კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ დავეხმაროთ თვალს ასტიგმატიზმის დროს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ასტიგმატიზმი გამოწვეულია რქოვანასა და უფრო იშვიათად, ბროლის ზედაპირის უთანაბრო სიმრუდით (ამ დროს, ფაქტობრივად, რქოვანასა და ბროლის ფორმა შეცვლილია), რის გამოც საგნებიდან არეკლილი სხივები ერთ წერტილში არ იკრიბება, შედეგად თვალის ბადურაზე წერტილოვანი, ფოკუსური გამოსახულება არ მიიღება და ადამიანი გარკვევით ვერ ხედავს.
ასტიგმატიზმის დროს ხალხური საშუალებები და თვალების ვარჯიში საუკეთესო დამხმარე თერაპიაა. სამკურნალო-გამაჯანსაღებელი ვარჯიშის დაწყებამდე და სამკურნალო ნაყენების მიღებამდე აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია. მთავარია, დღის რეჟიმის სწორად ორგანიზება. ამას თვალების ფუნქციობის გასაუმჯობესებლად დიდი მნიშვნელობა აქვს.
  ამისათვის აუცილებელია:
  * სრულფასოვანი კვება, რომ ორგანიზმმა მიიღოს ყველა საჭირო ვიტამინი და მინერალი;
 * ფიზიკური აქტივობა, ზომიერი დატვირთვის ვარჯიშების შესრულება სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და კუნთების ნორმალური ტონუსის შესანარჩუნებლად;
 * კომპიუტერსა და ტელევიზორთან გატარებული დროის შეზღუდვა თვალებზე დატვირთვის შესამცირებლად;
 * შესაბამისი ვარჯიშების შესრულება თვალების მამოძრავებელი კუნთების გასავარჯიშებლად და ადგილობრივი სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად;
 * ნორმალური განათების უზრუნველყოფა და წოლისას კითხვის აკრძალვა;
 * თვალებზე დატვირთვის მონაცვლეობა დასვენებასა და მოდუნება-განტვირთვასთან.

რეკომენდებული ვარჯიშები
 * დახუჭეთ თვალები და რამდენიმე წუთით ქუთუთოების მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ. ეს მოადუნებს თვალებს და მოამზადებს მათ ვარჯიშისათვის;
 * დაჯექით მყარ სკამზე, გამართეთ თავი და მზერა მიმართეთ მარჯვენა ქვედა კუთხეზე, შეაჩერეთ 10 წამით, იგივე შეასრულეთ მარცხენა მხარეს, ანუ მზერა მარცხენა ქვედა კუთხეს მიაპყარით. თითოეულ მხარეს 10-10 ვარჯიში შეასრულეთ;
 * მყარ სკამზე მჯდარმა გამართეთ თავი და მზერა ცხვირის წვერს მიაპყარით, შეაჩერეთ მზერა 3-5 წამით და შემდეგ თვალის კაკლებით 5-10 წრიული მოძრაობა შეასრულეთ ჯერ მარჯვენა და მერე მარცხენა მიმართულებით.
არსებობს ვარჯიშთა სხვა კომპლექსიც. ამ დროს მხედველობის (მზერის) ფოკუსირება ახლომდებარე საგნიდან უნდა დაიწყოთ. ამის შემდეგ მზერა თანდათანობით გადაიტანეთ დაშორებულ საგანზე. თითოეულ საგანზე მზერა 30 წამით უნდა შეაჩეროთ და ვარჯიში 10-ჯერ გაიმეოროთ. ამის შემდეგ, 60 წამის განმავლობაში, თვალები მონაცვლეობით მჭიდროდ დახუჭეთ და ფართოდ გაახილეთ. მომდევნო ვარჯიში მოიცავს თვალის კაკლების წრიულ მოძრაობებს ოთახის ერთი წერტილიდან სხვაზე გადატანით. ვარჯიშთა შუა ეტაპზე სასურველია ერთი წუთის განმავლობაში თვალების ხამხამი.
მომდევნო ეტაპზე თვალები უნდა დახუჭოთ და შეეცადოთ მოხაზოთ წრე მათი ხან ერთი და ხან მეორე მიმართულებით მოძრაობით. იგივე ვარჯიში შემდეგ გახელილი თვალებით შეასრულეთ. სასარგებლოა ასევე ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების „დახატვა“ დახუჭული და გახელილი თვალებით. ამ ვარჯიშთა შემდეგ თვალების მოსადუნებლად ისინი ნელ-ნელა უნდა ახამხამოთ ერთი წუთის განმავლობაში. დასასრულ, საჩვენებელი თითი ცხვირის წინ გააჩერეთ და მასზე მხედველობის ფოკუსირებას შეეცადეთ, ამის შემდეგ თვალები დახუჭეთ და დაისვენეთ.
ხალხური რეცეპტები:
 მოცვის ნაყენი (აიღეთ 1 სადილის კოვზი გამომშრალი ფოთოლი, დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი. მიიღეთ დღეში სამჯერ თითო ჭიქა. ყოველ მიღებაზე მოამზადეთ ახალი ნაყენი);
 მხოხავი ჭანგას ნახარში (აიღეთ 2 სადილის კოვზი დაქუცმაცებული ფესვი, დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი, ადუღეთ მოცულობის 4-ჯერ შემცირებამდე, გადაწურეთ და მიიღეთ დღეში 5-ჯერ 1 სადილის კოვზის მოცულობით);
 კორდისკბილას ნაყენი (აიღეთ ნახევარი სადილის კოვზი მშრალი ბალახი, დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 15 წუთი, მიირთვით დღეში სამჯერ 30 მილილიტრი).

скачать dle 11.3