№20 კითხვა-პასუხი
ნინო კანდელაკი ანი რევია
კითხვა: სადღაც ამოვიკითხე, რომ კბილის ჯაგრისით ტუჩის მასაჟი კარგია. ეს სიმართლეა?
პასუხი: დიახ, თუ გსურთ ვარდისფერი, ფუმფულა და ნაზი ტუჩები გქონდეთ, ის პერიოდულად კბილის ჯაგრისით დაიმასაჟეთ.
კითხვა: ხშირად მიხმება წამწამების ასაპრეხი ტუში და რა ვუშველო?
პასუხი: თუ წამწამების ასაპრეხი ტუში გამოშრა, მოათავსეთ ის რამდენიმე წუთით ცხელ წყალში ან ჩაასხით შიგნით, რამდენიმე წვეთი ფიზიოლოგიური ხსნარი.
კითხვა: თვალების ქვეშ მუქი კანი მაქვს, რომელზეც პატარ-პატარა ლაქებიც გამიჩნდა. როგორ დავფარო ეს პრობლემა?
პასუხი: შავი წრეები თვალებქვეშ, გამონაყარი ან ნებისმიერი ტიპის ლაქა შეგიძლიათ, კორექტორით დაფაროთ. გაითვალისწინეთ, რომ კორექტორი ტონალურზე ერთი ან ორი ტონით ღია უნდა იყოს.