№21 „ჯი-ემ-პი“ – ლიდერი ფარმაცევტული საწარმო აღმოსავლეთ ევროპაში
ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი
თითქმის 20-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანია „ჯი-ემ-პი“ ერთადერთი ფარმაცევტული საწარმოა მთელს რეგიონში, სადაც თანამედროვე ფარმაცევტული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების დაცვით მიმდინარეობს სრული საწარმოო ციკლი, დაწყებული ნედლეულის მოძიებიდან საბოლოო პროდუქტის დამზადების სტადიის ჩათვლით. საწარმო თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით უშვებს მყარი ფორმის მედიკამენტებს: ტაბლეტებს, გარსით დაფარულ ტაბლეტებს, ფხვნილებსა და ჟელატინის კაფსულებს. GM Parmaceuticals ფლობს უკრაინის GMP მარეგულირებელი ორგანოს ინსპექტირების შედეგად გაცემულ GMP (სათანადო წარმოების პრაქტიკა) შესაბამისობის სერტიფიკატს. „ჯი-ემ-პის“ საწარმოს სათავეში უდგას ფარმაცევტული საწარმოს ხარისხის კონტროლის სისტემაში ევროპაში აკრედიტებული უფლებამოსილი პირი (Qualified Person QP in Europe) – ბატონი გიორგი ანთაძე.
გიორგი ანთაძე: 90-იანი წლების დასასრულს რამდენიმე თანამოაზრისგან შემდგარმა ჯგუფმა საქართველოში ჩამოაყალიბა ერთ-ერთი უმსხვილესი ფარმაცევტული კომპანია („პე ეს პე“) და მოგვიანებით გადაწყვიტეს ადგილობრივ ფარმაცევტულ წარმოებაშიც ჩაედოთ ინვესტიცია. მე, როგორც ამ დარგის სპეციალისტი, მიმიწვიეს და თითქმის უკვე 20 წელია, რაც ამ პროექტში ვმონაწილეობ, როგორც მენეჯერი და სპეციალისტი. მიყვარს ის საქმე, რასაც ვემსახურები. ნულიდან დავიწყეთ და არაფრისგან შევქმენით კომპანია, რომელიც დღეს რეგიონში და შეიძლება ითქვას, მთელ აღმოსავლეთ ევროპაშიც კი ლიდერი და ერთ-ერთი საუკეთესოა თავისი პროდუქციის ხარისხით, აღჭურვილობით, მენეჯმენტითა და პერსპექტივებით. ვუშვებთ 150-მდე დასახელების მედიკამენტს. ამ ვიწრო რეგიონული მასშტაბიდან გავედით – საქართველოს გარდა, ჩვენი პროდუქცია ევროპის რამდენიმე წამყვან ფარმაცევტულ საწარმოში მზადდება და უკვე ხუთზე მეტ საერთაშორისო ბაზარს მოვიცავთ. 2000 წელს, როდესაც პირველი პროდუქტი გამოვუშვით, საქართველოში არავინ ითხოვდა CMP-ს სტანდარტის შესაბამისად მუშაობას, ჩვენ ვიცოდით, რომ არ ვიყავით მოკლევადიანი, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ფოკუსირებული კომპანია, ამიტომ ეს სტანდარტი თავიდანვე ჩავდეთ. დღეს ჩვენ ერთადერთი საწარმო ვართ საქართველოში, რომელსაც აქვს წამლის წარმოების სრული ციკლი, ვიწყებთ აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტიდან და ვამთავრებთ მზა წამლის ფორმის წარმოებით. ეს სრული ციკლი ხორციელდება GMP-ს ევროკავშირის სტანდარტის სრული შესაბამისობით, გვაქვს ამის დამადასტურებელი სერტიფიკატიც. გავდივართ მუდმივ აუდიტებს და ინსპექციებს საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან და შესაბამისად, გვაქვს ამბიცია, ვიყოთ კონკურენტუნარიანი ბაზარზე, რისთვისაც ერთადერთი გზა ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაა.
– როგორ შეკრიბეთ ის ძლიერი გუნდი, რაც ნამდვილად გამოგარჩევთ?
– 19 წლის წინ განსაკუთრებით რთული იყო საქართველოში კვალიფიციური სპეციალისტების მოძიება, ამიტომ მუშაობის დაწყება სუფთა დაფის
პრინციპით გადავწყვიტეთ. მოვიყვანეთ ახალკურსდამთავრებული ახალგაზრდები, რომლებსაც ფარმაცევტულ წარმოებაში დიდი გამოცდილება არ ჰქონდათ, სამაგიეროდ, ჰქონდათ დიდი მონდომება და ენთუზიაზმი. დავიწყეთ მათი სწავლება, რაშიც, რა თქმა უნდა, უცხოელი პარტნიორები დაგვეხმარნენ და დღემდე გვეხმარებიან. ამ წლების განმავლობაში ძალიან დიდი ინვესტიციები ჩავდეთ ჩვენი პერსონალის პროფესიულ ზრდასა და განათლებაში. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ „ჯი-ემ-პის“ ქარხნის ტერიტორია არის არა მხოლოდ ერთ-ერთი მსხვილი ფარმაცევტული წარმოების კერა რეგიონში, არამედ ფარმაცევტული ინდუსტრიის განათლების კერაც, სადაც თავს იყრიან ამ სფეროში საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი ავტორიტეტები. თითქმის ყოველ კვირას ჩვენთან რამდენიმე საერთაშორისო დონის სპეციალისტია მოწვეული, ვატარებთ ტრენინგებს და ჩვენს თანამშრომლებს ვაგზავნით საერთაშორისო ფორუმებსა და სწავლებებზე, რამაც მოგვცა ის შედეგი, რომ გვყავს ძალიან მაღალი პროფესიონალები. დიდი ხანია, გვეამაყება, რომ საერთაშორისო ტრენინგებსა და კონფერენციებზე ჩვენს სპეციალისტებს იწვევენ არა მხოლოდ სტუმრებად, არამედ მომხსენებლებად და ტრენერებადაც.

– როგორია „ჯი-ემ-პის“ განვითარების სტატისტიკა?
– ძალიან სწრაფად მზარდი და ახალ-ახალი ბაზრების ათვისებაზე ორიენტირებული კომპანიაა. წელიწადში, თითქმის, 20-პროცენტიანი ზრდა გვაქვს და ჩვენს პორტფელს ყოველწლიურად, დაახლოებით, 15 ახალ პროდუქტს ვამატებთ. ვცდილობთ, ვაწარმოოთ ყველა იმ ინოვაციური პროდუქტის ანალოგი, რაც დასავლეთის ფარმაცევტულ ბაზარზე გამოჩნდება. წელს წარმოების გაფართოების მიზნით, გარკვეული რეკონსტრუქციების ჩატარებას ვაპირებთ, უკვე შეძენილი გვაქვს ახალი დანადგარები, რომელთა დამონტაჟება ზაფხულში იგეგმება. ყველა მანქანა-დანადგარი, რაც ჩვენი საწარმოს კედლებში მუშაობს, ბოლო მოდელის საერთაშორისო დონეზე აღიარებული მანქანათმშენებლობის გიგანტების მიერაა გამოშვებული.
– ხარისხი ერთ-ერთი მთავარია, რაც კონკურენტულ ბაზარზე თავის დამკვიდრებაში დაგეხმარათ?
– ფარმაცევტული ბაზარი ყოველთვის იყო კონკურენტული, რაც დღეს განსაკუთრებით გაზრდილია. ჩვენ კონკურენციას გვიწევს ბაზარზე შემოსული მთელი მსოფლიოს ყველა მსხვილი, საშუალო თუ წვრილი ფარმაცევტული კომპანია. ამ მაღალი კონკურენციის პირობებში ერთადერთი, რითიც შეგვიძლია, დასავლურ კომპანიებს ვაჯობოთ, არის ის, რომ გვქონდეს უმაღლესი ხარისხი, სხვანაირად ბაზარი მაშინვე გამოგვაგდებს. როდესაც ხარისხი მაღალია, ამის შემდეგ უკვე საჭიროა, ვიყოთ უფრო მობილურები ბაზარზე მიწოდების თვალსაზრისით. ასევე, დასავლურ კომპანიებთან შედარებით, გვქონდეს ცოტა უფრო იაფი პროდუქცია.
ამ საწარმოსა და ჩვენი ლაბორატორიების აღჭურვილობა ზუსტად ისეთივე და ზოგ შემთხვევაში, უკეთესიც კია, რასაც ნებისმიერ მსხვილ ამერიკულ თუ ევროპულ ფარმაცევტულ კომპანიებში ნახავთ. გვაქვს ლაბორატორიები, რომლებიც ყველანაირი ხარისხის კონტროლს ახორციელებენ – როგორც შემომავალი ინგრედიენტებისა და პროდუქტების, რისგანაც მერე წამალს ვამზადებთ, ასევე მზა პროდუქციის. ჩვენ მიერ წარმოებული მედიკამენტები მხოლოდ იმ შემთხვევაში ხვდებიან ბაზარზე, როცა ლაბორატორიები იძლევიან დადებით დასკვნას, რომ ყველაფერი დადგენილ სტანდარტს შეესაბამება.