კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 გენდერულადვე „განგმირულები“

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე


ალაგ-ალაგ ქალები

  რაკი 19 მაისი უკვე გადაგორებული იქნება, როდესაც თქვენი თვალები და ჩემი ნაწერი ერთმანეთს შეხვდებიან (მოგეხსენებათ, არჩევნებია ამ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე დიდი და, ვაი რომ, ყველაზე სამარცხვინო სანახაობაც), მასზე არ შევჩერდები (ისედაც ბევრია შეჩერებული და საინფორმაციო ვაკუუმი არ გემუქრებათ), მხოლოდ 19 მაისამდე ქალთა მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოვეხმაურები (პათოსური სახელწოდებით: „სანდრა რულოვსის მხარდასაჭერად“).
მეორე მხრივ, განცხადების პათოსიც გასაგებია: მათ ზუგდიდში წინასაარჩევნო პროცესის დაკვირვებისას აღმოუჩენიათ, რომ ერთ-ერთი კანდიდატის, ანუ სანდრა რულოვსის უფლებები, გენდერული ნიშნით, ილახება („ნასედკებსა“ და „ბოზებს“ უწოდებდნენ მას და მის მხარდამჭერებსო, ხოლო სოციალურ ქსელებში მისი საცვლებში გადაღებული ფოტოები ვრცელდებაო).
  ცხადზე უცხადესია, რომ მსგავსი ქმედებები დაუშვებელია არა მხოლოდ წინა საარჩევნო, ყოველდღიურ პოლიტიკურ ცხოვრებაშიც და, რა თქმა უნდა, ქალთა მოძრაობის გულისწყრომა გასაგები და გასაზიარებელია.
   ოღონდ გასაკვირია მათი ალაგ-ალაგ თვალხილულობა, იმიტომ რომ, რაც პრეზიდენტობის კანდიდატ ქალს აკადრეს მერობის კანდიდატის თანაგუნდელებმა, კადრებაც იმას ჰქვია (მაგალითად: ს. რულოვსის პარტიის თავკაცმა გრ. ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილს „უსულო საგანი“ უწოდა).
ეს, ბუნებრივია, არ ამართლებს ქ-ნი რულოვსის მლანძღავებს (იმიტომ რომ რულოვსებიც მიდიან და მოდიან, ისევე, როგორც ზურაბიშვილები, აი, ქართული სახელმწიფო კი რჩება), მაგრამ, რაკი ქალების აუგად მოხსენიება მისი მხარდამჭერების დანერგილია, როგორც ჩანს, სამყარო აბალანსებს: მახვილის (გენდერული ნიშნით დისკრიმინატორი) ამღები მახვილითვე (გენდერული ნიშნით დისკრიმინაციითვე) განიგმირებაო.
скачать dle 11.3