კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: უკვე ბევრს ლაპარაკობენ იმაზე, რომ მალე იქნება მეორედ მოსვლა, სამყაროს აღსასრული. თუ ეს ასეა, ღირს კი რამის კეთება, სწავლა, ცხოვრების მოწყობა და ასე შემდეგ?
პასუხი: მოკვდავთაგან არავინ იცის, როდის დადგება მეორედ მოსვლა. ამიტომ გამუდმებით საჭიროა სწავლა, შრომა, საკუთარი თავის სრულყოფა. ჯერჯერობით უფალი გვაძლევს დროს, უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებს, რომ ჩვენი სულიდან ყოველგვარი ბოროტება გამოვდევნოთ. თუმცა მუდამ მზად უნდა ვიყოთ უფალთან შესახვედრად, ამიტომ გადამეტებულად არ მივეცეთ მიწიერ სიამოვნებებს. ვიცხოვროთ სიკეთითა და სიყვარულით.
კითხვა: როგორ გამოვიმუშაოთ ნებისყოფა?
პასუხი: ნებისყოფა რომ გამოიმუშაოს, ქრისტიანმა თავი უნდა შეიკავოს ცნობისმოყვარეობის მოძალებისგან, განსაკუთრებით იმ საკითხებში, რომლებიც მას მცირედ ან საერთოდ არ ეხება. ზოგჯერ ადამიანი იგებს ისეთ რამეს, რაც აფორიაქებს და შესაძლოა, გულში ჩავარდნილმა ერთმა სიტყვამ, როგორც თვალში მოხვედრილმა ნამცეცმა, ხელი შეუშალოს ლოცვაში და სხვა კეთილი საქმეების აღსრულებაში.
კითხვა: იმ ოთახში, სადაც ხატებია, ხშირად ხმამაღლა ვსაუბრობთ, სიგარეტს ვეწევით. რამდენად დასაშვებია ასეთი ქმედებები?
პასუხი: ხატების სიახლოვეს ასეთი ქმედებები დაუშვებელია. ხატი ისეთ ადგილზე უნდა იყოს დასვენებული, სადაც კრძალვითა და რიდით მოეპყრობიან.
კითხვა: რამდენად მნიშვნელოვანია, ვაკურთხოთ ჩვენი საცხოვრებელი ადგილი, სასმელი, საჭმელი და ასე შემდეგ?
პასუხი: ნაკურთხი წყლის პკურებით ჰაერი იკურთხება, ჯვრის გადასახვით კი – ყველაფერი განიწმინდება. უმნიშვნელოვანესია საკვების კურთხევა, რადგან მას უდიდესი გავლენა აქვს ადამიანის სულისა და სხეულის მდგომარეობაზე. ჯვრის გადასახვა ანადგურებს შხამის ძალასაც კი. რა თქმა უნდა, აუცილებელია საცხოვრებელი ადგილის კურთხევაც.
კითხვა: წავიკითხე, რომ ქრისტიანისთვის აუცილებელია მოწყალების გაღება. როგორ მოვიქცეთ, როდესაც ძალიანაც გვინდა მოწყალების გაღება, მაგრამ ჩვენთვის არაფერი გვაბადია?
პასუხი. წმიდა მამების გადმოცემით, მოწყალების გაცემაში მხოლოდ მატერიალური დახმარება არ იგულისხმება, არამედ ყოველ ქრისტიანს შეუძლია, მოყვასს შეეწიოს თავისი ცოდნით, შრომით, რჩევითა და დალოცვით.
კითხვა: როგორია მორწმუნისთვის მისალმების წესი?
პასუხი. მორწმუნე არ დაელოდება, როდის მიესალმება მოყვასი, რომ თავადაც სალმით უპასუხოს – ეს არის ქედმაღლობისა და პატივმოყვარეობის ნიშანი. პირიქით, ეცადეთ, პირველი მიესალმოთ მტერსაც და მოყვარესაც.
კითხვა: ყოველთვის უნდა ვთქვათ თუ არა სიმართლე?
პასუხი: სიმართლე მხოლოდ იმ შემთხვევაში არ უნდა ვთქვათ, თუ მას უბედურება მოჰყვება.
скачать dle 11.3