კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რითი კომპლექსდება ზოგიერთი ქალი ოჯახში და რატომ უჩნდება ქმართან დისკომფორტის განცდა

ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე

  წყვილს შორის ურთიერთობა ძალიან ინდივიდუალურია და გამორჩეული. არ შეიძლება, ყველა წყვილს კომუნიკაციის ერთი სქემა ჰქონდეს. საკუთარი „გაიდლაინი“ მათ თავად უნდა შექმნან. მნიშვნელოვანია ორივე პარტნიორის მონაწილეობა და აქტიური ჩართულობა. ასევე, აუცილებელია, წყვილი თავისუფალი იყოს სტერეოტიპებისგან, თითოეულმა ინდივიდუალურობა, საკუთარი მე და პიროვნული განმასხვავებელი შტრიხები უნდა შეინარჩუნოს.
  სოფო (31 წლის): ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გათხოვების შემდეგ, ქმართან ურთიერთობა, ახალ ოჯახზე მორგება არ გამიჭირდებოდა. მით უმეტეს, რომ ჩემი მომავალი მეუღლე მიყვარდა. ვფიქრობდი, ჩვენ რაზე უნდა ვიჩხუბოთ, იდეალურად ვეწყობით-მეთქი. თურმე, ოჯახი სულ სხვა რაღაც ყოფილა, იმდენად სხვა, რომ წინასწარ ვერ განსაზღვრავ. შეყვარებულმა ცოლ-ქმარმაც შეიძლება „დაჭამოს“ ერთმანეთი.
– სიყვარული ყველა პრობლემას აგვარებს. არ არის ასე?
– ძალიან არ მინდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ ვერ აგვარებს. სიყვარული ძალიან მყიფე ყოფილა. გიყვარს, გიყვარს და უცებ აღმოაჩენ, რომ ყელამდე პრობლემებში ხარ. მე თვითონაც ვერ მივხვდი, ისე გამირთულდა ცხოვრება. დიდი ხნის ფიქრის შემდეგ. მაშინ, როცა კომუნიკაციაც მომეშალა ქმართან. ნერვებიც აღარ შემრჩა და ზღვარზე ვარ.
– ღალატი?
– არა, უფრო სწორად, არ ვიცი. თუმცა ჩემთვის მნიშვნელობაც აღარ აქვს. იმიტომ, რომ საკუთარი თავი დავაკომპლექსე. ნერვიულობით, უაზრო ფიქრებითა და წარმოსახვებით ნელ-ნელა პარანოია ჩამოვიყალიბე.
– რითი ჩამოიყალიბეთ პარანოია? ანუ, რას გულისხმობთ ამაში?
– თავისუფლება შევიზღუდე და ამით დავკომპლექსდი. აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ. ვფიქრობდი, ჩემი ქმრისთვის შეუფერებელი ვარ და თუ მიღალატებს, ჩემი ბრალი იქნება-მეთქი.
– უმიზეზოდ ფიქრობდით ასე?
– მე კი მეგონა, რომ მქონდა მიზეზი, მაგრამ ახლა აღმოჩნდა, რომ  მხოლოდ უაზროდ გავიტანჯე თავი. ეჭვიანობა კიდევ სხვა რამეა. არც ეჭვიანობაა კარგი, მაგრამ მე რაც მჭირდა, გაცილებით უარესი იყო. მარტო რომ ვრჩებოდი, წარმოვიდგენდი, რომ ქმარმა მიმატოვა... ვფიქრობდი, როცა სახლიდან გადიოდა, ნებისმიერ შესაძლებლობას იყენებდა დროის გასატარებლად....
– ეს ეჭვიანობაა.
– უფრო კომპლექსია. მე დიასახლის-მოსამსახურის სინდრომით დავკომპლექსდი. სასურველ ქალად, როგორებიც მამაკაცებს სჭირდებათ, თავს ვეღარ ვგრძნობდი. არ ვიცი, გასაგებად ვამბობ თუ არა, მაგრამ ძნელი გამოდგა ოჯახის უღელი. ჩემი სიმსუბუქე, ხალისი, სილაღე სადღაც გაქრა. ეს ის თვისებები იყო, რომლებიც ქმარს ჩემში მოსწონდა. მას არ გამოჰპარვია ცვლილება. მე აღარ შემეძლო მის ხუმრობებზე სიცილი, ცელქობა, შიშმა და ყოველდღიურმა საზრუნავმა „დამგრუზა“. ბოლოს უკვე მშვიდად საუბარიც აღარ შემეძლო. ძალიან ძნელია, როცა საკუთარი თავი აღარ მოგწონს. მუდმივად პოულობ მიზეზს, რომ უგუნებოდ იყო.
– ვერ ვხსნი მიზეზს, რატომ არ იყავით ბედნიერი მეუღლესთან.
– სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცი, რატომ არ ვიყავი. ბედნიერება ხომ ისე ახლოს იყო ჩემთან, ხელის გაწვდენაზე და ვერ ვხვდებოდი. შემეძლო, უბრალოდ, გართულებების გარეშე მეცხოვრა. ახლა უკვე ვიცი, რომ იმ დისკომფორტის მიზეზი, რომელიც ქმართან ურთიერთობაში შემექმნა და სულ უფრო და უფრო მირთულებდა ცხოვრებას, თავადვე ვიყავი. რატომ ვერ ვახერხებდი მოდუნებას, რატომ არ შემეძლო ლაღად მეცხოვრა ქმრის გვერდით, წარმოდგენა არ მაქვს. ძნელია, როცა ყოველდღიურობა დაგაკომპლექსებს, თორემ ჩვეულებრივად თუ მიჰვები დინებას, ყველაფერი კარგად იქნება. უნდა გიყვარდეს და იცხოვრო. თუ რამე ცუდი უნდა მოხდეს, მაინც მოხდება. რა საჭიროა, წინასწარ „დაპროგრამდე“ და დაკომპლექსდე. პრობლემა, რომელიც ქმართან შემექმნა სწორედ კომპლექსიდან წამოვიდა.
– რამ გამოიწვია ეს კომპლექსი?
– შინაგანმა დისკომფორტმა. როგორც უკვე აღვნიშნე, მე არ მქონდა საკმარისი რწმენა საკუთარი თავისა. არ მჯეროდა, რომ ქმარს შეიძლება, ისე უყვარდე, სხვისკენ არ გაიხედოს. გადავწყვიტე, რომ თუ იდეალურ კომფორტს შევუქმნიდი, თუ თვალებში ვუყურებდი, გაუჭირდებოდა ჩემი დატოვება. ამიტომ საკუთარი თავი არ მახსოვდა და მუდამ მისი სურვილების შესრულებაზე ვიყავი ორიენტირებული. ახლა უკვე ვიცი, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა ისევე მნიშვნელოვანია, როგორც სიყვარული სხვა ადამიანის მიმართ. მერე აღარც შიშები გაქვს, რომ მიგატოვებენ, რომ აღარავის ენდომები... მე ახლა პრობლემები მაქვს ქმართან. გაუცხოვებულები ვართ. რომ გავაგებინო, რა მჭირს, გულახდილად უნდა მოვუყვე ყველაფერი, თავიდან ბოლომდე. ვეჭვობ, რომ ვერ გამიგებს. ასე ცხოვრება კი ძალიან მიჭირს. იმისიც მეშინია, რომ მალე უკვე საერთოდ აღარ მოვუნდები და მართლა მიმატოვებს... ერთ სახლში ვცხოვრობთ და მენატრება.


скачать dle 11.3