კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№21 კონსტანტინე თედელური: მამაჩემი მივიდა და ჩემს უფროსს ფული გადაუხადა, რომ სამსახურიდან გამოვეგდე და გამომაგდეს

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  „მასტერშეფი“ – მსოფლიოში პოპულარული, რეიტინგული, ერთ-ერთი საუკეთესო გასართობი და შემოქმედებითი შოუ ქართულ ტელესივრცეში, „პირველ არხზე“ 18 მაისიდან გამოჩნდება. ჟიურის ერთ-ერთი წევრია ექსტრავაგანტურობით გამორჩეული კონსტანტინე თედელური, რომელიც სარესტორნო სფეროში 2005 წლიდანაა.
  კონსტანტინე თედელური: ჟიურის ამპლუა დიდი პასუხისმგებლობაა. ძალიან სწორად უნდა მისცე შენიშვნა კონკურსანტს, ისე, რომ პიროვნულად არ შეეხო. ხუთასი კონკურსანტიდან ათი საუკეთესო შევარჩიეთ, რაც საკმაოდ რთული პროცესი იყო.
– საკმაოდ გამორჩეული და ექსტრავაგანტური იმიჯი გაქვთ.
– ამაზე თავად ვზრუნავ, თმასაც კი თვითონ ვიჭრი. იმიჯი ძალიან მნიშვნელოვანია, შეფ-მზარეული ღიპიან წითელლოყება ადამიანთან ასოცირდება. მე ყველანაირ სტერეოტიპს ვარღვევ, რაც კი ქართულ სივრცეში მზარეულებთან დაკავშირებით არსებობს. ჩემთვის კულინარია ხელოვნებაა და შესაბამისად, ყველაფერი, რაც მას უკავშირდება.
– სულ ვამაყობთ ხოლმე ქართული სამზარეულოთი. ბევრ კულინართან მოგიხდათ შეხება და როგორია რეალური სურათი?
– სამწუხაროდ, ქართულ გაგებაში კულინარია არასწორად შემოვიდა. ყველა ქართველს ჰგონია, რომ მზარეულობა შეუძლია. თუმცა, აქ ძალიან ბევრი რამის ცოდნა და გათვალისწინებაა საჭირო. არიან მზარეულები, რომლებსაც როგორც პიროვნებებს, პატივს ვცემ, მაგრამ ჩანს, რომ შეცდნენ პროფესიის არჩევაში, რის გამოც ძალიან ცუდ შედეგს ვიღებთ. ამიტომ ხანდახან საჭიროა, ვიღაცებს სახეში შემოულაწუნო, რომ რეალობა დაანახვო. ისევ მათთვისაა უკეთესი, რომ დრო არ დაკარგონ და ის საქმე იპოვონ, რომელიც ნამდვილად მათია. მე სანამ აქამდე მოვიდოდი, მანამდე არქიტექტურა ვისწავლე, მერე – ინტერიერის დიზაინი, მერე წავედი ბერლინში და არქიტექტურის მიმართულებით მაგისტრატურა დავამთავრე, მერე ჩავაბარე ენებზე, მოგვიანებით კი მაგისტრატურა დავამთავრე ლანშაფტის მიმართულებით. გამუდმებით ძიების პროცესში ვიყავი, მაგრამ ყოველთვის მქონდა შეხება სამზარეულოსთან. სკოლის პერიოდში ბარმენად ვმუშაობდი, მაგრამ ოჯახისგან ფარულად, რადგან მაშინ ეს სირცხვილად ითვლებოდა. მივდიოდი სკოლაში და თითს იშვერდნენ, ეს ადამიანი ბარში მუშაობსო. მერე იგებდნენ, რომ ამას ანაზრაურების გარეშე ვაკეთებდი, რადგან მინდოდა, მესწავლა, ინტერესი მქონდა, რაც მათთვის გაუგებარი იყო. ოთხმოცდაათიან წლებში კერძო სკოლაში ვსწავლობდი და საკმაოდ მაღალი გადასახადი იყო, ბარებში და რესტორნებში მუშაობა კი ყველაზე დაბალ დონედ ითვლებოდა. ამიტომ ვერაფრით იგებდნენ, რატომ ვაკეთებდი ამას, თან, როცა არქიტექტურაზე ვაპირებდი ჩაბარებას. ჩემმა მშობლებმა რომ გაიგეს, ბარში ვმუშაობდი ბარმენად, მამაჩემი მივიდა და ჩემს უფროსს ფული გადაუხადა, რომ სამსახურიდან გამოვეგდე და გამომაგდეს. ოჯახმა ძალიან დიდი ინვესტიცია ჩადო ჩემს განათლებაში, ამიტომ აპროტესტებდნენ ამ ყველაფერს. მერე, სეზონურ დასვენებებზე ოფიციალურად დავიწყე მუშაობა და ამაზე უკვე თვალს ხუჭავდნენ. მიხვდნენ, რომ წინააღმდეგობას აზრი არ ჰქონდა, თან სწავლაშიც არ მეშლებოდა ხელი.
– პირველად როდის დაინტერესდით კულინარიით?
– ჯერ კიდევ ბაღში, სამი წლის ასაკში ვიპარებოდი სამზარეულოში, სკამზე ვდგებოდი და ქვაბში ვიხედებოდი, თუმცა არასდროს ვჭამდი. ბებიას ხელჩაკიდებული დავყავდი სკვერებში, იქნებ რამე ადგილი მომწონებოდა, სადაც დავჯდებოდი და შევჭამდი, ამასაც მნიშვნელობა ჰქონდა. ცოტა რომ წამოვიზარდე, მეც და ჩემი ძმაც ხშირად ვიმზადებდით საჭმელს დამოუკიდებლად. დედა ძალიან კარგი კულინარია. ჩვენთან სულ სუფრა იყო გაშლილი და სტუმრისთვის კარი ყოველთვის ღია გვქონდა. ასეთ გარემოში გაზრდამ ჩემზე გავლენა მოახდინა. 2006 წელს მარტო დავრჩი – ბერლინში  გადავედი საცხოვრებლად და ერთი წლის შემდეგ მივხვდი, რომ გარეთ ჭამა ძალიან ძვირი მიჯდებოდა. დედას ვურეკავდი და ვეკითხებოდი, რის გასაკეთებლად რა იყო საჭირო. სტუდენტობის პარალელურად, მზარეულის დამხმარედ დავიწყე მუშაობა ქართულ რესტორანში. თერთმეტ თვეში შეფ-მზარეული გავხდი –  ხალხმა მომცა დიდი სტიმული. ერთხელ რომ შემოვიდოდნენ, მეორედ უკვე ჩემს მომზადებულ კერძებს ითხოვდნენ. ვმუშაობდი, გერმანულ-რუსულ რესტორანში, შემდეგ ისევ ქართულში. ცხრა წელი ვიყავი გერმანიაში.
– პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდით. როგორი იყო ის პერიოდი?
– პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვმუშაოდი, როგორც მიწვეული შეფი. ეს სამსახური დიდი ექსტრემი და პასუხისმგებლობა იყო. მხოლოდ ჩვენსას არა, სხვა ქვეყნის პირველ პირებსაც ვუმასპინძლდებოდით. ყველა ქვეყნის პირის გემოს ითვალისწინებ, ჩარჩოებში ხარ, წინასწარ ათანხმებ მენიუს პროტოკოლთან, დროშიც შეზღუდული ხარ და ვიზუალშიც. თავზე ექიმი გადგას, რომ რამე არ მოხდეს – ვიღაცას ვიღაცის მოწამვლა არ მოუნდეს, მოკლედ, ძალიან სტრესული გარემოა. მახსოვს, ერთმა პრეზიდენტმა ომლეტი მოითხოვა ბავშვისთვის, მერე თვითონაც მოუნდა, ერთმა ოფიციალურ ვახშამზე ჭაჭა გვთხოვა. ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა მოთხოვნას ვაკმაყოფილებთ, მაგრამ თვითონ სხვის თვალში ერთი საფეხურით დაბლდება. პრეზიდენტისგან წამოსვლის შემდეგ გავხსენი ჩემი რესტორანი. სადაც სტუმართან ვდგები ერთი-ერთზე, რაც ძალიან რთულია. სტუმარი თავიდან ბოლომდე ხედავს მზადების პროცესს და შენ ხედავ მის ემოციებს, როცა კერძს აგემოვნებს, რაც დიდი პასუხისმგებლობაა. მაქვს საავტორო სამზარეულო და ჩემი მომხმრებლის 90 პროცენტი უცხოელია, ისინი ერთმანეთს გადასცემენ ინფორმაციას, რაც ჩემთვის ყველაზე კარგი რეკლამაა. მაქვს კიდევ ერთი რესტორანი – „შეფის ბებია“, რომელმაც გასულ წელს „წლის საუკეთესო კონცეპტის“ სტატუსი აიღო. ცოტა ხნის წინ გავხსენი მესამე რესტორანი – „შეფის ძმები“, რაც ჩემი კონცეფციის გაგრძელებაა, რომელიც ძალიან ფართო სპექტრს მოიცავს, ესაა: კინო, თეატრი, დამკრძალავი, ბიურო, საბავშვო გასართობი ცენტრი.
– დამკრძალავი ბიურო?
– როცა ახლობელ ადამიანს კარგავ, არაფერზე ფიქრის დრო არ გაქვს. როგორც არქიტექტორმა, მინდა დავაპროექტო ისეთი შენობა, სადაც იქნება რესტორანი, ასევე სივრცე მიცვალებულის დასასვენებლად, სივრცე, სადაც გაიყიდება ჭირისუფლების ტანსაცმელი, მოკლედ ყველაფერი, რაც საჭიროა ასეთ მომენტში. თუმცა, ეს ძალიან ადრეა საქართველოსთვის. ისევე, როგორც ჩემი ერთმაგიდიანი რესტორანი. მაგრამ ამან ძალიან გაამართლა. საქართველოში შემოვიდა ფრანგული ორგანიზაცია, რომელიც ამოწმებს რესტორნების ხარისხს და პირველ წელს მომანიჭეს სტატუსი – „წლის აღმოჩენა“, ზუსტად „შეფკონსტანტის“ გამო და მეორე წელს ეს შეფასება მეორე რესტორანმაც დაიმსახურა.

скачать dle 11.3