კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა რიტუალი უნდა ჩავატაროთ წითელი ძაფით ან ლენტით, რომ ურთულესი დაავადებებისგან გავთავისუფლდეთ

ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი

  ბევრს გინახავთ ალბათ ადამიანი შალის ძაფის აქსესუარით: სამაჯურად ხელზე, ყელზე, წვივზე კოჭთან... ის კი არადა, თვალისგან დაფარულად, მას ტანსაცმლის შიგნით, წელზეც კი ატარებენ თურმე. რჩევებს ამის თაობაზე მოგვცემს ეზოთერიკოსი, ბატონი ოთარ გ.
– წითელი შალის ძაფი იღბლისა და წარმატების სიმბოლოა, მაგრამ ძაფის მაგიურ ძალას ადამიანის განკურნებაც შეუძლიაო, რისი შეტყობაც, ალბათ უფრო დააინტერესებს ჩვენს მკითხველს. დავიწყოთ მწვანე ძაფით, რომლის შედეგები მართლაც ფანტასტიკურია.
– რატომღაც ბევრმა არ იცის, არადა საკმაოდ პრიმიტიულ და ბანალურ მაგიაზეა ლაპარაკი, რომელსაც ძალიან დიდი ხანია, მიმართავდნენ ჩვენი წინაპრები. ხერხემლის პრობლემები ყველა თაობისთვის მტკივნეული თემაა. ხშირია პათოლოგიები ბავშვებში, მოზრდილებში და რა თქმა უნდა, ასაკის მატებასთან ერთად, უფრო და უფრო ბევრ ადამიანს აწუხებს ის. ამ ყველაფერს თუ შემთხვევით ტრავმებსაც დავუმატებთ, წარმოიდგინეთ, რამდენ ვინმეს სჭირდება შესაბამისი დახმარება. ჩამოთვლილთაგან რომელიმე პრობლემა მაინც თუ გაწუხებთ, გირჩევთ, წელზე შემოირტყათ შალის მწვანე ძაფი, რომელსაც 38 კვანძი უნდა გაუკეთოთ. ეს იმდენად ძველი და ნაცადი მეთოდია, რომ თქვენს ნაცნობებშიც იქნება ისეთი, ვისაც მწვანე შალის ძაფის მაგიამ მოუხსნა პრობლებები ხერხემალზე.
– კი, იყო ასეთი შემთხვევა და იმიტომაც დავინტერესდი ამ თემით.
– მეც გიამბობთ ერთი შუახნის ქალბატონის ამბავს, რომელიც დაეცა და ხერხემალის მძიმე ტრავმა მიიღო. ქალი დიდხანს იწვა რეანიმაციაში. საბოლოოდ, ექიმებმა ხელი ჩაიქნიეს და მისი ფეხზე დადგომის შესაძლებლობა საერთოდ გამორიცხეს. 7 თვის შემდეგ კი ქალი იქ საკუთარი ფეხით მივიდა და თქვენ ცდებოდითო, განუცხადა საავადმყოფოს პერსონალს. ექიმები სახტად დარჩნენ და ერთხმად აღიარეს, რომ არათუ მისი ფეხზე დადგომის, საერთოდ თუ იცოცხლებდა, იმის იმედიც არ ჰქონდათ. მისი მონაცემები ისრაელის ცნობილ კლინიკაშიც კი გადაგზავნეს, მაგრამ არც იქიდან ყოფილა სანუგეშო სიგნალი. ახლა რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს ჩემთან. ერთხელ ტელეფონით ვიღაც ქალი მირეკავს და მეკითხება: გახსოვთ ის პაციენტი, ხერხემალი რამდენიმე ადგილას რომ ჰქონდა გადატეხილი, თანაც ისე, რომ ქსოვილები აღდგენას აღარ ექვემდებარებოდაო. ვუპასუხე: როგორ არ მახსოვს, მძიმე შემთხვევა იყო და ახლა როგორ არის-მეთქი? კითხვა დამთავრებულიც არ მქონდა, რომ ოთახში სწორედ ის ქალი შემოვიდა, თანაც, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. ღიმილით გადამეხვია და მითხრა: შემომხედეთ და თავად შეაფასეთ, როგორც ვარო. საქმე ისაა, რომ საავადმყოფოდან უიმედოდ გამოწერილს სწორედ მე ვურჩიე, მწვანე ძაფის მეთოდისთვის მიემართა. აი, ასეთია ეს სასწაულმოქმედი მწვანე ძაფი წელზე, რომელიც ასწორებს ხერხემალს, აღარ იჭიმება ფეხი... მოკლედ, საოცარი შედეგები აქვს. მაგრამ, კიდევ არის რამდენიმე „ფიშკა“, რაც შეიძლება, რომ ამ ძაფს შეაბათ. აღმოჩნდა, რომ ჰემოროიდული კვანძების შემთხვევაში, მწვანე ძაფს ზემოდან უნდა დაამაგროთ გასაღები და წინა მხარეს დაიკიდოთ – დაავადება თანდათან გაქრება და პაციენტი სრულიად გამოჯანმრთელდება. ხოლო, ძაფს თუ შეატრიალებთ და გასაღებს უკანა მხარეს, დუდნდულებშორის დაიკიდებთ, საშვილოსნოდან ყოველგვარი სისხლდენა შეწყდება. თან, გახსოვდეთ, რომ როგორც თავიდან ვახსენე, კვანძი, ჩვეულებრივ, 38 უნდა ჰქონდეს.
– მუცელზე არა, მაგრამ ყელზე კი შემინიშნავს მწვანე ძაფი ზოგიერთებისთვის.
– მართალია. მაგალითად, მწვანე ძაფს თუ ყელზე შემოიხვევთ და ზურგს უკან გაკვანძავთ, ზედ კი გასაღებს დაიკიდებთ, რომელსაც ბეჭებშორის, ერთი-ორი თვე ატარებთ, მაშინ ცხვირიდან ხშირი, შემაწუხებელი სისხლდენა შეგიწყდებათ. აღნიშნული სისხლდენა კი თანმდევია ისეთი დაავადებებისა, როგორიცაა: ღვიძლის ციროზი, გადატანილი ჰეპატიტი და სხვა ჰერპეს-ვირუსული ინფექციები. მაგრამ, თუ ისე მოხდა, რომ სამი თვის განმავლობაში შედეგი არ დადგა, ძაფი კი იგრიხებოდა, გორგალდებოდა ან ჩამოიწელა, უნდა მოიხსნათ და ისევ თავიდან შემოიხვიოთ ყელზე. ყველაფერი იგივენაირად გაიმეორეთ, როგორც თავიდან გააკეთეთ და აუცილებლად გიშველით. ასევე, თუ მახსოვრობის პრობლემა შეგექმნათ და ბევრი რამ გავიწყდებათ, აიღეთ შალის ყვითელი ძაფი, ბოლოში 8-9-ჯერ გამოკვანძეთ და რამდენჯერმე შემოიხვიეთ ყელზე.
– სხვა ფერის ძაფებზე რას გვეტყვით?
– როცა ადამიანს დაავადებული თირკმელები აქვს, მან ორივე, მარცხენა და მარჯვენა მაჯაზე, ლურჯი ძაფი ან ლენტი უნდა შემოიხვიოს. აღსანიშნავია, რომ ლენტს მარჯვენა ხელზე ორი, ხოლო მარცხენაზე – ოთხი კვანძი უნდა ჰქონდეს. რაც შეეხება ხსენებულ წითელ ძაფს, თუ მას მარჯვენა მაჯაზე შეიბამთ, აუცილებლად შეგაწუხებთ გული, ხოლო მარცხენაზე – გულის რითმი ნამდვილ ომს გამოგიცხადებთ. ასე რომ, მოდად ქცეული წითელი ძაფის ხელზე ტარება საკმაოდ სახიფათოა ჯანმრთელობისთვის. იკითხავთ: აბა, რატომ იკეთებენო. წითელი ძაფი საუკეთესო თერაპიაა ართრიტების დროს. წითელი შალის ძაფი ან ლენტი სხეულის იმ ნაწილზე უნდა შემოიხვიოთ, სადაც ართრიტი გიტევთ.
– კანის დაავადების დროს რა მაგიური რიტუალი ტარდება წითელი ძაფით?
– არსებობს გადმოცემა, რომ თუ კანზე წითელი გამონაყარი გაჩნდა, უნდა აიღოთ წითელი ქსოვილი, სასურველია, შალის და ზედ წაუსვათ ცარცი. ეს უნდა მოხდეს გამთენიისას და თან, სამჯერ უნდა წარმოთქვათ შემდეგი სიტყვები: „საიდანაც მოხვედი, ისევ იქ წადი“. ამის მერე ცარცი კვლავ წაუსვით ნაჭრის ზედაპირს ისე, რომ მთლიანად გაჯერდეს და კარგად შემოახვიეთ იმ ადგილს, სადაც წითელი ქარი, ეგზემა თუ ფსორიაზია გავრცელებული. ასე დატოვეთ 72 საათის განმავლობაში და დაელოდეთ შედეგს. სწორედ ასე კურნავდნენ წითელი ქარსა თუ ზემოხსენებულ სხვა, საკმაოდ რთულ დაავადებებს გრძნეული მკურნალი დედაბრები, რომელთა მსგავსსაც, ჯერ კიდევ შეხვდებით ზოგიერთ სოფელში – ერთდროულად, რაღაცნაირ შიშსა და მოწიწებას რომ იწვევენ ჩვენში. რაც მთავარია, არ დაგავიწყდეთ, რომ რიტუალს შედეგი მაშინ ექნება, თუ გამთენიისას ჩაატარებთ.

скачать dle 11.3