კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა ოჯახურ ტრაგედიას შეესწრო დავით დვალიშვილი 3 წლის ასაკში და როგორ თქვა მან უარი „კაგებეს“ აგენტობაზე

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ განსახიერებული ბადრი კოლიას ნეგატიური როლი, პირველია მსახიობ დავით დვალიშვილისთვის, რომლის გამოც მაყურებელში უარყოფითი დამოკიდებულება გამოიწვია.
  დავით დვალიშვილი: აქამდე ამ ხასიათის როლი არ მითამაშია. თუმცა ვიტყვი, რომ ეს კაცი მართალია, მან ასე იცხოვრა, ასე მოვიდა დღემდე და ასე შექმნა ცხოვრება – ძალით და მუშტით. მისნაირი ადამიანი ძალიან ბევრია და თუ მასზე ვინმე ცუდს ამბობს, მათ შორის ბევრი ის იქნება, თვითონ რომ ზუსტად ასეთია. მას თავის სიმართლე აქვს, რაშიც ვერავინ შეედავება. ახლა ჩემს გულში და ტვინში ვეძებ ამ როლისთვის საჭირო თვისებებს და მათ გაღვიძებას ვცდილობ. სხვათა შორის, ჩემი შვილი წერდა, არ არის მამაჩემი ეგეთიო (იცინის). მე ამ როლს ვთამაშობ და ახლა ამ კაცის ყველაფერი მომწონს, ის კაცი უკვე მე ვარ, ანუ ეგეთი ვარ. სანამ ამ როლში ვიქნები, ასე იქნება.
– როგორია თქვენი პროფესიული გზის დასაწყისი?
– მამაჩემი ვანელია, დედა – ხონელი, მაგრამ მე ტყიბულში გავჩნდი. 1935 წელია, მამაჩემი ნასვამი მოდის საკუთარ სოფელში. საბჭოს შენობის კედელზე ვიღაცას კიბე აქვს მიდგმული და ლენინის სურათს აჭედებს. ამას რა უნდა აქო მამაჩემმა, მოკიდა ხელი ლენინის სურათს და გადააგდო წყალში. წარმოიდგინეთ, რა მოჰყვებოდა ამას იმ დროს და ეს რომ არ მომხდარიყო, ტყიბულში წავიდა და მიწაში ჩაძვრა. იქ ხელშეუხებელი იყო, შახტაში დაიწყო მუშაობა. ტყიბულს „ბრონი“ ჰქონდა. ამიტომაც დავიბადე ვანელი კაცი იქ. მერე სამტრედიაში გადმოვედით საცხოვრებლად და სკოლა იქ დავამთავრე. ერთი გოგო მომწონდა. გავიგონე, მეგობარს ეუბნებოდა, მხოლოდ მსახიობს გავყვები ცოლადო და გადავწყვიტე, მსახიობი გავმხდარიყავი. ჩამოვედი და ჩავაბარე თეატრალურში. მერე ათი წელი ქუთაისში ვიყავი, მაშინ განაწილება იყო, უმუშევარს არავინ გტოვებდა. იმ წელს ოცდაათმა კაცმა დავამთავრეთ თეატრალური, დღეს ორასი ამთავრებს. ყოველწლიურად ამდენი არტისტი სად უნდა წავიდეს?
– მიუხედავად მრავალი წარმატებისა, თქვენ ხომ არ გინანიათ, ეს პროფესია რომ აირჩიეთ?
– აქ შემოსავალი არაა, მხოლოდ ენთუზიაზმია. არ ვიცი, რა გვჭირს. მეწყინა დღევანდელ მთავრობაზე რომ თქვეს, უნიათოები არიანო, მაგრამ მართლა ასე გამოდის. ჩვენი „კუხნიდან“ ვუყურებთ სამშობლოს. გვიმტკიცებენ, მოწინავე ქვეყანა ვართ ევროპაშიო, მე რატომ ვერ ვგრძნობ ამას? მსახიობობა კი არა, სიცოცხლე აღარ გინდა ადამიანს. იცით, საქართველო რატომაა ყველაზე კარგი ქვეყანა? აქ შეიძლება, ერთი ოჯახი თვეების განმავლობაში მეგობრების ხარჯზე ცხოვრობდეს. ამას სხვაგან ვერსად ნახავთ. მე ამ ქვეყანაში რომ ვცხოვრობ, ეს მიხარია და რატომ მიხდიან სანანებლად საქმეს. არაფერი მაქვს სანანებელი, ზამთარში შიშველმაც რომ ვიარო, მაინც არ ვინანებ, რაც ჩემი ქვეყნისთვის გამიკეთებია. 71 წლის ვარ და 71 დღე არ დამისვენია. ერთ ფილმში მთავარ როლზე გადამიღეს. კაპიკი არ ამიღია და არც მაძლევენ. ეგ კი არა, ხუთასი ლარი მივიტანე ჩემი და ისიც არ მოუციათ. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს, მაგრამ მაინც არ ვნანობ, რომ ეს პროფესია ავირჩიე.
– თქვენი ცხოვრების სიყვარულის ამბავიც გავიხსენოთ.
– ქუთაისში ყოფნის დროს მოვეწონე ერთ გოგოს, მერე მეც მომეწონა. მალე დავქორწინდით, ორი შვილი გაგვიჩნდა. მერე აქ გადმოვედით. მაშინ ცოტა პრობლემები მქონდა „კაგებესთან“.
– რას გულისხმობთ?
– „ვერბოვკაზე“ ვთქვი უარი. ყველას სთავაზობდნენ, ზოგი ემსახურა, ზოგი – არა. მე უარი ვთქვი და ბინა არ მომცეს, საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. ყველამ თავის ჭუჭყიან საცვალს მიხედოს, სხვას ნუ აბრალებენ რაღაცებს და საკუთარ თავს ანგელოზებად ნუ გვაჩვენებენ. ძალიან ბევრმა არ თქვა უარი და კარგად ვიცი, ვინ ვინაა, მაგრამ ისე ამტკიცებენ საპირისპიროს, თვითონვე იჯერებენ. მე კი არა, ეგენი არიან არტისტები. მახსოვს, ვიღაც კაცი მოდიოდა ხოლმე ჩემთან, სახლში – საშინელი მომენტი იყო, რომ დაინახავ და ტანში გცრის. კი არაფერს გვეუბნებოდა, მაგრამ ხომ ვიცოდი, რაც უნდოდა და ვინც იყო. იმ დროს ჩემი ცოლი აბარებდა, მოვიდა და ამბობს, მათემატიკაში ჩავიჭერი, ორიანი მივიღე. გაგებაში არ ვარ, რატომო. არადა, კარგად იცის ეს საგანი. მოვიდა ეს კაცი, გაიგო ეს ამბავი და გვეუბნება, რა ორიანი, ოთხიანი აქვს მიღებულიო. გადავამოწმეთ, მართლა ოთხიანი ჰქონდა. მამაჩემმა ეს რა კარგი მეგობარი გყოლიაო. ამ დროს მე ტანში მცრიდა, რადგან ხომ ვიცოდი, რეალურად ამით „დავერიაში“ შემოდიოდნენ – ნიადაგს ამზადებდნენ და მერე მარტივად მოგაწერინებდნენ ხელს, მაგრამ უარი ვთქვი.
– შვილები რას საქმიანობენ?
– უფროსი შვილი 1993 წელს წავიდა გერმანიაში და მიხაროდა. უცხო ენები დაამთავრა და სწავლა მიუნხენში გააგრძელა. ქმარი ქართველი ჰყავს, მაგრამ მისი შვილები ერთმანეთს გერმანულად ეჩხუბებიან. აქ ჩამომსვლელი არცერთი არაა. ეს მიგლიჯავს გულს, რამდენი გონია გასული ჩვენი ქვეყნიდან და უკან მომბრუნებელი არავინაა. ზაფხულობით ჩამოდიან. სიძეც დიდი ხნის წასულია, იქ გაიცნეს ერთმანეთი, კოტე მახარაძის დისშვილია. ერთი ორი ათასი დოლარი მაინც მექნება ხელფასი რომ ჩამოვიდეო? თუ გიყვარს აქაურობა, ჩამოდი, ავაშენოთ ერთად ეს ქვეყანა და მერე რამდენიც გვექნება, გვექნება-მეთქი. მაგრამ, არ ჩამოვლენ. მარტო ჩემს შვილზე კი არ ვამბობ, ძალიან ბევრ მისნაირზე და ამიტომაცაა ქვეყნის დასასრული. თბილისში ვერ გაივლი, ბათუმში ვერ გაივლი, ახალციხეში ვერ გაივლი და ამ დროს ესენი ეჩხუბებიან ერთმანეთს, როდის იქნება გეების პარადი მათ პატივსაცემად, როცა მიწას და დედმამის საფლავს არ სცემენ პატივს.
  მეორე შვილს რაც შეეხება – ალექსანდრე აქ ცხოვრობს, უმუშევარია 45 წლის კაცი. ეკონომისტია, მერიაში მუშაობდა და ნაციონალები რომ მოვიდნენ, წამოვიდა. ორი შვილი ჰყავს, ბიჭი სამართალზე სწავლობს, გოგო – ჟურნალისტიკაზე. ძალიან გონიერები არიან და მიხარია, მათნაირი თაობა რომ მოდის. მათ თუ ეროვნულად იაზროვნეს, რაღაცას უშველიან ქვეყანას. მაგრამ ბაზა არ აქვთ, რადგან ეროვნულს არაფერს ასწავლიან.
– ამდენი რამ გამოგივლიათ და ყველაზე რთულად რა გახსენდებათ?
– მე არ ვარ ის კაცი, ტანჯვითა და ცუდი მოგონებებით რომ ცხოვრობს. ფილტრი მაქვს გონებაში და ვცდილობ, გაჭირვების ტვირთი მოვიცილო. არ მახსოვს, სკოლაში რომ ორიანი მივიღე, მაგრამ გოგოს რომ სიყვარულს ვუხსნიდი, ეგ მახსოვს. უფრო მნიშვნელოვანი მოვლენები შემორჩა ჩემს მეხსიერებას. სხვათა შორის, ძალიან ადრეული ასაკიდან მაქვს მახსოვრობა. რომ გითხრათ, მახსოვს, ფეხზე როგორ გავიარე-მეთქი, არ დამიჯერებთ, არადა ასეა. მახსოვს, მატარებლით მოვდივარ ქუთაისიდან. ფანჯარასთან ვზივარ და ვთამაშობ. იქით დედა და მამა სხედან. დედას ხელში ბავშვი უჭირავს ტილოში გახვეული და ტირის. მამაჩემმა უთხრა, ნუ ტირი, თორემ ჩაგვსვამენო. მერე მახსოვს, დაკრძალვა. თურმე, ჩემი პატარა და დაღუპულა, სხვა საშუალება რომ არ ჰქონდათ, მატარებლით მოჰყავდათ, როგორც ცოცხალი ბავშვი. ეს მომენტი კარგად მახსოვს. დედა ტირილს ვერ იკავებდა. მაშინ საშინელი რეჟიმი იყო – სტალინური და ჩეკისტი კონტროლიორები მიცვალებულს როგორ გააჩერებდნენ მატარებელში?! ამიტომ ეუბნებოდა მამა, მოითმინეო. მაშინ სამი წლის ვიყავი, მაგრამ სიტყვებიც კი მახსოვს. დანარჩენ შემთხვევებში ვცდილობ, უარყოფითი მოგონებები არ დავაგროვო, მერე თითქოს ყოველდღიურობად იქცევა. თუმცა, მომავალზე რომ ვფიქრობ, ამ რეალობიდან გამომდინარე, მგონი, დასაიმედებელი არაფერი ჩანს.

скачать dle 11.3