კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ერთკვირიანი დიეტით დაკლებული 4 კილოგრამი და გამკვრივებული კუნთები

ნინო კანდელაკი ანი რევია

დიეტის რაციონი, ძირითადად, ბოსტნეულისგან და ცილებისგან შედგება. ზედმეტ კილოგრამებს ხორცის, თევზისა და რძის პროდუქტების მიღებით მოიშორებთ და ამასთან, კუნთოვან მასასაც გაიმკვრივებთ. დიეტის დროს რძის პროდუქტების ცხიმიანობა 1 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. ვახშამი მიირთვით დაძინებამდე 5 საათით ადრე, სასმელებიდან დასაშვებია მხოლოდ წყალი, გაზგასული მინერალური სასმელი და უშაქრო მწვანე ჩაი. ყოველდღიურად მიიღეთ, მინიმუმ, 2 ლიტრი წყალი. დაძინებამდე, ერთი საათით ადრე მიიღეთ უცხიმო კეფირი. გამორიცხეთ მარილისა და შაქრის მიღება.
პირველი დღე
საუზმე – ხორბლის ფაფა და 1 ჭიქა გრეიპფრუტის ახალგამოწურული წვენი.
სადილი –  ბოსტნეულის წვნიანი.
ვახშამი – 1 ულუფა მოხარშული წიწიბურა, 1 ცალი კიტრი.
მეორე დღე
საუზმე – ხილის სალათა.
სადილი – მოხარშული ჭარხლისა და სტაფილოს სალათა.
ვახშამი – ბოსტნეულის ტოლმა, 1 ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენი.
მესამე დღე
საუზმე –  შვრიის ფაფა, 1 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
სადილი – ბოსტნეულის წვნიანი ბრიკოლით, 1 ნაჭერი ქათმის თეთრი ხორცი.
ვახშამი – გახეხილი სტაფილო.
მეოთხე დღე
საუზმე – ხილის სალათა, 1 ჭიქა იოგურტი.
სადილი – ბოსტნეულის წვნიანი, 1 ნაჭერი მოხარშული თევზი.
ვახშამი – ბოსტნეულის სალათა და 1 ჭიქა ხილის წვენი.
მეხუთე დღე
საუზმე – შვრიის ფაფა, 1 ცალი მოხარშული კვერცხი.
სადილი – მოშუშული ბოსტნეული და 1 ნაჭერი ქათმის თეთრი ხორცი.
ვახშამი – გახეხილი სტაფილო და მოხარშული ჭარხლის სალათა, მოხარშული ბრინჯით.
მეექვსე დღე
საუზმე – 100 გრამი ხაჭო და 1 ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.
სადილი – 1 ნაჭერი თევზი მოხარშული ბოსტნეულის გარნირით.
ვახშამი – მოხარშული წიწიბურა და 1 ჭიქა ხილის წვენი.
მეშვიდე დღე
საუზმე – 1 ცალი მოხარშული კვერცხი და 1 ცალი მოხარშული სოსისი.
სადილი – ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით და ლიმონის წვენით.
ვახშამი – 1 ნაჭერი მოხარშული თევზი, ბოსტნეულის გარნირით.

скачать dle 11.3