№21 ანეკდოტები
ერთი მეგობარი მეორეს ეუბნება:
– დილით, მაღვიძარას ხმა რომ მესმის, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მესროლეს.
– და მაშინვე საწოლიდან წამოხტები?
– არა, მკვდარივით ვწევარ.
***
მამაკაცი აფთიაქში გამყიდველს ეუბნება:
– პრეზერვატივების შეკვრა მომეცით.
– რა ზომის გნებავთ?
– ზუსტად არ ვიცი.
– მაშინ, აი რა, აიღეთ ეს დაფა, სხვადასხვა ზომის ხვრელებით, შედით ტუალეტში და მოიზომეთ.
ათი წუთის შემდეგ მამაკაცი გამყიდველთან ბრუნდება და ეუბნება:
– იცით, რა, გადავიფიქრე. პრეზერვატივები აღარ მინდა და ეს დაფა რა ღირს?
***
ქალი ვოკალის მასწავლებელთან მივიდა, წაუმღერა და ეკითხება:
– ჩემი მონაცემებით ოპერაში რომ შევიდე, შეიძლება?
– რა თქმა უნდა, თუ ბილეთს აიღებ.
***
სიძესთან სტუმრად მისული სიდედრი ეკითხება:
– სიძევ ბატონო, სამზარეულოში ჭურჭელი რატომ არის დამტვრეული?
– მე და შენმა შვილმა ვიჩხუბეთ და იმიტომ.
– და დივანი რატომღაა ჩატეხილი?
– ვრიგდებოდით!
სხარტულები
* სწავლა სინათლეა, ძვირდება და ძვირდება.
* ქალური ლოგიკა – იმიტომ, რომ ასე გადავწყვიტე! მაგრამ რატომ, ჯერ არ ვიცი.
* არაფერი ისე არ აახლოებს ადამიანს, როგორც ერთობლივად ჯანმრთელობაზე ზიანის მიყენება.
* დღეს ნდობა უფრო მავნეა, ვიდრე მოწევა.