კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№ნიკა ლაშაური ბინძური მისია

დასასრული. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ #17-19(958)

  ზუსტად სამი წუთის შემდეგ თემურ შამუგიამ თვალები გაახილა და ჭერს დააკვირდა. შემდეგ საწოლზე წამოჯდა, ინგა და ირაკლი რომ დაინახა, თვალები გაუფართოვდა და სახე წამოეჭარხლა.
– გეტყობათ, გვიცანით და საერთოდ, ხვდებით, რაც ხდება – უთხრა ინგამ ახალგამოღვიძებულს.
– ვერაფერს ვხვდები და იქნებ ამიხსნათ? – რაც შეეძლო მშვიდად თქვა ტყვემ.
ინგამ ცინიკურად ჩაიცინა და გენერლის ტყუპისცალს უთხრა:
– ბატონო თემურ, ლოლიავისთვის არც დრო გვაქვს და არც სურვილი. ხოლო თუ არ გინდათ, რომ საშინელი წამებით ამოგხადოთ სული, ჩვენს კითხვებს უპასუხეთ.
– გისმენთ, ბატონო, ბრძანეთ, – მხრები აიჩეჩა თემურ შამუგიამ.
– რატომ აპირებდა ჩვენს მოკვლას ზუგდიდის რაიონის სოფელში თქვენი ტყუპისცალი ძმა, უშიშროების გენერალი ოთარ შამუგია? – ჰკითხა ინგამ.
– რაღაც გეშლებათ, – მხრები აიჩეჩა ტყვემ და დაამატა, – ყოველ შემთხვევაში, მე ამის თაობაზე არაფერი ვიცი.
– მოკლედ ასე, ბატონო თემურ, – ჩაერთო ირაკლი, – თქვენი ტყუილების მოსმენას არ ვაპირებთ და თუკი ნებით არ გვეტყვით სიმართლეს, მაშინ ძალით გათქმევინებთ.
– სიმართლეს გეუბნებით, – თქვა თემურ შამუგიამ.
ირაკლიმ დენში სარჩილავი და უთო შეაერთა და ტყვეს უთხრა:.
– სიმართლეს არ გვეუბნებით, მაგრამ აუცილებლად გვეტყვით. აბა, კეთილი ინებეთ და გაშიშვლდით, – ირაკლი ინგას მიუბრუნდა და უთხრა:
– ჩოგბურთის ბურთი მოიტანე, პირში რომ ჩავტენო და მისი ხმა დავახშო, თორემ  ზურგზე რომ გახურებულ უთოს გავუსვამ და გამოვუსვამ, უკან კი „პაიალნიკს“ გავუკეთებ ისე აყვირდება, რომ მის ხმას ციმბირში გაიგონებენ. ჩვენ კი ხმაური არ გვაწყობს.
– რას ამბობთ, მეგობრებო, ამას რისთვის მიკეთებთ, – ხმას აუწია შამუგიამ. ირაკლიმ კი ინგას უთხრა:
– ჯერ არ დაგვიწყია ამის დამუშავება და რამხელა ხმაზე ყვირის. ამიტომ, შეიძლება, ჩოგბურთის ბურთი გახეთქოს და პირში ბილიარდის შარი ჩატენე, თან, სკოტჩით მაგრად აუკარი, რომ გარეთ არ გამოაგდოს.
– გასაგებია. ახლავე ყველაფერს ვიზამ, – თქვა ინგამ და უჯრიდან ბილიარდის ბურთი და დიდი წებოვანი ლენტი ამოიღო.
ირაკლიმ დენის დამაგრძელებელში შეერთებული სარჩილავი საწოლის ტუმბოზე დადო და ინგას უთხრა:
– მოდი, ჩვენ გავაშიშვლოთ, თორემ თვითონ არ უნდა. დრო კი არ ითმენს.
– ყველაფერს გეტყვით, – თქვა შამუგიამ და შეშინებულმა ქალს შეხედა.
– თქვი... – კბილებში გამოსცრა ინგამ. ირაკლიმ კი დაამატა:
– იცოდე, სიმართლე თქვი, თორემ პატარა ტყუილსაც კი არ გაპატიებთ და „პაიალნიკის“ გარჭობა არ აგცდება!
– კი, სიმართლეს ვიტყვი, მაგრამ შემპირდით, რომ ჩემს ძმასა და საერთოდ, ჩვენს ოჯახს არ შეეხებით, – თქვა შამუგიამ.
– ჯერ სიმართლე თქვი და მერე გადავწყვეტთ. აბა, მიდი, ცოცხლად! – „წაახალისა“ ირაკლიმ შამუგია და სარჩილავი ცხვირთან მიუტანა.
თემურ შამუგიამ ამოიოხრა და თქვა:
– თქვენი მისია მხოლოდ ჯამბულ შამბას ზუგდიდში ჩამოყვანა იყო. ამის მერე უნდა გამქრალიყავით, თავიდანვე ასე იყო დაგეგმილი.
– რატომ? ისეთი რა დიდი საიდუმლოა თქვენი ძმისშვილის ტყვეობიდან გამოხსნა, რომ ამას ჩვენი ლიკვიდაცია სჭირდება? – იკითხა ინგამ.
თემურ შამუგიას სახე წამოეჭარხლა. ცოტა ხანს გაჩუმდა, ამოიოხრა და თქვა:
– მალხაზ გელანტია ჩვენი ძმისშვილი არაა.
– თქვენ გინდათ თქვათ, რომ ვითომ კონტრაბანდისტი, ვინც მალხაზ გელანტიას სახელით სოხუმში დაიჭირეს, თქვენი ძმისშვილი არაა? – იკითხა ინგამ.
– დაახლოებით, – მიუგო ტყვემ.
– კონკრეტულად თქვით. ნამიოკობანას თამაშს არ ვაპირებთ, – კბილებში გამოსცრა ირაკლიმ.
– სოხუმის რესტორანში მომხდარ კონფლიქტზე რაც გითხარით, სიმართლეა. ეს კაცი სინამდვილეშიც მალხაზ გელანტიაა და ნამდვილად კონტრაბანდისტი. ჩვენ მას დიდი ხანია, ვიცნობთ და ახლო ურთიერთობა გვაქვს. სოხუმში ის საიდუმლო მისიით იყო ჩასული და ამჯერად კონტრაბანდა მხოლოდ ფარი იყო. რომ არა რესტორნის ინციდენტი, ახლა ყველაფერი რიგზე იქნებოდა.
– აბა, ამოღერღე, რა მისიაზეა ლაპარაკი, – უთხრა ირაკლიმ.
– რა მისიაზე და მალხაზს სოხუმიდან ათას ორას ორმოცდაათი კილოგრამი ოქრო უნდა ჩამოეტანა, ანუ ას ოცდახუთი ცალი ათ-ათ კილოგრამიანი ზოდები.
ქალ-ვაჟმა ერთმანეთს შეხედეს და ერთდროულად დაუსტვინეს. შემდეგ კი ერთდროულადვე მიმართეს ტყვეს:
– შემდეგ?
– რა შემდეგ?! მალხაზი დაიჭირეს და ოპერაცია ჩაიშალა. მისი სოხუმში ყოფნა საშიში იყო, რადგან ოქროს ამბავი რომ გამომჟღავნებულიყო, მას სხვები ჩაიგდებდნენ ხელში და მე და ოთარმა მისი ტყვეობიდან გამოხსნა გადავწყვიტეთ.
– მისი ტყვეობიდან გამოხსნა და ლიკვიდაცია, ისევე, როგორც ჩვენი. მერე კი ალბათ, იმ ოქროს ჩამოსატანად სხვა გზას მოძებნიდით, ხომ? – ჰკითხა ირაკლიმ.
– მე წინააღმდეგი ვიყავი ლიკვიდაციის, ეს ოთარის იდეაა, – თქვა ტყვემ.
– ეგ კიდევ საკითხავია, ლიკვიდაციის წინააღმდეგი იყავით თუ არა, მაგრამ ახლა ეს მნიშვნელოვანი არაა, – თქვა ინგამ და დაამატა, – აშკარაა, რომ რაღაცას მალავთ და ყველაფერი დაწვრილებით მოგვიყევით.
– მთავარი გითხარით და მეტი რა გინდათ? – თქვა ტყვემ.
ირაკლიმ სარჩილავს დაავლო ხელი და კბილებში გამოსცრა:
– ჩქარა ყველაფერი ამოღერღე, შე ბებერო ვირთხავ!
– კარგი, კარგი, ყველაფერს მოვყვები, აბსოლუტურად ყველაფერს.
– მიდი, დაიწყე! – უთხრა ირაკლიმ და სარჩილავი ტუმბოზე დადო.
გენერლის ტყუპისცალმა ამოიოხრა და თქვა:
– როგორც ადრე გითხარით, სამივე ძმა თავიდან ბოლომდე ვიბრძოდით აფხაზეთში და რაც ჩვენს უფროს ძმაზე მოგიყევით, აბსოლუტური სიმართლეა. სანამ ის ტყვედ ჩავარდებოდა და როლანდ თარბა მას თავს მოკვეთდა, გურამმა ერთი საიდუმლო გაგვიმხილა. ანუ, გვითხრა, სად ინახებოდა საქართველოს სახელმწიფოს კუთვნილი ოქრო, რომელიც ფარულად თბილისში უნდა ჩამოგვეტანა და მთავრობისთვის ჩაგვებარებინა. ეს მისია სწორედ გურამს ჰქონდა დაკისრებული და დავალება პირადად აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ მისცა. მოგეხსენებათ, თავმჯდომარე და მისი კოლეგები აფხაზებმა დახვრიტეს. დაღუპული გურამისა და მე და ოთარის გარდა ამის შესახებ მხოლოდ თამაზ გელანტიამ იცოდა, რომელიც ჩვენი ძმის მარჯვენა ხელი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი იყო. მალხაზი თამაზის ვაჟია და მაშინ ხუთი წლის იყო. სოხუმის დაცემამდე დღეები რჩებოდა და აშკარა იყო, რომ ომი წაგებული გვქონდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ოქრო თბილისში წამოგვეღო, სანამ ჯერ კიდევ ამის საშუალება არსებობდა. მე და ოთარმა ყველაფერი მოვამზადეთ და სამალავში რომ მივედით, იქ თამაზი დაგვხვდა. მოგვივიდა შელაპარაკება და თავდაცვის მიზნით, ოთარმა მას ესროლა და სამწუხაროდ, შემოაკვდა. ამასობაში მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა და საშინელი შეტევა დაიწყო. ოქროს ტრანსპორტირებაზე ლაპარაკიც კი ზედმეტი იყო. თამაზ გელანტიას ცხედარი სამალავს მოვაშორეთ და იქაურობას გავეცალეთ. შემდგომ თამაზის ცხედარი ჩვენმა ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს და წამოიღეს. მე და ოთარმა კი თბილისში ჩამოვასვენეთ. მისი ცოლ-შვილიც ჩამოვიყვანეთ, ჩვენვე შევუძინეთ ბინა და სისტემატურად ვეხმარებოდით. მალხაზმა ცოლი რომ მოიყვანა, ქორწილიც ჩვენ გადავუხადეთ. მოგვიანებით კი ჩვენვე „გავჭერით“ სიგარეტრების კონტრაბანდის ხაზი და მალხაზს ვაჩალიჩებდით.
– ეს ყველაფერი, ალბათ, იმიტომ გააკეთეთ, რომ ოქრო ჩამოგეტანათ და მალხაზს რომ გაასაღებდით, ამ საქმეში საბოლოო წერტილს დასვამდით. თუმცა, არ გაგიმართლათ, ხომ? – თქვა ინგამ.
თემურ შამუგიას სახე წამოეჭარხლა და უხმოდ გააქნია თავი.
– საინტერესოა, ამდენი ოქრო სოხუმში როგორ აღმოჩნდა. როგორც ვიცი, კომუნისტების დროს მთელი ოქრო მოსკოვსა და რუსეთის ცენტრალურ ქალაქებში ინახებოდა და თბილისშიც კი ძალიან ცოტას ტოვებდნენ, – თქვა ინგამ.
ტყვემ თავი ასწია და თქვა:
– სოხუმში ეს ოქრო ლავრენტი ბერიამ გადამალა. მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა მოსკოვს აღების საფრთხე დაემუქრა, საბჭოთა ოქროს მარაგის გაზიდვა და უსაფრთხო ადგილებში შენახვა დაიწყეს. ეს მისია სტალინმა ბერიას დააკისრა და მანაც ერთი ნაწილი თავის მშობლიურ სოხუმში გადამალა. ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან დადიოდა ხმები „ბერიას ოქროზე“ და ეს ყველას ლეგენდა ეგონა. მაგრამ, თურმე, სიმართლე ყოფილა. როგორც ჩვენმა ძმამ გვითხრა, ეს ათკილოგრამიანი ზოდები 999 სინჯისაა, ანუ ბაჯაღლოა და მას მეფის რუსეთის გერბი – ორთავიანი არწივი აქვს ამოტვიფრული. მისი ღირებულება კი ას მილიონ დოლარზე მეტია.
– შთამბეჭდავი რიცხვია, – თქვა ირაკლიმ. ინგამ კი დაამატა:
– შთამბეჭდავია, მაგრამ ადამიანის სიცოცხლესთან შედარებით არაფერია.
– გეთანხმები, ძვირფასო, მაგრამ ამ ტყუპისცალ არარაობებთან შედარებით, ფასი ნამდვილად აქვს, – თქვა ირაკლიმ და დააყოლა, – რას იტყვი, რა ვქნათ?
– მთავარია, მალხაზ გელანტია იყოს ცოცხალი და შევძლებთ მის გადარჩენას, – ინგამ ტყვისკენ გაიშვირა ხელი, – ამ ნაძირლის მონათხრობი უკვე დაფიქსირებული გვაქვს და ვფიქრობ, მისი ტყუპისცალი გენერალი შეეცდება საკუთარი ტყავისა  და მისი ძმის ხსნას.
თემურ შამუგია უხმოდ ისმენდა ქალ-ვაჟის დიალოგს და რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ირაკლიმ მას ნემსი გაუკეთა, იქვე მიაძინა და ინგას უთხრა:
– თორმეტსაათიანი გამოვუწერე. ამ დროში ძირითადს უნდა მოვრჩეთ. დრო არ ითმენს და საქმეს შევუდგეთ!
მძინარე ტყუპისცალს ირაკლიმ ხელბორკილი დაადო და საიმედოდ მიაბა. შემდეგ წყვილმა ყველა საჭირო ნივთი ზურგჩანთაში მოათავსა და სახლიდან გავიდა.
***
  ქალ-ვაჟს თემურ შამუგიას მობილური ტელეფონი ჰქონდა და სწორედ მისი მეშვეობით აპირებდნენ ტყუპისცალ გენერალთან დაკონტაქტებას. თავიანთი სახლიდან კი ეს არ გააკეთეს, რომ სპეცაპარატურას მათი კოორდინატები არ დაეფიქსირებინა. ირაკლიმ მხოლოდ თბილისის გასასვლელთან ჩართო ტელეფონი და მაშინვე ოთარ შამუგიას ზარი შემოვიდა.
– გისმენთ, – მშვიდად უპასუხა ირაკლიმ.
– ირაკლი ხარ? – ჩვეულებრივად, თითქოს არაფერი მომხდარიყო, იკითხა გენერალმა.
– კარგია, რომ მიცანით. ახლა ჯერ ერთ კითხვაზე მიპასუხეთ, – ცოცხალია თუ არა მალხაზ გელანტია?
– რა თქმა უნდა, – მიუგო გენერალმა და დაამატა, – მას მერე, რაც თქვენ გვიგანეთ, თქვენს უკითხავად რაიმეს გავბედავდით?
– თქვენი ნდობა არ შეიძლება, მაგრამ ვფიქრობ, არ ცრუობთ. ამიტომ, ასე გააგრძელეთ და ღმერთმა არ ქნას, რაიმე დააპიროთ, მაშინვე ცუდად შემოგიბრუნდებათ.
– გასაგებია. თემური სადაა?
– საიმედო ადგილზე. ახლა ტკბილად სძინავს. დაიღალა საბრალო, მას მერე, რაც ბერიას ოქროს პერიპეტიები გაიხსენა. სხვათა შორის, ეს ყველაფერი ფირზე გვაქვს აღბეჭდილი და ალბათ, ხვდებით, თუ რა შედეგი მოჰყვება მის გამოქვეყნებას?
– ვხვდები. ყველაფერი რიგზე იქნება. მითხარით, ჩემგან რას მოითხოვთ.
– პირველ რიგში, ჩვენი დევნა შეწყვიტეთ და ძებნის ბრძანებაც გააუქმეთ. მალხაზ გელანტია კი ახლავე ჩასვით მანქანაში და თბილისში ჩამოიყვანეთ. სულ რაღაც ხუთ საათში დაგიკავშირდებით და დანარჩენს მერე გეტყვით, – უთხრა ირაკლიმ გენერალს და ტელეფონი გამორთო.
***
  გენერალთან საუბრიდან სამი დღის შემდეგ სოხუმის აკვატორიიდან ფოთის მიმართულებით მოტორიანი იახტა გავიდა, რომელსაც მალხაზ გელანტია მართავდა. იახტის ტრიუმი უაქციზო კონტრაბანდული სიგარეტით იყო დატვირთული, რომლის საბაზრო ღირებულება 120 ათას ლარს შეადგენდა. იახტაზე იმყოფებოდა ირაკლიც, რომელიც მალხაზს სოხუმში ახლდა და კონტრაბანდის გადაზიდვაში ეხმარებოდა. სინამდვილეში, კონტრაბანდა მხოლოდ საფარი იყო და ახალგაზრდებს „ბერიას ოქრო“ მოჰქონდათ. ფოთის აკვატორიაში რომ შევიდნენ, იახტა სანაპიროს დაცვამ დააკავა და საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. ტრიუმი კი საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და იქ მხოლოდ უაქციზო, კონტრაბანდული სიგარეტები იპოვეს. ოქროს ზოდები მათ ორი საათით ადრე შუა ზღვაში, კატერზე გადაიტანეს, რომელსაც ინგა მართავდა. გოგონამ დაუბრკოლებლად ჩააღწია ფოთში. კატერი ნავსაყუდელზე გააჩერა და ირაკლისა და მალხაზის გამოჩენას დაელოდა.
  ბიჭები საღამოს ცხრა საათზე მივიდნენ. ზოდები მიკროავტობუსში გადაზიდეს და თბილისისკენ აიღეს გეზი. გამთენიისას უკვე საქართველოს დედაქალაქში იყვნენ და ზოდებიც საიმედოდ ჰქონდათ დაბინავებული.
– ესეც ასე.  ახლა დავისვენოთ. ხვალ საღამოს კი შევიკრიბოთ და მომავალზე ვიმსჯელოთ, – უთხრა ირაკლიმ მალხაზს და წყვილი თავის გზაზე წავიდა. მალხაზი კი ოჯახში დაბრუნდა, სადაც მას ცოლ-შვილი ელოდა.
– როგორ იმგზავრე, საყვარელო? – ჰკითხა მეუღლემ მალხაზს.
– კარგად. შენ როგორ ხარ?
– ცუდი ამბავი უნდა გითხრა.
– რა ამბავი?
– რა და ამ ორიოდე საათის წინ ტელევიზორში თქვეს, რომ წყნეთის აგარაკზე ოთარ და თემურ შამუგიების გვამები აღმოაჩინეს. თურმე, ვიღაცას ორი დღის წინ დაუხოცავს.
  მალხაზისთვის ეს ინფორმაცია სიახლე არ ყოფილა, რადგან ტყუპებს თავადვე მოუღო ბოლო და ამით მამამისის სისხლი აიღო, თუმცა ცოლს უთხრა:
– სამწუხარო ამბავია. ძალიან მეწყინა.
***
  მეორე დღეს, საიდუმლო საცავში მისულ მალხაზ გელანტიას ოქრო აღარ დახვდა. ინგა და ირაკლიც არსად ჩანდნენ. სტაჟიანი კონტრაბანდისტი ცოფებს ყრიდა და საკუთარ თავს ლანძღავდა მიამიტობისთვის. აშკარა იყო, რომ ქალ-ვაჟმა მალხაზი „გადააგდო“. გელანტიამ დაიფიცა, რომ მთელ ცხოვრებას მათ ძებნას მოანდომებდა და ორივეს მიწიდან ამოიღებდა.
  მალხაზის „გადაგდებიდან“ ერთი კვირის თავზე მალხაზის ტელეფონმა დარეკა.
– გისმენთ, – უპასუხა ახალგამოღვიძებულმა მალხაზმა.
– გინება არ დამიწყო და კარგად მომისმინე, – გაისმა ტელეფონში, მაგრამ მალხაზმა გააწყვეტინა:
– ირაკლი, შენ ხარ?
– მე ვარ და მომისმინე. ახლა მანდ დილის რვა საათია. ჩადი ქვემოთ და შენი ფოსტის ყუთიდან კონვერტი ამოიღე. მასში ყველა საჭირო საბუთია და პრაღის რეისის ავიაბილეთები. თვითმფრინავი თორმეტზე მიფრინავს. ოთხი საათი დაგრჩათ და იჩქარეთ. აეროპორტში მე და ინგა დაგხვდებით, გასაგებია?
მალხაზი შოკირებული იყო და სანამ ირაკლი ტელეფონს გათიშავდა, ენის ბორძიკით ძლივს მოასწრა თქმა:
– გ-გა-სსა-გგე-ბია...
დასასრული
скачать dle 11.3