№21 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია

პასუხი: შეიძლება, ნიკელი თეთრი ან ყვითელი ოქროთი იყოს დაფარული, მაგრამ თუ ასეთი ნივთის კანთან შეხებისას ქავილის შეგრძნება გიჩნდებათ, ესე იგი, თქვენ ნიკელზე ალერგია გაქვთ.
კითხვა: მიყვარს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი და მისი ყოველდღიურად ტარება ხომ არ დამიზიანებს ტერფებს?
პასუხი: მაღალ ქუსლებზე სიარულისას, ტერფები დაჭიმულია, ეს კი საკმაოდ მტკივნეულ კოჟრებს აჩენს. თანაც, ამან შეიძლება, მყესებიც დაგიჭიმოთ. ამიტომ, თუ ყოველდღიურად მაინც ქუსლებზე სიარული გსურთ, გირჩევთ, ფეხსაცმელი 4-5-სანტიმეტრიანი ქუსლით შეარჩიოთ.