№21 განხეთქილების აეროპორტი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

რამაც, ცხადია, ჩვენებური ოსი სეპარატისტების აღშფოთება გამოიწვია (ამუნათებენ ჩრდილო ოსებს – მოკლე მეხსიერება გაქვთო), რადგან (მომყავს ციტატა ამ ფაქტისადმი მიძღვნილი სტატიიდან): „ქართველი მმართველების დანაშაულების გამიჯვნა ქართველი საზოგადოებისგან სახიფათო და მავნებლურია და, სამწუხაროა, რომ ოსი ობივატელი ამას ვერ ხვდება, ამიტომაც სიხარულოთ მიემგზავრება შავი ზღვის სანაპიროზე გასარუჯად, მღერის ქართულ რესტორნებში „თბილისოს“ და აღტაცებულია ქართული კულტურა-მულტურით.“
სამხრეთელები ჩრდილო ოსებს შეახსენებენ, ერთი ხალხი ვართ, ანუ შეიძულეთ ქართველებიო და, მიუხედავად იმისა, რომ ვლადიკავკაზი მოსკოვის თანხმობის, ანუ მითითების გარეშე ვერანაირ ავიარეისსაც ვერ დანიშნავდა, ცხადზე უცხადესია, რომ ეს ჩვენებური სეპარატისტები, გაწიე-გამოწიე, ჩვენ გარდა არც არავის უნდა.