კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 რატომ შესთავაზა ედუარდ შევარდნაძემ ელენე ახვლედიანს თავისი პოსტი, ვის გაჰყვა ის ცოლად და რატომ დაშორდა მალევე

ნინო კანდელაკი ეკა პატარაია

  ... ის იყო დიდი ქართველი მხატვარი – ევროპული მასშტაბის. ქართული ეროვნული პეიზაჟის დიდოსტატი. ის მუდამ ხატავდა, ხატავდა ყველგან, ხატავდა, როცა საუბრობდა ტელეფონზე, ხატავდა, როცა სუფრასთან იყო – ხელსახოცებზე... და უყვარდა ყველაფერი, ყველა საგანი, ყველა ნივთი, ყველა ხე, ყვავილი – რასაც ხატავდა. „თბილისი ჩემთვის არის ელენე ახვლედიანი“, – იტყვის მხატვრის წლისთავზე პატარა ცხვრითა და ძველ თბილისზე მომღერალი მეზურნეებით მისული ფარაჯანოვი.
  ელენე ახვლედიანი დაიბადა კრაკოვისა და ოსესის უნივერსიტეტებში განსწავლული დიმიტრი ახვლედიანის ოჯახში. დედა ერისთავის ქალი იყო, ბებია – ჩიქოვანის. თავად მთელი ცხოვრება ხაზგასმული არისტოკრატი გახლდათ… „გარეგნულად არაჩვეულებრივი იყო. მაღალი, წარმოსადეგი. ჰქონდა არაჩვეულებრივი ხელები, არა მარტო ლამაზი და დახვეწილი, არამედ მეტყველი… როგორ ნატიფადაც კლავიატურაზე იღებს პირველ ნოტს პიანისტი, ასევე იღებდა ის ფუნჯსა და ფანქარს“, – იტყვის ნათელა ურუშაძე. 1907 წლამდე ახვლედიანების ოჯახი კახეთში ცხოვრობდა, შემდეგ თბილისში გადმოვიდნენ. ელენე გიმნაზიაში მიაბარეს. ბავშვობიდან ხატავდა. უყვარდა მუსიკა და ხატვა. საბოლოოდ ხატვას გაჰყვა, მაგრამ მუსიკა მის მარადიულ თანამგზავრად დარჩა. მის სახლში მუდამ ჟღერდა კლასიკური მუსიკა. დაამთავრა სკლიფასოვსკისა და ფოგელის სამხატვრო სტუდია. სწავლობდა ახლად გახსნილ სამხატვრო აკადემიაში. გიგო გაბაშვილის წარჩინებული სტუდენტი 1922 წელს ევროპაში მიავლინეს. სწავლობდა იტალიაში, 1924 წელს გადავიდა პარიზში კოლოროსის აკადემიაში. სწორედ პარიზში დაიწყო მისი აღიარება, სწორედ იქ იყო მისი პირველი გამოფენები, სწორედ იქ დაიწერა პირველი რეცენზიები, იქ შეასხეს ხოტბა. სწორედ პარიზში, კაფე „როტონდაში“ გადაეყარა ულამაზესი ქალბატონის უჩვეულოდ ლამაზ იისფერ თვალებს და არაჩვეულებრივ გამოხედვას. შემდეგში დიდხანს ოცნებობდა კვლავ ეხილა ეს თვალები. ეს ქალი გრეტა გარბო იყო… ელენე ახვლედიანი ხშირად არ დადიოდა კინოში, მაგრამ ყოველთვის მიდიოდა, თუ გადიოდა „ქალი კამელიებით“… სწორედ გრეტა გარბოს გამო. და როგორც თავად დაითვლის, ის ამ ფილმს 118-ჯერ ნახავს… (რ. შატაკიშვილი) ელენე ახვლედიანი პარიზიდან დედის ავადმყოფობის გამო დაბრუნდება 1927 წელს, დედა
გარდაიცვლება, ელენე დარჩება საქართველოში. დაიწყება მისი გამოფენები თბილისში, ქუთაისში… თბილისში მემარცხენე, კუბიზმით გატაცებული მხატვრები დიდის ამბით ელიან პარიზიდან დაბრუნებული მხატვრის გამოფენას, იმ იმედით, რომ იხილავენ პიკასოსებურ კუბისტურ სურათებს. იმედი გაუცრუვდებათ, ობსტრუქციის მოწყობასაც დააპირებენ, მაგრამ… ელენეს ნამუშევრების თვალისმომჭრელი სილამაზე, ფერადოვნება, შესრულების მაღალი ტექნიკა მათ დაატყვევებს და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებად აქცევს. ქუთაისური გამოფენის შემდეგ კი, ელენე ახვლედიანს თეატრში მიიწვევს კოტე მარჯანიშვილი და დაიწყება ახალი ეტაპი ელენე ახვლედიანის შემოქმედებაში – სიცოცხლის ბოლომდე ის გააფორმებს 72 სპექტაკლს, როგორც თბილისში, საქართველოში, ასევე მოსკოვში, ლენინგრადში, კიევში, ხარკოვში…
  გამორჩეული გარეგნობის მხატვარ ქალს არაერთი თაყვანისმცემელი ჰყავდა, ბევრი სთხოვდა ხელს. მხატვარი ცოლად გაჰყვა აგრონომ აპოლონ კაკაბაძეს –
პომპეზური ქორწილიც გადაიხადეს. ქმარს ძალიან ჰყვარებია, იმდენად რომ თურმე ყველასა და ყველაფერზე ეჭვიანობდა, რაც გამხდარა კიდეც მათი გაყრის მიზეზი. ელენე ახვლედიანი აღარ გათხოვილა, არც შვილი გაუჩენია. მას სიგიჟემდე უყვარდა ბავშვები. უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა ბავშვებთან ურთიერთობა, მათთვის საჩუქრების შეძენა. არც კედლებიდან საკუთარი ნამუშევრების ჩამოხსნა ეზარებოდა – იქ რომ ბავშვების ნამუშევრები დაეკიდა და გამოფენა მოეწყო. იყო პირდაპირი, შეუვალი და ხშირად უხეშიც კი. სხვანაირად არც შეეძლო. როცა იცოდა, რომ კონკრეტული ადამიანი სიცოცხლეს უმწარებდა ერთ-ერთ მხატვარს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ჭირისუფლებში დადგა, ელენე ახვლედიანი მივიდა და საპატიო ყარაულიდან გამოათრია. მისი სახლი იყო სალონური თავშეყრის ადგილი, სადაც იკრიბებოდა ნაღები საზოგადოება. მისი სახლი არასოდეს იკეტებოდა, მას სტუმრობდნენ მხატვრები, მწერლები, მსახიობები, კომპოზიტორები, მუსიკოსები, მის სახლში უკრავდნენ რიხტერი და ნეიგაუზი. „ხშირად ვესტუმრები ხოლმე სტუდიაში. კარს რომ გამიღებს, რამდენიმე სიტყვას წაიბურტყუნებს, ხეირიანად ვერც გავიგებ ხოლმე, რას ამბობს და მანიშნებს, სადაც გენებოს, იქ დაჯექი, ან იდექი,
თუ გინდა, დაწექი, თუ გინდა, ყირამალა დადექიო. თვითონ კი თავის საქმეს უბრუნდება. თუ მალე მოათავა, ხომ კარგი, მასთან საუბარი უაღრესად სასიამოვნოა, ხოლო თუ სამუშაო გაუგრძელდა, შენ შენი თავის განკარგულებაში ხარ, რაც გინდა, ის გააკეთე“, – წერდა ალექსი მაჭავარიანი. დიდი მხატვარი მარტოობას განიცდიდა და იქნებ ამიტომაც მართავდა უსასრულო სალონურ საღამოებს, იყო თავყრილობა, კითხულობდნენ ლექსებს, უკრავდნენ, მღეროდნენ და მაინც – მხატვარი ამ ხალხმრავლობაშიც მარტო იყო… ელენეს სახლის კარი ღია იყო ყველასთვის, მაგრამ იგივე ელენე ახვლედიანს უკმეხად შეეძლო ეპასუხა კარზე მიმდგარი გავლენიანი პირისთვის: კი მაგრამ, რატომ მობრძანდით, მე ხომ თქვენ არ დამიპატიჟებიხართ? როცა შევარდნაძემ ხუმრობით შესთავაზა თავისი პოსტი, ელენემ უკმეხად მიუგო – ცხოვრებაში არ შევსულვარ და არც შევალ მაგ შენობაში. იგივე შევარდნაძეს, როცა თავისი ნამუშევარი აჩუქა და შევარდნაძემ ჰკითხა, რა შეგისრულოთო, ელენემ მკვახედ მიუგო: იცით ასეთი მხატვარი, ბაიახჩირი? შევარდნაძემ არ იცოდა. „იცით, სად ცხოვრობს? სარდაფში“. იმ მხატვარს 2 დღეში მიაკითხეს და ბინა მისცეს… როცა დაურეკეს და აკადემიკოსობა შესთავაზეს, ახარხარდა და თავი ამოაშლევინა. ელენე ახვლედიანმა იცოდა საკუთარი თავის, საკუთარი შემოქმედების ფასი და მაინც თავმდაბალი იყო. სრულიად ახალგაზრდამ უარი უთხრა ლეგენდარულ პიკასოს – სურათი არ მიჰყიდა, ეს ნახატი მეც ძალიან მიყვარსო… არადა, იგი უშურველად ჩუქნიდა თავის ნამუშევრებს ახლობლებსაც, მეგობრებსაც და მათაც, ვისაც მისი შეძენა არ შეეძლო. გამოფენაზე უნახავს, როგორ იჩხრეკდა ცოლ-ქმარი ჯიბეს, როგორ იღებდნენ ბოლო კაპიკებს და მაინც არ ჰყოფნიდათ, ელენე ახვლედიანის ნამუშევარი რომ ეყიდათ. უკითხავს: რა იყო, მოგწონთო? ცოლ-ქმარმა უპასუხა, რომ მოსწონთ, მაგრამ ფული არ ჰყოფნით. ელენე ახვლედიანმა საერთოდ უფასოდ აჩუქა, რაკიღა ნახა, რომ ისინი მზად იყვნენ, ბოლო კაპიკი გაეღოთ ნამუშევარში. საერთოდ, თავის ნამუშევრებს ძალზე იაფად ყიდდა, მიაჩნდა – მთავარია, ხალხმა იყიდოს და დაკიდოს შინ. ყიდდა კაპიკებში და სხვა მხატვრებს საგონებელში აგდებდა – ელენე რომ მაგ ფასად ყიდის, ჩვენ რაღა ფასი დავადოთო? მისთვის ფული არასოდეს ყოფილა მთავარი. ჰყვარებია ბაზარში სიარული. დადიოდა ბაზარში ქურთი მზიდავების თანხლებით, უმზერდა გლეხების მიერ შექმნილ ვეება ნატურმორტებს, ყიდულობდა აურაცხელ პროდუქტს, მოჰქონდა შინ და ახლა თავად იწყებდა ნატურმორტების შეთხზვას. დიდი გურმანი არასოდეს ყოფილა, მაგრამ, როგორც ამბობენ, არაჩვეულებრივად, გემრიელად ამზადებდა ლობიოს. გემრიელთან ერთად, კერძი იმდენად ლამაზი იყო, რომ სტუმრებს ეჭვიც კი ეპარებოდათ, რომ იქ საღებავი ერია… ის იყო ლეგენდარული მხატვარი, მხატვარი, რომელიც ასხივებდა სიკეთესა და პარიზიდან ჩამოყოლილ ბოჰემურ იდუმალებას, ჩურჩულით რომ გადაურბენდა თბილისს მრავალგვარი ისტორიები მის პირად ცხოვრებაზე.
скачать dle 11.3