№21 გელა ძიძიკაშვილის წარმატების გზა და სამომავლო გეგმები ქართული მეტროს განვითარებისთვის
ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია
ჩვენი სტატიის „გმირი“ გელა ძიძიკაშვილი წარმატებული ბიზნესმენია. პროფესიით ინჟინერი, რამდენიმე ბიზნესის მფლობელი, გამოცდილი მეწარმე გამორჩეულია როგორც პროფესიონალიზმით, ასევე ქველმოქმედებით. იგი განსაკუთრებით უყვართ მის მშობლიურ სოფელ ნორიო-მარტყოფში, სადაც უამრავ მადლიერ ადამიანს შეხვდებით. უანგაროდ ეხმარება ყველას და არასდროს ითხოვს სანაცვლოს. სიკეთის კეთება მისი ცხოვრების წესია.
2015 წელს გელა ძიძიკაშვილი დაინიშნა სს „ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის თბილისის ფილიალის“ დირექტორად. ქარხანა, რომელიც აწარმოებდა მეტროს ვაგონების კაპიტალურ შეკეთებასა და მოდერნიზაციას თბილისის, ბაქოსა და ერევნის მეტროპოლიტენებისთვის, იმხანად მძიმე კრიზისში იმყოფებოდა და თითქმის ორი წელიწადი არ ფუნქციონირებდა.
შექმნილი სირთულეები ახალი დირექტორისგან სწრაფ და ეფექტურ მოქმედებას მოითხოვდა მრავალი მიმართულებით. საქმიანობის დასაწყისში გამოვლენილმა პრობლემებმა ახალი მენეჯმენტისგან მოითხოვა სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების განხორციელება, პერსონალის განახლება და ახალი თანამშრომლების შერჩევა საკონკურსო წესით.
არსებული შიდა რესურსებისა და უტილიზირებული ნარჩენების რეალიზაციით მიღებული დამატებითი შემოსავლის ხარჯზე მოხერხდა ტექნოლოგიური დანადგარების განახლება, სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების ჩატარება და მუშა-მოსამსახურეებისთვის სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესება. ფაქტობრივად, თავიდან შეიქმნა ტექნიკური დოკუმენტაცია და მუშა ნახაზები.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მეტროს ვაგონმშენებლობის დარგში არსებული ახალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების შესწავლას და მათ დანერგვას, რასაც შედეგად უნდა მოჰყოლოდა ვაგონების საიმედოობის და ხარისხის გაზრდა, მატარებლების ესთეტიკურ-კომფორტული მახასიათებლების სრულყოფა.
ქარხნის ახალი ხელმძღვანელის პერიოდში შექმნილმა პირველივე მატარებელმა გამოავლინა დირექტორის მიერ შერჩეული სტრატეგიის სისწორე და მიზანდასახული, დაუღალავი შრომის შედეგი. შეიქმნა მატარებელი, რომელსაც ჰქონდა სრულიად ახალი დიზაინის მემანქანის მართვის პულტი, ხოლო სამგზავრო ვაგონები აღიჭურვა ულტრათანამედროვე ინტერიერით, დიოდური განათებებით, ვიდეომონიტორებითა და სათვალთვალო კამერებით. ახალმა, გათანამედროვებულმა და კომფორტულმა ვაგონებმა იმთავითვე დაიმსახურა მგზავრთა მოწონება და სიმპათია, ხოლო მოდერნიზებული მატარებლების ტექნიკურ-ეკონომიკურმა მახასიათებლებმა, სამუშაოს შესრულების ხარისხმა და საიმედოობამ კი – მეტროპოლიტენის სპეციალისტების მაღალი შეფასებები და აღიარება.
მაგრამ მიღწეულით თვითკმაყოფილება ნამდვილად არ არის გელა ძიძიკაშვილის ხასიათში. პირველმა წარმატებამ ქარხნის დირექტორს და მის კოლექტივს თავდაჯერებულობაც შემატა და ახალი ინოვაციების შექმნის მისწრაფებაც გაუორმაგა. ასეთმა განწყობამ და მიზანდასახულობამ განაპირობა კიდევ ერთი წარმატების მიღწევა. გაკეთდა სრულიად ახალი დიზაინის კიდევ ერთი მატარებელი, რომელიც კიდევ უფრო მეტად დახვეწილი ინტერიერის გარდა, გამორჩეულია მემანქანისათვის შექმნილი იდეალური შრომის პირობებით.
– ბატონო გელა, მოგვიყევით, რით განსხვავდება ახალი მოდელი წინამორბედებისგან და კონკრეტულად, რა სამუშაოები ჩატარდა მის შესაქმნელად.
გელა ძიძიკაშვილი: ამ მოდელის შექმნისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მემანქანეების შრომის პირობების გაუმჯობესებას. მოიმატა ვაგონის სიგრძემ, რამაც უზრუნველყო კაბინაში მემანქანეებისთვის აუცილებელი სამუშაო ფართის გაზრდა, ამასთან კაბინა აღიჭურვა კლიმატკონტროლით. გაკეთდა სრულიად ახალი, ერგონომეტრიულად სრულყოფილი პულტი, რომელიც მემანქანეს საშუალებას აძლევს, აკონტროლოს გაცილებით მეტი პარამეტრები. მემანქანეს საშუალება აქვს, ეკრანზე თვალი ადევნოს როგორც თითოეულ ვაგონში მიმდინარე პროცესებს, ასევე გვირაბში მატარებლის გადაადგილებას მთელ გარე პერიმეტრზე. საგრძნობლად გაუმჯობესდა ოპერატიული რადიოკავშირის და გვირაბის განათების ხარისხი.
ამ მოდელზე, დიზაინის თვალსაზრისით, განსაკუთრებულად გამორჩეულია მატარებლის მკვეთრად დახრილი შუბლის ნაწილი, რომელიც უზარმაზარი საქარე მინის გამოყენებით არა მარტო გამორჩეულ დინამიკურობასა და სილამაზეს აძლევს მატარებელს, ამასთანავე აუმჯობესებს მემანქანის ხედვის არეალს. ვაგონები აღჭურვილია თანამედროვე „ანტივანდალური“ სკამებითა და სახელურებით. ჩვენ მიერ შექმნილი ახალი მონიტორი კი მგზავრებს აწვდის სრულყოფილ ინფორმაციას, როგორც მატარებლის დისლოკაციაზე, ასევე, უჩვენებს კონკრეტული სადგურის არეალში განთავსებული მნიშვნელოვანი
ობიექტების ფოტოსლაიდებსაც, რაც მეტად ხელსაყრელია ტურისტებისთვის. ერთი სიტყვით, მართლაც კარგი მატარებელი გამოგვივიდა.
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია ასეთი თანამედროვე მატარებლები მზადდება ჯერ კიდევ 1971 წელს გამოშვებული ვაგონების ბაზაზე, მაგრამ აქ ძველი მხოლოდ მატარებლის ძარაა, დანარჩენი ყველა შემადგენელი ნაწილები თუ კვანძები თანამედროვე ინოვაციებია. ჩვენი ქარხნის კონსტრუქტორებმა, ინჟინერ-ტექნიკურმა თუ მუშა პერსონალმა უდიდესი შრომა გასწიეს მეტროს ვაგონმშენებლობის ტექნიკის უკანასკნელი მიღწევების გამოყენებით ახალი მატარებლის შესაქმნელად, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცეს თავიანთი მაღალი პროფესიონალიზმი და კომპეტენცია. მაგრამ ის, რასაც დღეს ჩვენ ვაკეთებთ, მხედველობაში მაქვს ძველი, საბჭოური მატარებლების განახლება და მოდერნიზაცია, ყველაფერი დარგის გუშინდელი დღეა.
მსოფლიოს მოწინავე ქვეყნები დიდი ხანია, გადავიდნენ ცვლადი დენის, ეგრეთ წოდებულ, ასინქრონულამძრავიანი მეტროს მატარებლების წარმოებასა და ექსპლუატაციაზე. სწორედ ამიტომ საწარმოს დღევანდელმა მენეჯმენტმა მიზნად დავისახეთ ჩვენი ქარხნის ბაზაზე ვაწარმოოთ ასინქრონულამძრავიანი ახალი თაობის მეტროს მატარებელი, რომელიც თავისი ტექნიკური-ეკონომიკური მაჩვენებლით, შესრულების ხარისხით, კომფორტულობითა და საიმედოობით ევროპულ სტანდარტებს გაუტოლდება, აღჭურვილი იქნება თანამედროვე მაღალი დონის ელექტრონული მართვის სისტემებით.
ქარხნის ბაზაზე თანამედროვე ასინქრონულამძრავიანი მეტროს მატარებლების წარმოებისთვის აუცილებელი მოსამზადებელი სამუშაოები კარგა ხანია, დაწყებულია და თითქმის დასკვნით ეტაპზეა მიყვანილი.
შესწავლილია პოტენციური ბაზარი და დაზუსტებულია ახალი მატარებლის ტექნიკური პარამეტრებისადმი ბაზრის სუბიექტების მოთხოვნები. შერჩეულია საწარმოს ტექნიკური გადაიარაღებისათვის საჭირო ბაზა, მომზადდა ქარხნის რეკონსტრუქციის პროექტი, დაზუსტებულია პოტენციურ ინვესტორთა წრე, რომელთა მხრიდან მიღებულია მტკიცე თანხმობა პროექტის დაფინანსებაში მონაწილეობაზე.
დიახ, ასეთი ამბიციური მიზანი დაისახა ჩვენმა კოლექტივმა და ჩვენ მას აუცილებლად შევასრულებთ! ამ მიზნის განხორციელების გარანტი არის ჩვენი ქარხნის მთელი კოლექტივის, მისი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალისა და მუშათა მაღალი კვალიფიკაცია და პროფესიონალიზმი, საქმისადმი ერთგულება და სიყვარული.