კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რატომ ჩაუხტა გაქანებულ მატარებელს ლიანდაგებში ლევან აბშილავა და რას სწერდა მას სიკვდილამდე ბაბი

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  ჯგუფ „ნიუტონის“ დრამერი ლევან აბშილავა, იგივე ჯოჯო ნიუტონი, ბევრჯერ გადაურჩა სიკვდილს. ამბობს, რომ მართალია, გვირაბის ბოლოს სიკვდილისთვის თვალებში არ ჩაუხედავს, მაგრამ მასთან ბრძოლა, მის საუკეთესო მეგობართნ ერთად, მთელი ოთხი წელი მოუწია.
  ლევან აბშილავა, იგივე ჯოჯო ნიუტონი: გიჟი, მოუსვენარი, ექსტრემალი, ცელქზე უარესი ბავშვი ვიყავი, თუმცა, ჩემი ოცნებები ყოველთვის მუსიკალურ სფეროს ეხებოდა. წარმოიდგინეთ, 7 წლის ასაკში, დედასთან ერთად ვიყავი მოსკოვში და მატარებელს დავუწექი ლიანდაგებზე (იცინის).
– გაქანებულ მატარებელს შეუვარდი ლიანდაგებში და სიკვდილს გადაურჩი? ეს რატომ გააკეთე?
– მაინტერესებდა, რა მოხდებოდა და რომ დავინახე, მატარებელი მოქროდა, გადავხტი და ლიანდაგებს შორის ჩავწექი. რომ გაიარა ჩემს თავზე და წამოვდექი, გულწასული დედა დავინახე. გონზე რომ მოვიდა, ისე მცემა, ის სიმწარე ახლაც მახსოვს (იცინის). თან, ცემის დროს ჯიბიდან „დეტსკი მირში“ მოპარული ხმალი გადმომივარდა და ცემის მეორე სერია დაიწყო (იცინის).  მოკლედ, საკმაოდ ბევრჯერ ვარ სიკვდილს გადარჩენილი. ერთელ, გურიაში, ბავშვები ფერდობის ქვეშ შევძვერით, ზემოდან დიდი ლოდი დაიძრა და სიკვდილს ბეწვზე გადავურჩით. ბათუმში ბიჭები მივდიოდით მანქანით. აეროპორტის გზაზე მანქანა მოგვიცურდა და რამდენიმეჯერ ამოვყირავდით.
– ახლა, „ბაიკით“ მოძრაობ. ამბობენ, ყველაზე საშიში ტრანსპორტიაო და ექსტრემალური ამბები მასთან დაკავშირებითაც ხომ არ გაქვს გადახდენილი?
– ახლახან საპირისპირო გზიდან შემომივარდა მანქანა, „ბაიკის“ მკვეთრი მობრუნება მომიწია. გვერდზე გადავაწვინე და ნახევარი ტანით კარგა მანძილი ასფალტზე ვიხოხე. ახლაც მტკივა მხარი. წლების წინ კი ვაკეში, კეკელიძეზე ავდიოდი მეგობართან. ჩემ წინ მანქანა მიდიოდა და უცბად, ისეთი „პერესტრელკები“ ატყდა, საშინელება დატრიალდა. ისე დავიბენი, ვერ მივხვდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. ველოდებოდი, ან ახლა მომხვდება ტყვია და ან ახლა-მეთქი. ასე რომ, სიკვდილისთვის ბევრჯერ ჩამიხედავს თვალებში და მაგ დროს ვერაფერზე ვფიქრობ, ვერც გვირაბის გარბენა მოვასწარი და ვერც მის ბოლოში სინათლის ხილვა. ზოგადად, ცხოვრება რთულია და არავინ იცის, წინ რა მოელის.
– როდის მიხვდი, რომ ცხოვრება ძალიან სასტიკი და დაუნდობელია?
– ყოველდღე მაგას არ ვხვდები? ცხოვრება მართლაც რთული და სასტიკია. თუნდაც, ბოლო პერიოდში. ჩემი მეგობარი ბაბი დაიღუპა და მთელი ოთხი წელი მასთან ერთად ვებრძოდი იმ საშინელებას, რაც სჭირდა. მისმა მეგობრებმა მასთან ერთად გავიარეთ ის საშინელი დღეები, ვებრძოლეთ სიკვდილს და მაინც დაგვამარცხა – წაგვართვა ბაბი. ბოლო წამამდე ეგონა, გადარჩებოდა და რეამინაციაში რომ შეჰყავდათ, მაშინაც მესიჯებს მიგზავნიდა. ისეთ „დუხზე“ იყო, მომავალ „ლაივზე“ ერთად უნდა დაგვეკრა. არ მიგვაჩვია იმას, რაც სჭირდა. არ მიგვაჩვია უმისობას და ამიტომ, მის გარეშე ახლა უფრო გვიჭირს. ქიმიას იკეთებდა და იქიდან პირდაპირ რეპეტიციაზე მოდიოდა. მე და შაკო ვეხვეწებოდით, ნუ იტვირთავ თავსო და ბოლო ერთი წელი, თითქმის მის გარეშე გვიწევდა დაკვრა. მისი წასვლით ჩემში ბევრი რამ შეიცვალა. დავკარგე მეგობარი, ოჯახის წევრი, ადამიანი, ვის გვერდითაც თავს ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი. ერთად დიდი ძალა ვიყავით სცენაზე – მე, შაკო და ბაბი და მისი გარდაცვალება წარმოუდგენელი ტრაგედია იყო. მისი წასვლით ყველაფერი დამაკლდა, მეგობრობიდან – მუსიკალობამდე. ვიცი, რომ ის ჩვენთან არის, ამას ვგრძნობ, მაგრამ ვერ ვხსნი. ბაბიმ, მისი შვილის, ნინუცას სახით, შეუფასებელი რამ დაგვიტოვა. რაც მასთან დაკავშირებით სურდა, სამეგობრო მივხედავთ. იმ ბავშვს დეიდაც ჰყავს, ბებიაც, ბიძებიც, უპატრონო ნამდვილად არ არის, მაგრამ  ნინი, დედის გარდაცვალების მერე, ჩვენი შვილობილი გახდა. ძალიან უხარია ჩემი და შაკოს დანახვა. ახლახან ვიყავით ჩასული ბაბის საფლავზე და ნინიმ ეზოში რომ დაგვინახა, გიჟივით გამოქანდა და ჩაგვეხუტა. ისე გაუხარდა, თვალები უბჭყვინავდა. მისი ჩახუტებით ის სითბო გადმომცა, რაც ბაბისთვის კიდევ დიდი ხანი უნდა გაენაწილებინა. ძალიან ნიჭიერია. ფიზიკურადაც და ნიჭიერებითაც, ბაბის ჰგავს, მისი იდენტურია. არ ვიცი ბავშვის გულსა და გონებაში რა ტრიალებს, თუმცა იცის, რომ დედა აღარ ჰყავს და მისთვის ყველაზე ძვირფასი ადამიანი დაკარგა. შაკოსაც და მეც გვყავს შვილები, მაგრამ ნინი ჯგუფ „ნიუტონის“ შვილი გახდა. ცხოვრების ბოლომდე ჩემი და შაკოს შვილობილი იქნება, გაგვხადა ბაბიმ მისი მამები. ხალხი გაბოროტებულია, ამბობენ: გავა წლები და დაავიწყდებათ ბაბიც და მისი შვილიცო. ეს რომ გავიგე, ძალიან დამწყდა გული. ბაბის ხსოვნას დრო ვერ გათელავს და ჩვენთვის ის დავიწყებას ვერ მიეცემა. მერე რა, რომ ის ჩვენთან აღარ არის, ჩვენ მაინც მის გვერდით ვართ და მის შვილს, რა დროც არ უნდა გავიდეს, მივხედავთ. ვერ შევეგუეთ ბაბის გარდაცვალებას, რთულია უმისობა. მასთან ერთად დიდი გეგმები გვქონდა. ის არ იყო მეგობარი – დალიე, ჭამე, სვი და გაიარე... მისი დავიწყება შეუძლებელია. სიკვდილის არ მეშინია, მაგრამ არ მინდა, იგივე გზა გავიარო, რაც მან ბოლო ოთხი წელი გაიარა. არავის ვუსურვებ. მასთან ერთად ჩვენც იგივე საშინელება გავიარეთ. ბოლოს ექიმებმა რომ გვითხრეს, ტომრებით რომ გქონდეთ ფული, მაინც ვეღარ უშველითო, კიდევ ვერ ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა.  და ბოლოს, ექიმი რეანიმაციიდან რომ გამოვიდა და გვითხრა: გავთიშეთ აპარატიდანო, მეც იმ წამს მოვკვდი. არადა, სულ ვეუბნებოდი: შენ ისეთი დედა მოტ..ლი ხარ, გამოძვრები-მეთქი და მეთანხმებოდა, აბა, რაო და  გულიანად იცინოდა.
– შენი მეგობრები ამბობენ, რომ ტატუთი ხარ გატაცებული. გაკვირდები და მეც შეგამჩნიე, ფაქტობრივად, სხეულის უმეტესი ნაწილი მოხატული გაქვს.
– კი, ძალიან ბევრი ტატუ მაქვს და მეგობრები მეხუმრებიან, ცოტა ხანში მარტო თვალები დაგრჩება მოსახატიო (იცინის). სხვათა შორის, ბაბისაც უყვარდა ტატუ და ხშირად ვსაუბრობდით ამ თემაზე. კისრის ერთ მხარეს მახატია „ნიუტონის“ ლოგო და ხმა რომ არ ამოვიღო, დაკვირვებით ადვილია ჩემი იდენტიფიცირება. ადამიანი რომ არ მიცნობდეს, კისერზე თუ შემომხედავს, მიხვდება, ვინც ვარ.
– ჯოჯოს რატომ გეძახიან?
– ჩემმა მეგობარმა შემარქვა. ავსტრიელი დრამერია ჯოჯო. ისეთ ტექნიკას, სტილს და მანერას ფლობს, რაც მე ძალიან მომწონდა და ვიყენებდი, არადა, მისი არსებობა, მანამდე არ ვიცოდი. ჩემმა მეგობარმა მითხრა, როგორ ჰგავხარ ჯოჯოსო და შემერქვა. ახლა ყველა ასე მომმართავს, უკვე თხუთმეტი წელია, ჯოჯო ვარ და ლევანს რომ დამიძახებენ, აღარც ვიხედები (იცინის).  

скачать dle 11.3