№21 როგორ გადიოდა თორნიკე თვარაძე გიორგი ანწუხელიძესთან ერთად სამხედრო მომზადებას და როგორ ეჯიბრებიან ის და მისი მეუღლე დღემდე ერთმანეთს
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
პროექტ „ყველაზე ძლიერის“ ერთ-ერთი წამყვანი, მასტერ-სერჟანტი თორნიკე თვარაძეა, რომელმაც მაყურებელს პირველი დღიდან დაამახსოვრა თავი. თორნიკე 2005 წლიდან სამხედრო სამსახურშია და არაერთი კურსი და რთული სიტუაცია აქვს გამოვლილი. ის 2008 წლის ომშიც იბრძოდა, სამხედრო მისიით ერაყსა და ავღანეთში იმყოფეოდა. თორნიკეს მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს, რომლებიც მასთან ერთად მუდმივად მოგზაურობენ.
თორნიკე თვარაძე: ეს პროექტი ჩემთვის ნამდვილად იყო გამოწვევა. დიდი ხანია, ვაკეთებ ჩემს საქმეს, ბევრჯერ ვიმუშავე ახალწვეულებთან. მაგრამ როდესაც მითხრეს, რომ ვარსკვლავები იქნებოდნენ, წარმოვიდგინე მათი არასამხედრო, ვარსკვლავური ცხოვრება და როგორ უნდა გარდაგვესახა ისინი სამხედროებად. მაგრამ მათთან ურთიერთობამ მოლოდინს გადააჭარბა, თუმცა იყო გარკვეული პრობლემები. პრობლემებში იმას ვგულისხმობ, რომ დილით უჭირდათ გაღვიძება. საპირფარეშო რომ მოშორებით არის, ეს მათთვის სრული შოკი იყო, თუმცა, ადვილად შეეგუვნენ, რის შემდეგაც მუშაობა გაგვიმარტივდა.
– ბევრს ეგონა, რომ ნინი ონიანის კარავში დაძინება, მისთვის ფრჩხილების დაჭრა დადგმული იყო.
– არაფერი ყოფილა დადგმული. ერთხელ ვთქვი, ეს იყო მათთვის ბრძანება. მიიღეს დავალება და შეასრულეს. ერთადერთი ნინი ონიანი დარჩა გარეთ და მოუწია კარავში დაძინება. მისი კარავი საკმაოდ მოშორებული იყო ბაზიდან. ტყეში ხმებიც ისმის ხოლმე, რაც ადამიანისთვის დამთრგუნველია. მთელი ღამე მარტო იყო. მგონი, არც უნერვიულია, რადგან ისეთი დაღლილი იყო, პირდაპირ დაიძინა და დილით ჩვენ გავაღვიძეთ. ჩვენ შევეცადეთ, ამ პროექტში სამხედრო ელემენტები ჩაგვერთო. თავდაცვას აქვს 12 ღირებულება და ამ ყველაფრის ახსნა მოვახერხეთ. შეხება ჰქონდათ რუკასთან, იარაღთანაც, დღისა და ღამის ნავიგაციასთან. ძირითადი მაინც რეჟიმი იყო: დილით გაღვიძება, სამწყობრო დათვალიერება, მოწყობა. ბაზაზე მათი მასპინძელი ვიყავი და რასაც ვეუბნებოდი, იმას ასრულებდნენ. სამი დღის შემდეგ ცოტა იყო ადამიანი, რომელსაც გაღვიძება უჭირდა. მაგალითად, შორენა დილით გაღვიძებული მხვდებოდა ხოლმე, ვარდისფერ პიჟამაში.
– როგორ ოსტატურად დააჭერით ნინი ონიანს ფრჩხილები.
– წინასწარ ვემზადებოდი, კურსებზე დავდიოდი... რა თქმა უნდა, ვხუმრობ. ყველაფერი გათვალისწინებული მქონდა, მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ შექმნია. გააჩნია ფრჩხილის ზომას, რაც უფრო დიდია, უფრო მარტივია. ისე სწრაფად მოვაჭერი, რომ ტკივილიც არ შეუგრძნია. ჩვენ და ზოგადად, „ნატოს“ ყველა ქვეყანაში ამ პერიოდს – ადამიანის გარდასახვას სამოქალაქოდან სამხედრომდე, კარანტინს ვეძახით. და ამ დროს უნდა მოხდეს ადამიანის დათრგუნვა. ფსიქოლოგებიც არიან ხოლმე ჩართულები, რომ ზედმეტი არ მოგვივიდეს და მან ტრავმა არ მიიღოს. რა თქმა უნდა, მანამდეც ემზადებიან ფსიქოლოგთან. დათრგუნვა ხდება ყვირილით, შუა ძილში გაღვიძებით ან დაძინების უფლების მიცემით და 15 წუთში გაღვიძებით. ეს იმისთვის არის, რომ ბოროტი აზრები არ მოუვიდეს, აბსოლუტურად შენი გახდეს და ბრძანებები უფრო მარტივად აღიქვას. საკუთარი კომფორტიდან გამოყვანა ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, რთულია ყურადღების მიქცევა. ფრჩხილების დაჭრაც სხვებისთვის მაგალითი იქნებოდა.
– „ფეისბუქში“ შოუს გასვლის შემდეგ გიწერდნენ: ასეთს არ გიცნობდითო.
– ახლობლებმა პირველად მიხილეს სამსახურში. სასწაულებიც გვიკეთებია, რადგან პირველ ეტაპზე დათრგუნვა აუცილებელია. პირველი, ორი, სამი თვე ეს
პროგრამა გვაქვს. კურსებიც კი მაქვს გავლილი, სად და ვის როგორ უნდა ვატკინოთ. ამ სიტუაციაში პირველად ნახეს ჩემი სახე. სამსახურის მიღმა, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.
პროგრამა გვაქვს. კურსებიც კი მაქვს გავლილი, სად და ვის როგორ უნდა ვატკინოთ. ამ სიტუაციაში პირველად ნახეს ჩემი სახე. სამსახურის მიღმა, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის ჩვეულებრივი ადამიანი ვარ.
– დართგუნვაზე რომ საუბრობდით, მითხარით, სასწაულებიც გვიკეთებიაო, რას გულისხმობდით?
– მე 2005 წელს გავიარე დათრგუნვის პერიოდი – კარანტინი. გიორგი ანწუხელიძე და მე სამი წელი ერთად ვიყავით და პირველივე დღიდან დავმეგობრდით. ძალიან დატვირთული და მძიმე დღის ან კვირის შემდეგ აუცილებელია, რესურსი შეივსო ან ტკბილით, ან ხორცით. იმ პერიოდში თავდაცვის ძალები ნელ-ნელა ვითარდებოდა და არ იყო ისეთი პირობები, როგორც ახლა. ოჯახის წევრებს მოჰქონდათ ხოლმე საკვები. ჩემი მოსვლის პირველ კვირას ოჯახის წევრებმა გიორგისაც მოუტანეს ტკბილეული. ყველას გადაუნაწილა და მხოლოდ ერთი დაიტოვა თავისთვის. განაწესიდან რომ დავბრუნდი, ჩემ თვალწინ გატეხა ჯემიანი კანფეტი და მომაწოდა. დღეს ეს არავის უკვირს, მაღალ დონეზე გვაქვს ყველაფერი, მაგრამ მაშინ ისეთი დათრგუნულები ვიყავით, ტკბილეული გვენატრებოდა, ძილი... ფეხსაცმელიც არ გვქონდა... გიორგი ძალიან ღირსეული ადამიანი იყო. ჩვენ ვმეგობრობდით და ბოლომდე მისი ერთგული დავრჩები. იმ კადრებს, გმირობის მაგალითს, რომელიც გიორგიმ დაგვიტოვა, ორი წელი ვერ ვუყურებდი – ადამიანურად
ძალიან რთული იყო ამის ყურება. თუმცა, გიორგისგან არ გამკვირვებია ასეთი საქციელი, რადგან ზუსტად ასეთი იყო მთელი ცხოვრება – პრინციპული. იცოდა, რას აკეთებდა და რატომ იყო ჯარში. ჩვენ ერაყშიც ერთად ვიყავით... როდესაც სამხედრო ავირჩიე და ჩემდა გაუაზრებლად, შვიდ თვეში, სამთვიანი დათრგუნვის შემდეგ, ერაყში აღმოვჩნდი ისე, რომ რუკაზეც არ ვიცოდი, სად იყო. ცხრა მეგობარი ვიყავით გუნდად შეკრული, მათ შორის გიორგი და ცხრავემ ავწიეთ ხელი, უცებ გავიკეთეთ ტატუ და წავედით ერაყში. ერაყში ახალგაზრდული შემართებით წავედი. ჯერ მოსამზადებელი სწავლება გვქონდა და პირველი, რასაც ვფიქრობდი, იყო ის, როგორ უნდა გამეძლო ამ სიცხისთვის. ერაყში ცხრა თვე დავყავი და მივხვდი, რომ ეს ცხოვრება და ჯარისკაცობა ხუმრობა არ იყო. რეალურად იქ ვნახეთ დაჭრილი სამხედროები, ვიგრძენით რა იყო ომი. შემდეგ იყო ავღანეთი და ეს უკვე – დამაგვირგვინებელი, ძალიან რთული მისია. გვქონდა იარაღი, იყო მოწინააღმდეგე და მოკლე მანძილი ჩვენ შორის, სადაც თავი უნდა გადაგერჩინა. ძალიან რთული პერიოდი გავიარე, ასევე, ნორვეგიაში, თვითგადარჩენის კურსზე ზამთრის პირობებში. ერთი თვის განმავლობაში აბსოლუტურად ყველაფერს ვიყავით მოწყვეტილი, მთაში უნდა ვყოფილიყავით, თოვლში, სადაც თავი უნდა გადაგვერჩინა. სიცივესთან შეგუება საშინელება იყო. დილას წყალში ჩახტებოდი, ამოდიოდი და მინუს 37 გრადუსში სველი სამოსით უნდა გევლო. რომ გაჩერდე, შეიძლება, დაიღუპო. შემდეგ იყო ამერიკა, სადაც ამერიკის საზღვაო ქვეითებთან ერთად საკმაოდ რთული კურსი გავიარე. იქიდან საერთოდ შეცვლილი ჩამოვედი, ამის მერე ჩემთვის დაბრკოლება არ არსებობს. მათ ბევრი რამ მასწავლეს. ისეთი პირობები იყო შექმნილი, ყოველდღე საომარ სიტუაციაში ვიყავით. თან, ერთადერთი ქართველი ვიყავი და მათთვის უნდა დამემტკიცებინა, როგორი ძლიერები ვართ, როგორი ტრადიციები და ღირებულებები გაგვაჩნია. მოკლედ, ბევრი კურსი მაქვს გავლილი, ბევრ ქვეყანაში. ახლა მასტერ-სერჟანტი ვარ, ორ თვეში კი მთავარი სერჟანტი გავხდები, რომელიც ბოლო წოდებაა. ჩემი ცხოვრება ისე მიდის, თითქოს ყველაფერი რაღაცისთვის მამზადებს და ეს რაღაც თუ არის საქართველოსთვის სახელის მოტანა, მეც დიდი სიამოვნებით მივყვები.

– სად მიიღეთ პირველი საომარი გამოცდილება?
– ამერიკიდან შვებულებით ახალი ჩამოსული ვიყავი, როცა სამხედრო განგაში გამოცხადდა. 7 აგვისტოს წავედი ომში და 8 აგვისტოს უკვე დაჭრილი ვიყავი. მრავლობითი ჭრილობები მივიღე. საარტილერიო დაბომბვაში მოვხვდით. მოწინააღმდეგემ ჩვენი პოზიციები აღმოაჩინა და დაგვბობმა. ჩემმა თანამებრძოლმა წამიყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში. კარი რომ მიიხურა, ჰოსპიტალი დაბომბეს და ჭერი დამეცა თავზე. ჩამსვა მანქანაში და თბილისში წამომიყვანა. გარდა იმ ადგილისა, სადაც ჯავშანი მეცვა და ჩაფხუტი მეხურა ყველგან მომხვდა ტყვია, ხელებზე, ფეხებზე, სახეზე, მაგრამ სასიკვდილო არცერთი არ იყო, გადავრჩი. აფეთქების შემდეგ, მტვერი რომ დალაგდა და საკუთარი თავი დავინახე, დაჭრილი, სისხლში, ვიფიქრე: მორჩა, დამთავრდა
ყველაფერი-მეთქი. სინანულის გრძნობა არ მქონია, რადგან მზად ვიყავი ამისთვის, ვიცოდი, რისთვისაც წამოვედი, მაგრამ რამდენიმე წამი რომ გაგრძელდა, წუთამდე ავიდა, მივხვდი, არსად მივდიოდი და მაშინ შემეშინდა. 21 წლის ვიყავი, არ მყავდა ოჯახი. ჩემი ხასიათიდან, დისციპლინიდან გამომდინარე ცოტა მეგობარი მყავდა და ძალიან მეწყინა, რომ არავის და არაფერს ვტოვებდი ამქვეყანაზე. რომ გადავრჩი, ჩემი ცხოვრება შევცვალე.

– რომანტიკული ხართ?
–ძალიან. არ მგონია ხოლმე და მერე აღმოჩნდება, რომ ვყოფილვარ. თუ რამეს ვაკეთებ, ვციდლობ, მრავალფეროვანი და დასამახსოვრებელი იყოს. შეიძლება, წყალი მოვიტანო განსაკუთრებულად, ისე, რომ არასდროს დაავიწყდეთ. მყავს ერთი შვილი – გიორგი, რომელიც ზეენერგიულია და ერთადერთი ადამიანია, რომელიც მღლის. მშობლებიდან გამომდინარე, საკმაოდ მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს. 2013 წელს მეუღლე მაგისტრატურაზე აბარებდა. მე სამხედრო კურსზე ვიყავი საგურამოში, ძალიან რთული კურსი მქონდა. სახლში იშვიათად მოვდიოდი ან თუ მოვაღწევდი, მერე არაფრის თავი აღარ მქონდა. მეუღლეს გული სწყდებოდა. ერთხელ ვუთხარი: შენ არ იცი, რა კურსს გავდივარ-მეთქი. მოკლედ, დავატოლეთ ჩვენი შესაძლებლობები, შევეჯიბრეთ, ვინ როგორ იხარჯებოდა. ერთმანეთზე გავბრაზდით: შენ თუ მაგ კურსს გადიხარ, მე ამას ვსწავლობ და შენ ვერ შეძლებო. ზუსტად ერთ თვეში მისი კურსელი გავხდი. მისაღებ გამოცდაზე მასზე მაღალი ქულა ავიღე. ორივემ წითელ დიპლომზე დავამთავრეთ. მისი მეგობრები გრანტით სხვადასხვა ქვეყნებში მოხვდნენ, ეს ოჯახის გამო დარჩა და გული სწყდებოდა. შევთავაზე: კიდევ შევეჯიბროთ ერთმანეთს-მეთქი. თუ შენ მოხვდები, მე გამოგყვები, დავანებებ სამხედრო სამსახურს თავს და თუ მე მოვხვდები, შენ გამომყვები-მეთქი. შევიტანეთ საბუთები და აღმოჩნდა, რომ მხოლოდ მე ამირჩიეს.
– აღიარებს მეუღლე დამარცხებას?
– არა. უჭირს აღიარება. მოკლედ, აღმოვჩნდით ბულგარეთში გრანტით და თვითონაც გამომყვა, შემდეგ წელს მანაც მოიპოვა გრანტი. ახლა ბულგარეთში ცხოვრობს, სწავლობს, თავისი ბიზნესი აქვს და ბავშვიც იქ სწავლობს. მეც თითქმის ყოველ შაბათ-კვირას ჩავდივარ მათთან. ახლა ამერიკაში უნდა წავიდე და ჩემს კარიერაში ბოლო კურსი გავიარო, სერჟანტის კარიერაში მეტი კურსი არ არსებობს და ერთადერთია, ისიც, ტეხასის შტატში, მეუღლე მიდის დათმობაზე და ერთი წლით ამერიკაში გადავდივართ საცხოვრებლად.