავხდი 30 წლის, ვხედავ, გიას შეუტანეს ტორტი, 30 სანთლით და გიამ ჩააქრო სანთლები.
– შვედეთში რას საქმიანობთ?
– პატარ-პატარა ბიზნესები გვაქვს, მალე საქართველოშიც ვაპირებთ ჩვენი ბიზნესის დაწყებას.
– ნუგა შენ მიმართაც ეჭვიანია?
  სოფი: არა, ნუგა ეჭვიანი არ არის, მე უფრო ეჭვიანი ვარ, იმიტომ კი არა, რომ საბაბი მაქვს, უბრალოდ, ეჭვიანი ვარ. ნუგა ძალიან რომანტიკულია, ყვავილების ჩუქება, სიურპრიზები უყვარს, მაგრამ უკვე იმდენად ყოველდღიურობაში აქვს, რომ სიურპრიზი აღარ გამოდის. მეგობრები გვეუბნებიან, თქვენ რომ გიყურებთ, შეყვარებულებივით ხართო. ჩემს აზრს რომ ითვალისწინებს, ვგრძნობ, როგორ ვუყვარვარ. შესაბამისად, მეც ასე ვარ.

скачать dle 11.3