№20 კომპანია „ავერსი“ – 25 წელი თქვენი ჯანმრთელობის სამსახურში!
ნინო კანდელაკი ნინო კანდელაკი
„გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!“ – ეს კომპანია „ავერსის“ სლოგანია, რომლის მთავარი საზრუნავი მომხმარებლის ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. გაუადვილოს ადამიანებს საკუთარ და სხვების ჯანმრთელობაზე ზრუნვა – ასეთი მისია დაუსახა „ავერსმა“ საკუთარ თავს, რომლისკენაც მიმართულია მისი მრავალმხრივი საქმიანობის სპექტრი, მათ შორის, უწყვეტი რეგიონული გაფართოება და საქართველოს ყველა ქალაქში ახალი ტიპის აფთიაქების გახსნა. ამ მიზნის რეალიზებას ხელს უწყობს ისიც, რომ „ავერსის“ პროდუქცია და სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომია. კომპანიაში ათი ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მათ უკან კი, ოჯახების სახით, უამრავი ადამიანი დგას.
ლალი ბრეგვაძე (კომპანია „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი): მიმდინარე წელს კომპანია „ავერსს“ 25 წელი უსრულდება, ჩვენი კომპანიის ისტორია ყაზბეგის ხუთ ნომერში გახსნილი ერთი აფთიაქით იწყება და წარმოუდგენლად დიდი სასიკეთო საქმეებით გრძელდება. დღეს „ავერსი“ ქვეყნის მასშტაბით 246 აფთიაქითაა წარმოდგენილი, სადაც ყოველთვიურად ორ მილიონზე მეტი მომხმარებელი გვსტუმრობს. მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და მეამაყება
, რომ მე ამ გუნდის წევრობის მეთვრამეტე წელს ვითვლი. თითოეული წევრი, ჩვენი დამფუძნებლით დაწყებული, მომხმარებლის ინტერესებიდან გამომდინარე მუშაობს. სწორედ ამიტომ შექმნა „ავერსმა“ კლინიკათა ქსელი და სადაზღვევო კომპანია, რათა მომხმარებელს ჯანმრთელობისთვის საჭირო ყველა პროდუქტი მისაღებ ფასად შესთავაზოს.
– ქალბატონო ლალი, „ავერსი“ ერთგულ მომხმარებელს უამრავ შეღავათს სთავაზობს, გვესაუბრეთ მათ უპირატესობაზე.
– „ავერსის“ მომხმარებელს „მტრედი ბარათის“ საშუალებით ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 23-პროცენტიანი ფასდაკლებით, ფაქტობრივად, თავის ფასში შეუძლიათ მედიკამენტების შეძენა, ასევე, ბარათზე დაგროვილი ქულების სხვადასხვა პროდუქციაში ან „ავერსის“ გათამაშების ბილეთებზე გადაცვლა. მესამე წელია, „ავერსს“ აქვს დედების კლუბი, რომელსაც საკმაოდ აქტიურად იყენებენ კლუბის წევრები – დიდი ფასდაკლებით სარგებლობენ ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე.
ნებისმიერი აქტივობის დროს მხოლოდ მომხმარებლის ინტერესებიდან გამოვდივართ და ვცდილობთ, მათ სეზონურად, სხვადასხვა დღესასწაულებთან დაკავშირებით დამატებით სპეციალური აქციები შევთავაზოთ.
– „ავერსი“ დიდი ხანია, გასცდა მხოლოდ სააფთიაქო საქმიანობას – „ავერსის“ კლინიკები მძლავრ, თანამედროვე სამედიცინო ცენტრებად ითვლება საქართველოში.
– „ავერსის“ კლინიკათა ქსელი საკმაოდ წარმატებული და ძალიან გამართლებული პროექტია. ჩვენი დამფუძნებელის მიდგომით, „ავერსის“ კლინიკები მხოლოდ და მხოლოდ ბოლო თაობის აპარატურითაა აღჭურვილი, რაც ჩვენ, პროფესიონალების დიდ გუნდთან ერთად, ნამდვილად გამოგვარჩევს. ჩვენთან პაციენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რასაც „ავერსის“ კლინიკების მომსახურების მაღალი დონე განაპირობებს. არ შემიძლია, არ აღვნიშნო ქირურგიის ეროვნული ცენტრის სხივური ამაჩქარებლები, რომლებსაც სასწაულებრივი შედეგები აქვთ. დღეს ჩვენს მოქალაქეებს ქვეყნიდან გაუსვლელად მძიმე დაავადების წარმატებით დამარცხება შეუძლიათ. სულ მალე – ივნისში გვექნება აპარატი, რომელიც 2-მილიმეტრიან სიმსივნურ ქსოვილსაც კი აღმოაჩენს. ვფიქრობ, ეს საქართველოს ჯანდაცვის დიდი წარმატებაა.
– „ავერსი“ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა, თუმცა, კომპანიის ხელმძღვანელობას არ უყვარს ამაზე საუბარი.
– „ავერსი“ ყოველწლიურად მილიონ ლარზე მეტს ხარჯავს არაერთი საჭირო და სასიცოცხლო
მნიშვნელობის პროექტის დაფინანსებაზე. კომპანია „ავერსი“ და „ავერსის კლინიკა“ იყო პირველი, რომელმაც მაღალმთიან რეგიონებში დაიწყო გასვლა, ადგილზე საჭირო კვლევების ჩატარება და უფასოდ მედიკამენტების დარიგება, რაც შემდგომ არაერთი კლინიკისთვის აღმოჩნდა მაგალითი. „ავერსი“ ეხმარება ყველა მრავალშვილიან ოჯახს – ვისაც ხუთი და მეტი შვილი ჰყავს. წლებია, აფინანსებს ოლიმპიურ კომიტეტს და სრულიად უფასოდ ხდება ჩვენი სპორტსმენებისთვის მედიკამენტების მიწოდება, საჭირო კვლევებისა თუ ოპერაციების ჩატარება, რაც ნამდვილად ეროვნული საქმეა. „ავერსის“ სახელწოდებით გავხსენით საქველმოქმედო ფონდი, სადაც ყოველდღიურად უამრავი წერილი შემოდის. გვწერენ ისინი, ვისაც სჭირდება მედიკამენტით დახმარება, ვერ იტარებენ კვლევას და ამ ყველაფერს „ავერსი“ აფინანსებს. პიონერები ვართ ყველა კეთილ წამოწყებაში, რისი ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს.
– როგორია „ავერსის“ სამომავლო გეგმები?
– 2019 წელს საკმაოდ სერიოზული გეგმები გვაქვს, რაც, რა თქმა უნდა, სააფთიაქო ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას გულისხმობს როგორც რეგიონში, ისე თბილისში. გვაქვს ქართული ფარმაცევტული წარმოება, სადაც 2019 წლისთვის, ასევე, გრანდიოზული გეგმები გვაქვს. ვაპირებთ, დავამატოთ ახალი საწარმოო ხაზები, რაც ვფიქრობ, ქართულ ფარმაციაში დიდი გამარჯვება იქნება. გვინდა, სახელი ამ მიმართულებითაც დავიმკვიდროთ.
თამამად შემიძლია, ვთქვა, რომ კომპანია „ავერსი“ 25 წლის იუბილეს ღირსეულად ხვდება, წინ კი უფრო დიდი გეგმებია!