კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ვის გადასარჩენად შეუვარდა გაქანებულ მანქანას გივი ბერიკაშვილი და რის გამო ვერ დადის შვილიშვილი მის საფლავზე

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  15 მაისს გივი ბერიკაშვილს 86 წელი შეუსრულდებოდა.  როგორც მისი პირველი შვილიშვილი, ანო მაისურაძე ამბობს, იგი დღესაც მის გვერდითაა, ჯერ კიდევ ვერ იაზრებს მის გარეშე ყოფნას და ცდილობს, მოისმინოს უცნობი ისტორიები, ყველა ის ადამიანი გაიცნოს, ვისთანაც გივი ბერიკაშვილს ყოველდღიური შეხება ჰქონდა.
  ანო მაისურაძე: გივისთვის პირველი შვილიშვილი ვიყავი და ბებია მიყვება, შენს ამქვეყნად მოვლინებას განსაკუთრებულად ელოდებოდაო. ზოგადად, მართლაც განსაკუთრებულად მზრუნველი იყო. თან, მასთან ვცხოვრობდი და ერთმანეთისთვის, ყოველდღიურობა ვიყავით. დილით ერთად ვიღვიძებდით, „ჰერკულესის“ ფაფას  ერთად ვამზადებდით, მასეირნებდა, სკოლაში მივყავდი და მოვყავდი.  მიუხედავად ამისა, საკმაოდ რიდიანი ურთიერთობა გვქონდა. თუ რამე არ მოსწონდა, ამას პირდაპირ არ მეუბნებოდა. არც მეჩხუბებოდა და ხმამაღლა არც პროტესტს გამოხატავდა. ბებოს ეტყოდა და ის მეუბნებოდა, ასე არ მოსწონს და ისე გააკეთეო. თვალებში რომ შევხედავდი, ვიცოდი, რა უნდოდა, რა არ მოსწონდა ან მოსწონდა. პაპიკოს მეძახდა და ისე თბილად ამბობდა ამ სიტყვას, მისგან ეს დაძახება ახლა ძალიან მენატრება.
– როდის გაითავისე, რომ ის ყველასთვის საყვარელი და გამორჩეულად პატივსაცემი მსახიობი იყო?
– რაც დრო გადის, უფრო  და უფრო ვაცნობიერებ, რამხელა ბედნიერება მხვდა წილად, გივი ბერიკაშვილის ოჯახში რომ დავიბადე. ყოველდღე, ქუჩაში, როცა დავყავდი, ყველა ესალმებოდა, ეფერებოდა, ესაუბრებოდა. მაღაზიაში რომ წამიყვანდა და ხუთი წუთის სავალი გზის გავლას, ერთი საათი ვუნდებოდით, იმის გამო, რომ გივის ყველა უნდა გამოლაპარაკებოდა, ვხვდებოდი, რომ ყველას უყვარდა.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი საქმე ჰქონდა და მოთხოვნადი მსახიობი იყო, გივიმ, ფაქტობრივად, მამობაც გამიწია. ჩემთვის, სულ ეცალა. ყოველთვის, როცა მჭირდებოდა, გვერდით მედგა. სკოლაში, მშობელთა კრებაზეც გივი დადიოდა. თეატრშიც სულ დავყავდი.
– აპრილის თვეში მისი გარდაცვალებიდან 2 წელი გავიდა. გარდა მისი თბილი მომართვისა, რა გაკლია ყველაზე მეტად?
– სანამ ის ცოცხალი იყო, არსად ვამბობდი, რომ მე მისი შვილიშვილი ვიყავი, მერიდებოდა. არასდროს მისარგებლია მისი სახელით, მაგრამ სადაც მივდიოდი და მოვდიოდი, ყველგან მაინც მეხმარებოდა და მეხმარება მისი სახელი. რაც შეეხება დანაკლისს, მისი წასვლა წელთაღრიცხვა იყო ჩემს ცხოვრებაში. მივხვდი, რამხელა ძალა მომაკლდა, უცებ გავიზარდე. სულ მეგულება, როგორც მეგობარი, ოჯახის წევრი. ძალა და სიყვარული, რასაც  მთელი ცხოვრება აფრქვევდა, ახლა ჩემში აღმოვაჩინე. ფიზიკურად მაკლია, მაგრამ სულ ჩემ გვერდითაა. არ ვიცი, როგორ ახერხებდა, მაგრამ მიუხედავად ბევრი საქმისა, ყურადღებას არასდროს მაკლებდა. არ დამავიწყდება: 6 აპრილის ღამეს სიცხემ აუწია. გვითხრა, ხვალ წავალ საავადმყოფოშიო. მართლაც, დილით, „ჰერკულესის“ ფაფა გააკეთა, მერე ჩაიცვა და ბებოს უთხრა: ბევრი არაფერი ჩამილაგოთ, ორ დღეში დავბრუნდებიო და თავისი ფეხით წავიდა საავადმყოფოში. დილით, 7 აპრილს შევხვდი ბოლოს. ფიზიკურად კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ როგორც ყოველთვის, თავზე დავატირე. დამამშვიდა: კარგი, პაპიკო, რა გატირებსო და ხელზე მაკოცა. სიტუაცია რამდენიმე წამში დამძიმდა. მისი დაძინება და ხელოვნურად ჟანგბადის მიწოდება გახდა საჭირო. ვერ ვაცნობიერებდი რა ხდებოდა, თუმცა იმედიანად ვიყავი. სამი დღე ველოდი, რომ ნებისმირ წამს შემოაღებდა პალატის კარს, გაგვიღიმებდა და დამთავრდებოდა ეს კოშმარი. სახლში რომ წამოვიყვანეთ, მაშინაც ასე მეგონა, სახლიდან თეატრში რომ წავიყვანეთ, მაშინაც... მოკლედ, სასწაულს ბოლომდე ველოდი, გულის სიღმეში ისევ მისი არსებობის მჯეროდა. ბევრი ადამიანი მოვიდა მის გამოსამშვიდობებლად – მეეზოვეები, ჯიხურის გამყიდველები, „სტაიანშიკები“, მსახიობები, მთავრობის წევრები...
– მართალია, რომ გაქანებულ მანქანას შეუვარდა საბურავებში, რომ შვილიშვილი გადაერჩინა?
– წვერში გვაქვს აგარაკი და იქ ვიყავით. ჩემი ბიძაშვილი, გიო, 3 წლის იყო. გივიმ ნაგვის გადასაყრელად გააჩერა მანქანა ხევთან. გიო საჭესთან გადაჯდა და ახლაც არ ვიცით, როგორ დაძრა მანქანა ხევისკენ. გივიმ ეს რომ დაინახა, გამოვარდა, საბურავებში  ჩაუწვა და დაღმართში დაძრული მანქანა სასწაულით გააჩერა. სხვათა შორის, ფეხი კარგა ხანს სტკიოდა. იმ პერიოდში „სამოთხის გვრიტების“ გადაღებები მიმდინარეობდა და ხელჯოხით დადიოდა. კახი კავსაძე სულ ხუმრობდა: მე სიკვდილს ვებრძვი და გივი კიდევ, სიცოცხლესო (იცინის). სიკვდილის შიში არ ჰქონდა. ბებიასთან უთქვამს: ჩემ მერე იმას ვდარდობ, თქვენ როგორ იქნებით უჩემოდო. ჩვენი დარდი გაჰყვა. ხშირად მესიზმრება და იმდენად ცხადად, რომ სულ მგონია, გავიღვიძებ და გვერდით იდგება. ამას წინათ თამარაშვილზე, სადაც ცხოვრობდა, ტაქსით მივედი. ტაქსის მძღოლმა მითხრა: იცით, აქ გივი ბერიკაშვილი ცხოვრობდაო.  გამეღიმა: ვიცი, ჩემი პაპა იყო-მეთქი. მართალია, თავად აღარ არის, მაგრამ დღემდე თბილად მოიხსენებენ და სიკვდილის მერეც ყველგან დატოვა თავისი სიკეთე. სულ სადღაც მეგულება. მისი პერანგებისა და ჯემპრების ჩაცმა მიყვარდა. „იუმორინაზე“ უნდა ჩაეცვა ერთი პერანგი და გაუთოვებულ-გაპიწკინებული ეკიდა. მე კი ჩავიცვი და დავუკუჭე (იცინის). არ გაბრაზებულა. ლეილა, ბებიაჩემი, მეჩხუბა და გივიმ ამჯერადაც მე დამიცვა. უხეში, ხისტი და დაუფიქრებელი კაცი არ იყო, არავის ატკენდა გულს. მის საფლავზე ასვლის სურვილი არ მაქვს, იქ არ მეგულება.
– კახელი კაცი იყო და არ არის გასაკვირი, რომ ღვინოსთან განსაკუთრებული დამოკიდებულება ჰქონდა. კახური გინება თუ ახასიათებდა და როდის იგინებოდა გულიანად?
– ბოლო პერიოდში, ცუდად რომ იყო, ღვინოს ეპარებოდა და ბებია უშლიდა. თუ ხელი ჭიქისკენ წაუცდებოდა, მერე მისი შეკავება გვიჭირდა (იცინის). გარეთ რომ გავიდოდა, ქუჩაშივე უშლიდნენ სუფრებს და ბებია სულ დასდევდა: ნუ ასმევთ, გაანებეთ თავიო (იცინის). აღიზიანებდა, ბევრი კორპუსი რომ აშენდა და ხეები გაკაფეს. იმ ადგილას რომ  გავივლიდით, ხმადაბლა, მაგრამ გულიანად იგინებოდა: უჰ, ამის დედაც, რას ჰგავს ეს შენობაო. ამბობდა, მე სხვა თბილისში ვცხოვრობდი, ის მიყვარდაო. პროფესიით მსახიობი არ ვარ, თუმცა, სცენისკენ სულ მიმიწევს გული. კარგად ვმღეროდი და გივი, ამ მხრივ, მგულშემატკივრობდა. ახლაც ვფიქრობ, ეს ოცნება ავუხდინო. ჩემი მომავალი მეუღლეც სცენაზე გავიცანი, ჯვარიც სცენაზე დავიწერეთ. გივი უბედნიერესი იყო და ამბობდა: რამდენჯერ ვმდგარვარ სცენაზე, მაგრამ ახლა ყველაზე მეტად ვნერვიულობო.

скачать dle 11.3