№21 ძველი პროფესია
აგათა კრისტი
– მე რომ ამ ქალის ქმარი ვიყო, – უთხრა პუაროს გენერალმა, – მის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებს დავიწყებდი. კლეპერტონმა საკუთარი თავი უნდა დაიცვას! ცოლს საერთოდ არ უწევს წინააღმდეგობას.
– სეიფის გასაღები ქალს აქვს ჯიბეში, – სერიოზული სახით შენიშნა პუარომ.
– პირდაპირ მიზანში მოარტყით! იცით, თუ არა, რომ ეგ პოლკოვნიკი კლეპერტონი ადრე მიუზიკჰოლში გამოდიოდა. მერე არმიაში მოხვდა და საფრანგეთში აღმოჩნდა. როდესაც იქ გერმანული ნაღმი აფეთქდა, ხელში მსუბუქად დაიჭრა და ლედი კარინგტონის ჰოსპიტალში აღმოჩნდა. იგი დაჭრილ გმირს ასახიერებდა. ასე შეხვდა კლეპერტონი თავის მომავალ ცოლს. ლედი კარინგტონს თავში გრამი ტვინი არ ჰქონდა, სამაგიეროდ, ჰქონდა ფული. ქალმა თავდაცვის სამინისტროში სამსახური უშოვა...
ამ დროს გემბანზე ორი გოგო შემოვარდა.
– გადავარჩენთ! – ყვიროდა კეტი მუნი, – მე და პემი ვაპირებთ ვიხსნათ პოლკოვნიკი კლეპერტონი.
– საკუთარი ცოლისგან უნდა ვიხსნათ, – ამოიქშინა პამელა კრეგანმა, – ისეთი საყვარელია... ცოლი კი პირდაპირ საშინელება ჰყავს. ქმარს არაფრის უფლებას არ აძლევს, ყველაფერს უკრძალავს!
– თუ ცოლი მასთან ერთად არ არის, – გააგრძელა კეტმა, – მაშინ ცხვირწინ ის ქალბატონი ჰენდერსონი უტრიალებს. მაგ ქალს არა უშავს, მაგრამ ძალიან ბებერია.
გოგონები სიცილით გაიქცნენ.
გამთენიისას გემი ალექსანდრიის ნავსადგურში შევიდა. საუზმის შემდეგ პუარომ აღმოაჩინა, რომ ორივე გოგო ხმელეთზე ჩასვლას აპირებდა. ისინი პოლკოვნიკ კლეპერტონს ელაპარაკებოდნენ.
– ჩვენ ახლავე უნდა წავიდეთ, – არწმუნებდა კეტი, – მარტო ხომ არ გაგვიშვებთ?
– რა თქმა უნდა, თქვენი მარტო წასვლა არ შეიძლება, – გაიღიმა პოლკოვნიკმა, – თუმცა დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემი ცოლი თავს კარგად გრძნობს.
– ძალიან სამწუხაროა, – შენიშნა პემმა, – მაგრამ მას შეუძლია დარჩეს და კარგად დაისვენოს.
პოლკოვნიკი შეყოყმანდა. მერე სამივენი მისის კლეპერტონის კაიუტისკენ გაეშურნენ. პუარო უკან გაჰყვა. პოლკოვნიკმა კაიუტის კარზე ცოტა ნერვიულად დააკაკუნა.
– ედელინ, ძვირფასო, უკვე ადექი?
– ჯანდაბა... ახლა რაღა ხდება? – შიგნიდან მისის კლეპერტონის ნამძინარევი ხმა მოისმა.
– ჯონი ვარ. ქალაქში გასეირნება არ გინდა?
– რა თქმა უნდა, არა, – ხმა მკვეთრად და კატეგორიულად გაისმა, – ცუდად მეძინა და უნდა გამოვიძინო.
პოლკოვნიკმა კარის სახელური დასწია. კარი დაკეტილი აღმოჩნდა.
– რა გინდა, ჯონ? კარი ჩავკეტე, რომ სტიუარდებმა არ შემაწუხონ. თავი დამანებე! – გაღიზიანებულმა გამოსძახა ცოლმა.
– რა თქმა უნდა, ძვირფასო, რა თქმა უნდა!
გოგონებმა პოლკოვნიკს ხელი ჩაავლეს და წაიყვანეს. პუარო თვალს ადევნებდა, როგორ ჩავიდნკნ ისინი ნაპირზე. უცბად გვერდიდან ოხვრა გაიგონა. შემოტრიალდა და მის ჰენდერსონი დაინახა. იგი დაჟინებით აკვირდებოდა მომავალ სამეულს. შემდეგ შეტრიალდა და საკუთარი კაიუტისკენ წავიდა. პოლკოვნიკი და გოგონები გემზე მხოლოდ ოთხი საათისთვის დაბრუნდნენ. პუარო ამ დროს ისვენებდა. გაიგონა, როგორ მორიდებულად დააკაკუნა პოლკოვნიკმა კაიუტის კარზე. კაკუნი განმეორდა. შემდეგ კარის სახელურმა გაიჭრილა. ბოლოს გაიგონა, როგორ უხმო პოლკოვნიკმა სტიუარდს. პუარო გარეთ გამოვიდა.
მისის კლეპერტონი საკუთარ საწოლში მკვდარი იპოვეს. გულში ხანჯალი ჰქონდა გაყრილი. კაიუტის იატაკზე ქარვის მძივების აცმა ეგდო.
ჭორები მაშინვე აგორდა: „ყველა მძივებით მოვაჭრე, რომლებსაც იმ დღეს გემზე ასვლის ნება დართეს, დაიჭირეს და დაჰკითხავენ!“, „კაიუტიდან ბევრი ფული დაიკარგა!“
– ამ ჭორებში სიმართლის მარცვალი მაინც არის? – ჰკითხა პუაროს ელი ჰენდერსონმა, რომელიც მას გემბანზე შეხვდა, – თქვენ ხომ დეტექტივი ხართ, აუცილებლად გეცოდინებათ. მართალია, რომ ძვირფასეულობა მოიპარეს?
– არა, ეგ მართალი არ არის, მაგრამ ფული მართლაც დაიკარგა.
– გამოდის, მკვლელი ვიღაც ადგილობრივი მცხოვრებია. წვრილმანებით მოვაჭრე.
– არა, – უპასუხა პუარომ, – მივყვეთ ფაქტებს: როდესაც გვამი იპოვეს, მისის კლეპერტონი, მინიმუმ, ხუთი საათის მკვდარი იყო. ძალიან ცოტა ფული დაიკარგა. კაიუტის კარი დაკეტილი იყო, გასაღები კი არ ჩანდა. ფანჯარა, რომელიც გემბანზე გამოდის (და არა ილუმინატორი) ღია აღმოჩნდა. დაკეტილი კარი ყველაფერს ცვლის.
– ვერაფერს უცნაურს აქ ვერ ვხედავ, – თქვა მის ჰენდერსონმა, – მკვლელი კარიდან გავიდა, დაკეტა და გასაღები თან წაიღო, რომ გვამი მალე არ ეპოვათ.
– არა, არა, მადმუაზელ! მე ის კი არ მადარდებს, მკვლელი კაიუტიდან როგორ გამოვიდა, არამედ ის, თუ როგორ შევიდა.
– ფანჯრიდან, რა თქმა უნდა!
– შესაძლებელია, მაგრამ ძალიან სარისკო იქნებოდა. გემბანზე, ხომ უამრავი ადამიანი ტრიალებს.
– მაშინ კარიდან.
– მისის კლეპერტონმა კარი შიგნიდან ჩაკეტა და ეს მან მანამდე გააკეთა, ვიდრე პოლკოვნიკი ხმელეთზე ჩავიდოდა. იგი მის გაღებას ცდილობდა, ცოლმა კი უთხრა, რომ დაკეტილი იყო. ეს ჩვენც გავიგონეთ. ანუ, მისის კლეპერტონმა მკვლელს კარი თავად გაუღო და შეუშვა. როგორ ფიქრობთ, მძივებით მოვაჭრისთვის ამას გააკეთებდა?
– შეიძლება მან არ იცოდა, იქ ვინ იყო. კაკუნზე კარი გააღო, მკვლელი კი შევარდა და მოკლა.
– არაფერი მსგავსი. ის მაშინ მოკლეს, როდესაც ლოგინში წყნარად იწვა. მკვლელს იცნობდა.
– გინდათ თქვათ, რომ მკვლელი ერთ-ერთი მგზავრთაგანია, ხოლო იატაკზე დაგდებული მძივების აცმა, მხოლოდ კვალის ასარევი ფანდი?
– ზუსტად ასეა.
– მე მისის კლეპერტონი ძალიან არ მესიმპათიურებოდა, – დაამატა ელიმ, – და არ მგონია, გემზე ვინმე მის მიმართ კეთილად ყოფილიყო განწყობილი... მაგრამ მის მოსაკლავად მიზეზი არავის ჰქონდა.
– ქმრის გარდა, – შენიშნა პუარომ
– ნუთუ თქვენ ფიქრობთ, რომ...
– მას ალიბი აქვს. იგი მთელი დღე ხმელეთზე იმ ორ გოგოსთან ერთად იყო. გემზე კი მხოლოდ ოთხი საათისთვის დაბრუნდა. ამ დროისთვის მისის კლეპერტონი უკვე დიდი ხნის მკვდარი იყო.
– გამოდის სხვა იყო, – ჩაიცინა ელიმ, – თქვენს ვერსიას მტკიცებულებები სჭრიდება. გემზე ძალიან ბევრი მგზავრია.
– თქვენი საყვარელი მწერლის სიტყვებით გიპასუხებთ, – თავი დაუკრა პუარომ, – „მე ჩემი მეთოდები მაქვს, უოტსონ“.
მეორე საღამოს, სადილის დროს, ყველა მგზავრმა თავის თეფშთან მოსაწვევი იპოვა – მთავარ სალონში ეპატიჟებოდნენ. როდესაც ყველა შეიკრიბა, სცენაზე სადაც ორკესტრანტები ისხდნენ, პუარო ავიდა.
– მადამ, მესიე! – დაიწყო მან, – თქვენი მხრიდან დიდი თავაზიანობაა, რომ ჩემი მოსმენა გადაწყვიტეთ. იმან, რის გაკეთებასაც ვაპირებ, შეიძლება, ცოტა გაგაოცოთ. თუმცა, ეს გარკვეული მეთოდია.
ერთი წამით პუაროს მზერა მის ჰენდერსონის თვალებს შეხვდა. შემდეგ მის ნიშანზე, სტიუარდმა სცენაზე რაღაც ძალიან დიდი საგანი აიტანა. პუარომ შემოატრილა ის და ყველამ კაცის სიმაღლის ხის თოჯინა დაინახა.
– ეს ჩემი მტკიცებულებაა, – თქვა პუარომ და თოჯინას მიუბრუნდა, – მაშ ასე, არტურ, შენ შეგიძლია გვითხრა რაიმე მისის კლეპერტონის მკვლელობის შესახებ?
თოჯინის თავი ოდნავ მობრუნდა, ქვედა ყბა ჩამოიწია, შეირხა და ქალის გამკინავი ხმა გაისმა:
– რა გინდა, ჯონ? კარი ჩავკეტე, რომ სტიუარდებმა არ შემაწუხონ...
გაისმა ხმამაღალი ყვირილი. რასაც გადბრუნებული სკამის ბრაგუნი მოჰყვა. ადამიანი იდგა, ირხეოდა და ხელები ყელზე ჰქონდა მიდებული... ის რაღაცის თქმას ცდილობდა... მოულოდნელად კი დაეცა. ეს პოლკოვნიკი კლეპერტონი იყო. მას გულმა უმტყუნა.
– შოკმა მოკლა, – თქვა მოგვიანებით პუარომ, როდესაც ექიმმა მისი სიკვდილი დაადასტურა, – შოკი დაემართა, იმის გამო, რომ მისი ტრიუკი გამოიცნეს. სხვათა შორის, იდეა თქვენ მომაწოდეთ, გენერალო, როდესაც მითხარით, რომ პოლკოვნიკი ადრე მიუზიკჰოლში გამოდიოდა. ბევრი ვიფიქრე და ბოლოს მივხვდი. ომამდე კლეპერტონი მუცლით მეზღაპრე იყო. ასეთ შემთხვევაში სავსებით შესაძლებელია, სამმა ადამიანმა მისის კლეპერტონის ხმა თითქოს კაიუტის შიგნიდან გაიგონოს, ამ დროს კი იგი უკვე მკვდარი იყოს. მისი ხმით პოლკოვნიკი ლაპარაკობდა.
– თქვენ იცოდთ, რომ მას სუსტი გული ჰქონდა? – ჰკითხა პუაროს მის ჰენდერსონმა.
– ვხვდებოდი, ერთხელ მის ხელში წამლები დავინახე.
– ანუ, ვარაუდობდით, რომ შეიძლებოდა, ყველაფერი ასე დასრულებულიყო?
– მკვლელისთვის ეს საუკეთესო გამოსავალია, მადმუაზელ, – უთხრა პუარომ.
– თქვენ იცოდით, რომ მე მის მიმართ გულგრილი არ ვიყავი, – მის ჰენდერსონს თვალები აუწყლიანდა, – მაგრამ ეს ჩემ გამო არ გაუკეთებია. ეს იმ გოგონების გამო გააკეთა... მათ აგრძნობინეს, რომ ძალიან იყო ცოლზე დამოკიდებული და თავისუფლება მოუნდა... როდის მიხვდით, რომ ეს მისი გაკეთებული იყო?
– მისი სიმშვიდე. ეს თავიდანვე გასაოცარი იყო, – თქვა პუარომ, – მთელი გზა ვაკვირდებოდი: რაც უნდა უხეშად მოქცეოდა ცოლი, გეგონებოდა, საერთოდ არ აღელვებსო. ეს ორ რამეს ნიშნავდა: ან უკვე მიჩვეული იყო, ან... მე მეორე ავირჩიე. მასში რაღაც საეჭვო იყო.
– წეღან ვისი ხმა გავიგონეთ?
– ერთ-ერთ სტიუარდესას მისი მსგავსი ხმა აქვს. სწორედ მას ვთხოვე, ჩემს ნიშანზე ის სიტყვები წარმოეთქვა
– ეს დიდი სისასტიკე იყო თქვენი მხრიდან! – წამოიძახა ელიმ.
– უფრო სასტიკი არა, ვიდრე მკვლელობა. – თქვა ერკიულ პუარომ.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ