კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რა საფრთხეს უქმნის სახლს სტუმართაგან დატოვებული უარყოფითი ენერგია და როგორ უნდა „ამოიშენოთ დამცავი კედელი“ სხეულის ირგვლივ

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  „არავინაა დაცული ბოროტისაგან“, – უფიქრია ადამიანს უხსოვარი დროიდან და თითქმის იგივე აზრზეა დღესაც... და როგორც მაშინ, ახლაც მისგან თავდასაცავად ჯადოს, გათვალვისა თუ სხვა უწმინდური ძალის წინააღმდეგ შეუპოვრად იბრძვის. საშველად მიმართავს შამანს, მაგს, მკითხავს, ჯადოქარს და გულმოდგინედ იცავს მათ მითითებებს... ამ დროს კი, თურმე, დამოუკიდებლადაც შეუძლია ბნელი ძალებისგან თავის დაცვა, თანაც საიმედოდ. საშუალება უამრავია და მათთაგან ზოგიერთზე – ქვის ენერგიაზე, თითოეულ ჩვენგანში არსებული მაგიური ძალის გააქტიურებასა და ენერგეტიკული ველის გამწმედი ჯადოსნური ბოთლის დამზადებაზე – გვესაუბრება ეზოთერიკოსი, ქალბატონი ნათელა ც.
– ბუნება უხვად გვაწვდის რესურსს იმისთვის, რომ საიმედოდ თავიცვათ თავი გარეგანი ნეგატივისგან. ნებისმერ მაღაზიაში ნაყიდი ქვის კულონიც კი, თუ მუდმივად თან ატარებთ, დროთა განმავლობაში ძლიერ დამცავ ფარად იქცევა და ცხოვრებაში უამრავ სიკეთესაც მოგიტანთ. გაგაცნობთ ზოგიერთ ქვას და მის მაგიურ თვისებებს: აქატი – შურიან მზერას გაანეიტრალებს, ენერგეტიკული თავდასხმისას კი, მთელ ნეგატივს საკუთარ თავზე იღებს, რის გამოც შეიძლება, გაიბზაროს; კატის თვალი – ქალური ქვაა და მედგრად დგას ოჯახური ბედნიერების სადარაჯოზე; მთვარის ქვა – გიცავთ არა მარტო ჯადოსგან, არამედ თქვენ ირგვლივაც გაწმენდს მთელ სივრცეს; ქრიზოლითიც – ქალური ქვაა და უფრო მეტად საჯარო პირთა შემწეა; მალაქიტი – ნეგატივისგან დაცვის გარდა, ადამიანის ჯანმრთელობის გარანტიცაა, განსაკუთრებით, ბავშვებისთვის, სასარგებლოა, თუ სახლში ამ მასალისგან დამზადებულ ნივთებს იქონიებთ, მაგალითად, ზარდახშასა და მსგავსს; ვეფხვის თვალი – ნეგატივის აღმოჩენისას ფერს იცვლის. თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ დამცავი ქვები პერიოდულად უნდა გაიწმინდოს მიღებული ნეგატიური ენერგიისგან, რაც არასასიამოვნო შეხვედრის ან იმის შემდეგაც საჭიროა, თუ გრძნობთ, რომ ვიღაც ცუდის გაკეთებას გიპირებთ. გაწმენდის ყველაზე ეფექტური საშუალება კი მისი გაყინვაა. ამისთვის, ახალმთვარეობამდე 3 დღით ადრე, ცელოფნის ტოპრაკში ჩადებული ქვა წყლიან ქილაში მოათავსეთ და შედგით საყინულეში. 3 დღის შემდეგ ქილა გამოიღეთ და მიეცით საშუალება, ბუნებრივად გალღვეს ოთახის ტემპერატურაზე. მიღებული წყალი აუცილებლად უნიტაზში ჩაასხით, ხოლო ქვა გამდინარე ცივ წყალს შეუშვირეთ. ამ რიტუალით ქვა სრულიად იწმინდება ნეგატივისგან და კვლავ უბრუნდება ძლიერი ბუნებრივი თვისებები.
– თუმცა, ადამიანს შინაგანი მაგიური ძალითაც შეუძლია გათვალვისა და ჯადოსგან თავდაცვა, თუ შესაბამის ტრენინგებს გაივლის...
– შინაგანი მაგიური ძალით ბუნებამ ყველა ჩვენგანი დააჯილდოვა, რითაც შეგვიძლია, საიმედოდ დავიცვათ საკუთარი ენერგეტიკული ველი გარეგანი თავდასხმისგან. არსებობს სპეციალური სავარჯიშოები, რის საშუალებითაც არამხოლოდ დამცავ ბარიერს ააგებთ, სულიერ წონასწორობასა და ფიზიკურ მდგომარეობასაც გაიუმჯობესებთ. ტრენინგი გრძელდება ორი თვე – ყოველ დილა-საღამოს. ერთ-ერთი სავარჯიშოა „ენერგეტიკული სარკე“ – მოიკრიბეთ ენერგია და წარმოსახვაში, აგურზე აგურის დადებით, თქვენ ირგვლივ კედელი ამოაშენეთ. შემდეგ კი წარმოიდგინეთ, რომ ეს კედელი გარედან სარკეებითაა მოპირკეთებული. თუ ამ სავარჯიშოს აითვისებთ, თავისუფლად შეძლებთ ურთიერთობას ნებისმიერ ადამიანთან, თუნდაც მის კეთილსინდისიერებაში ეჭვი გეპარებოდეთ. ენერგეტიკული სარკე მარტივად აირეკლავს ნებისმიერ ნეგატივს და გაორმაგებულად უბრუნებს უკან ბოროტმოქმედს. ასევეა, სავარჯიშო: „აბრეშუმის პარკი“ – ტრენინგი, რომელიც ავითარებს უნარს, ნივთები დისტანციაზე შეიგრძნოთ. საწყის ეტაპზე შეეხეთ კონკრეტულ საგანს და ეცადეთ, ეს შეგრძნება გონებაში გადაიტანოთ. როცა დარწმუნდებით, რომ ნივთის ხარისხის შეგრძნება მზერითაც შეგიძლიათ, გადადით სავარჯიშოს მეორე ნაწილზე, რაც „აბრეშუმის პარკის“ შემოქსოვას გულისხმობს. ამისთვის საჭიროა, მუხუდოს 4 მარცვლის ვიზუალიზაცია საკუთარი სხეულის ირგვლივ, ფერდებამდე ისე, რომ გონებაში ისინი აიძულოთ, „ჭუპრს“, ანუ თქვენს სხეულს, ირგვლივ შემოეხვიონ – ასე, ყალიბდება ენერგეტიკული სალტე, რომელიც გონების დაძაბვით, სულ იოლად გარდაიქმნება „ჭუპრი პარკად“. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ უშუალოდ „ჭუპრის პარკის“ შექმნას წუთზე მეტი არ მოანდომოთ, რადგან ამ პროცესს უამრავი ენერგია მიაქვს.  
– როგორ დავამზადოთ სახლის დამცავი მაგიური ბოთლი?
– ავი ძალისგან სახლის დაცვა ყველაზე მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, თუ სტუმართმოყვარე ხართ და ხშირია ახლობელთა თავშეყრა თქვენთან. სამწუხაროდ, მათგან ბევრი ტოვებს შემოსასვლელში ნეგატიურ ენერგიას, რასაც დაგროვების შემთხვევაში, შეიძლება, დიდი უსიამოვნება მოჰყვეს. ახლა გასწავლით სპეციალურ, ძლიერ დამცავ საშუალებას, რისთვისაც დაგჭირდებათ: წითელი ფერის ბოთლი ან ქილა, ერთი შეკვრა მარილი, ერთი თავი ნიორი, მომცრო წითელი სანთელი და ერთი ჩაის კოვზი შავი პილპილის მარცვლები. ეს ყველაფერი ხურდის დაბრუნების გარეშე უნდა შეიძინოთ და თუ მაინცდამაინც ასე არ მოხერხდა, დაბრუნებული თანხა სუპერმარკეტიდან გამოსვილთანავე, პირველივე შემხვედრ უპოვარს მიეცით. თუ წითელი ბოთლი ვერ იშოვეთ, ნებისმიერი გამჭვირვალე ჭურჭელი შეღებეთ წითლად, ოღონდ საღებავი ახალი, გაუხსნელი ქილიდან უნდა იხმაროთ და არც მასში დარჩენილი გამოიყენოთ შემდგომში – ამიტომ, უმჯობესია, მიწაში ჩამარხოთ. რაც შეეხება რიტუალს, თავდაპირველად, ნივრის კბილები მომზადებულ ჭურჭელში მოათავსეთ, მერე ჩაუმატეთ პილპილის მარცვლები და ბოლოს მარილიც მოაყარეთ. ბოთლს საცობი დაუცეთ და წითელი სანთლის ცვილით დაბეჭდეთ, რისთვისაც შეგიძლიათ, სანთელი საცობზე დაამაგროთ და აცადოთ, ბოლომდე ჩაიწვას. როცა ცვილი გამყარდება, ბოთლი 9-ჯერ შეანჯღრიეთ და თან, ხმამაღლა თქვით, რისგან გინდათ, დაიცვათ სახლი. გახსოვდეთ, მონარჩენი მარილი აღარ გამოიყენოთ და აუცილებლად თავიდან მოიშორეთ. მაგიური ბოთლი კი შეინახეთ ნებისმიერი ოთახის კარადაში. ძლიერი დამცავი ძალა ერთ თვეს გრძელდება, შემდეგ კი შესუსტებას იწყებს. ამიტომ, ჯადოსნური ბოთლი ყოველთვიურად შეცვალეთ ახლით, ხოლო ძველი სადმე, უკაცრიელ ადგილას ჩამარხეთ მიწაში.

скачать dle 11.3