კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 როგორ გავექცეთ შეცდომებს

ნინო კანდელაკი ნინო წულუკიძე

  ხშირად შეყვარებული წყვილის იდეალური ურთიერთობა თანაცხოვრების დროს გაუთავებელ კონფლიქტებსა და დაძაბულობაში გადადის. ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ცვლილებების მიზეზი ისაა, რომ წყვილი ვერ ახერხებს, ბოლომდე შეინარჩუნოს ის გულახდილი ურთიერთობა, რომელიც გაცნობის პირველ ხანებში ჰქონდათ. ამას ისიც ემატება, რომ ადამიანები საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობისას ძალიან ხშირად უშვებენ შეცდომებს.
 * უნდა დავიწყოთ იმით, რომ იდეალური ურთიერთობა არის ის ჰარმონია, როდესაც ორივე მონაწილე თანაბარი უფლებებით სარგებლობს. დაივიწყეთ ერთმანეთში კონკურენცია. მამაკაცებს საკუთარი კრიტერიუმები აქვთ, რომელთა სრულ თუ არა, გარკვეულ ნაწილს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს სასურველი სუსტი სქესის წარმომადგენელი. ეს ნორმალურია,  მაგრამ მიუღებელია უსაფუძვლო კონკურენცია, განსაკუთრებით, როცა ქალბატონი მამაკაცისთვის რაღაც უფლებების „ჩამორთმევას“ ცდილობს.  გახსოვდეთ, თუ ამ შეცდომას დაუშვებთ, აუცილებლად მიხვალთ კონფლიქტამდე;
 * ყველაფერი ცუდი იწყება მაშინ, როცა ქალი სიტუაციების მოგვარებას მამაკაცის მაგივრად ცდილობს. სახიფათოა, ქალმა მამაკაცს დღის გეგმა შეუდგინოს. მიუთითოს, დროის რა ნაწილი  გაატაროს საკუთარ მეგობრებთან, დაკავდეს თუ არა ჰობით. ეს უკანასკნელი შეცდომა განსაკუთრებით საშიშია;
 • წყვილის ურთიერთობა სრულიად თავისუფალი უნდა იყოს იმ ეჭვებისგან, რომლებიც წარსულის გადმონაშთებია. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი იდეალური თანაცხოვრების მიღწევა;
 * ქალისთვის დამახასიათებელია კიდევ ერთი ტიპური შეცდომა – მამაკაცისთვის გამუდმებით იმის კითხვა, რას გრძნობს მის მიმართ. დიახ, გრძნობებში გამოტყდომა და სიყვარულის ახსნა ყოველთვის ახარებთ ქალბატონებს, მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ, რომ მამაკაცების უმრავლესობას დიდად არ იზიდავს ამ თემებზე საუბარი;
 * მამაკაცს არ სიამოვნებს, როცა ქალი მას ბრძანებებსა და მითითებებს აძლევს. ასევე, ვერ იტანს, როცა ცდილობს, მის  „ხსნას“ იმ ცუდი ჩვევებისგან, რომლებიც თავად ქალს აღიზიანებს. გახსოვდეთ, ჩამოყალიბებული, ზრდასრული ადამიანის შეცვლა, ფაქტობრივად, შეუძლებელია.

სუსტი წერტილი

  ამბობენ, რომ კაცს არ შეუძლია, ქალის გაბრიყვება, თუ ეს თავად ქალს არ სურს. არსებობს რაღაც ნიუანსები, რომლებზეც ქალები  ზოგჯერ ნამდვილად წამოეგებინ ხოლმე, მაგრამ უფრო ხშირად ეცინებათ მამაკაცურ სისულელეებზე. თუმცა სუსტი წერტილები ნამდვილად არსებობს. ასე რომ, წაიკითხეთ ყურადღებით და დაიმახსოვრეთ:
 * თვითშეფასება – რა იგულისხმება ამაში?!
რჩევა – ლამაზი ქალის მოხიბვლა თუ გინდათ, კომპლიმენტებით არ უნდა აავსოთ, ისინი ამას მიჩვეულები არიან,  პირიქით, ისეთი რაღაცები უნდა უთხრათ, რაც თავის სილამაზეში დააეჭვებს. ამ შემთხვევაში აუცილებლად გაუღვივებთ ინტერესს. ასე მის ყურადღებასაც დაიმსახურებთ.
 * გულჩვილობა
იცით, რომ ქალის ცრემლზე „ფასეული“ მამაკაცის ცრემლია? დადასტურებულია, რომ როცა კაცი ტირის, ეს ქალზე  წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს. ერთი სიტყვით, ძალიან მომხიბვლელი და ბევრის მთქმელია. არა. არ არის აუცილებელი რომ იტიროთ, მაგრამ გრძნობებისა და სენტიმენტების გამოხატვა ყოველთვის პლუსს დაგიწერთ.
 * პირფერობა
  ქალს აუცილებლად უნდა უთხრათ კომპლიმენტი, მაგრამ არა ყალბი  და ყველასთვის შესამჩნევი. მოახერხეთ და იპოვეთ მისი ისეთი ნათელი მხარე, რომელსაც სხვა ვერავინ ამჩნევს და ყურადღება მასზე გაამახვილეთ. ასე მის მოტივაციასაც შეუწყობთ ხელს. საკუთარ თავში რაღაც ახალს აღმოაჩენს და თქვენ მიმართ გულგრილიც ვერ დარჩება.

ვერ პოულობთ
 სიყვარულს?

  ისეც ხდება, რომ  ცხოვრების რაღაც მომენტში განსაკუთრებულად განვიცდით მარტოობას. თან ვერ გაგვიგია, რატომ დავრჩით  მარტო. თითქოს ჩვეულებრივ  ვაწყობდით  ურთიერთობებს და კარგადაც ვგრძნობდით  თავს.
ფსიქოლოგებმა დაადგინეს მიზეზები, რაც შესაძლოა, ხელს გვიშლიდეს სიყვარულის პოვნაში. დაფიქრდით, იქნებ თქვენც დაუშვით მსგავსი შეცდომა.
 * აიდეალებთ ურთიერთობებს და კონკრეტულ ადამიანს – ყველაზე დიდი შეცდომაა. უნდა გახსოვდეთ, რომ იდეალური ქვეყნად არაფერია – არც თქვენ, არც ის. რეალობის დანახვა და მისი  სწორად აღქმა უნდა სცადოთ;
 * პატივს არ სცემთ საკუთარ თავს – ესეც შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი. სხვა რომ შეიყვარო, ჯერ  საკუთარი თავი უნდა გიყვარდეს და მას პატივს სცემდე;
 * პარტნიორს პირად სივრცეს უზღუდავთ – ძალიან ხშირად სწორედ ამის გამო მთავრდება კარგად დაწყებული ურთიერთობა. თუ  ამჩნევთ, რომ ურთიერთობა „ცივდება“, ეცადეთ, პარტნიორს თავი მოანატროთ;
 * პატიება არ შეგიძლიათ – პარტნიორები ურთიერთობაში შეცდომებს უშვებენ, მაგრამ თქვენ არ უნდა გახსოვდეთ ეს შეცდომები. როცა ხედავთ, პარტნიორი გულწრფელად ნანობს, აპატიეთ და მიეცით შანსი;
 * მზად არ ხართ ურთიერთობებისთვის – აშკარად ბევრს ფიქრობთ. გჭირდებათ კი სიყვარული? დიდხანსაც ნუ იფიქრებთ, დრო ძალიან სწრაფად გადის;
 * მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობთ – ნუ იქნებით ეგოისტი, ისწავლეთ სხვისთვის ცხოვრება. ნუ გგონიათ, რომ სამყაროს ცენტრი ხართ. იცოდეთ,  მარტო დარჩებით!
скачать dle 11.3