კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 ბაიყუში „პრ.“-ი

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


რაც ერთხელ ცხოვლად სეპარატისტულ სულს დააჩნდების
  იმ მატივი მიზეზით, რომ მადა ჭამაში მოდის, ანუ „დამოუკიდებლობის“ ჟინიც უფრო და უფრო ცხოველდება, განსაკუთრებით, რუსული ტანკების უკან, „პრ.“-მა ბიბილოვმა აწ უკვე ირანს დაადგა თვალი (წყალი არ გაუვა, კრემლის მითითებითაც) და სულ ახლახან განაცხადა, რომ ცხინვალი თეირანთან ურთიერთობის გაბმას ცდილობს.
  ცხადია, იმ მიზნით, რომ ირანმა „იუჟნაია ოსეტია“ დამოუკიდებელ ქვეყნად აღიაროს, როგორც (მომყავს ციტატა): „ოსებისთვის ნათესაურად ახლო სახელმწიფო. ჩვენი ენა ენების ინდო-ირანულ ჯგუფს განეკუთვნება“, რაც, ბუნებრივია, იმასაც ნიშნავს, რომ ინდო-ირანელებისთვის კავკასია მშობლიური კუთხე ვერ იქნება.
  ვერ იქნება თუ არის, „პრ.“-ი ბიბილოვი გვარწმუნებს, რომ კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს (თუმცა რეალურად ამ სეპარატისტული აქტივობის კონტექსტი ირან-აშშ-ს დაპირისპირებაა), იმ იმედით, იქნებ, სირიის მსგავსად, რამეს, ანუ კიდევ ერთ ამღიარებელს გამოვრჩეთო.
  მეორე მხრივ, თუ გავითვალისწინებთ, რომ როუჰანი ასადი არ არის და ჯერჯერობით არც ირანი – სირია  (ირანს, სირიისგან განსხვავებით, თავისი ანგარიშები აქვს სამხრეთ კავკასიაში და, სახელდობრ, საქართველოში), აღიარებამდე შორია, თუმცა არც ისაა გამორიცხული, რომ „პრ.ის“ (ანუ ბიბილოვის) პირით პრ.-ი (ანუ პუტინი) გვაფრთხილებდეს, მაშასადამე, გვაშანტაჟებდეს.
скачать dle 11.3