კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 რა შეცდომებს ვუშვებთ თავის დაბანის დროს და როგორ ვუმკურნალოთ დაზიანებულ თმას

ნინო კანდელაკი ანი რევია

  თუ გსურთ სქელი, ჯანსაღი და მბზინავი თმა გქონდეთ, ეს იოლია. უბრალოდ, თავის დაბანის დროს მარტივი წესების გათვალისწინება მოგიწევთ, დაზიანებულ თმას კი სახლში მომზადებული მარტივი ნიღბით უმკურნალებთ. ნიღაბი განკუთვნილია ნებისმიერი ტიპის თმისთვის, შედეგს უმოკლეს დროში მიიღებთ – თქვენი თმა უფრო ფუმფულა და პრიალა გახდება.
  ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებთ: 5 აბი ასპირინი, რომელსაც აფთიაქში შეიძენთ, 120 მილილიტრი წყალი, თითო-თითო ჩაის კოვზი თაფლი და ზეითუნის ზეთი. ყველა ეს პროდუქტი საგულდაგულოდ გადაურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ თმის ძირებში. დაახლოებით 15-20 წუთი გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ამ ნიღბის გამოყენება სასურველია კვირაში ერთხელ. შესამჩნევი ეფექტის მისაღებად, 4 პროცედურა დაგჭირდებათ.
  მართალია, ყოველდღიურად, რამდენიმე ღერი თმის დაცვენა საპანიკო არ არის და ბუნებრივი პროცესია, მაგრამ, თუ თმა შესამჩნევად შეგითხელდათ, სჯობს თმის ცვენის შესაჩერებელი ნიღაბი სცადოთ. ის მხოლოდ ნატურალური კომპონენტებისგან მზადდება, იაფი ჯდება და შედეგიც აქვს.
  ნიღბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ: 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, 1 სუფრის კოვზი თაფლი, 1 ცალი კვერცხის გული. ნიღაბი კი, ასე უნდა მოამზადეოთ: აბუსალათინის ზეთს დაამატეთ კვერცხის გული და თაფლი. სამივე კომპონენტი საგულდაგულოდ გადაურიეთ ერთმანეთში და შეიზილეთ ჯერ თმის ძირებში, შემდეგ კი – მთელ სიგრძეზე. დაიხურეთ შხაპის ქუდი და დაიტოვეთ 2 საათით. შემდეგ კი, თმა დაიბანეთ შამპუნით. გაიმეორეთ პროცედურა კვირაში ორჯერ.
  თავის დაბანის დროს ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას, რაც თმის დაზიანებასა და ცვენას უწყობს ხელს. მაგალითად:
* თმის პირსახოცით შეშრობა, თმის სტრუქტურას აზიანებს. უმჯობესია, დაბანის შემდეგ თმა პირსახოცით შეიკრათ და რამდენიმე წუთი გაიჩეროთ, რათა სისველე პირსახოცმა შეიწოვოს;
* თუ თავს ყოველდღიურად იბანთ, არ არის საჭირო შამპუნის რამდენჯერმე გამოყენება. დიდი რაოდენობით შამპუნი სჭირდება მას, ვინც თავს კვირაში ერთხელ ან ორჯერ იბანს;
* ბალზამი არა მხოლოდ იცავს თმის PH-ს, არამედ თმას მბზინვარებასა და სირბილეს ანიჭებს. მთავარია, ის თმის ძირებში არ შეიზილოთ;
* თმაში შამპუნის ძალიან აგრესიულად შეზელა არ ღირს. ეს თმის ცვენას იწვევს. თავის დაბანის დროს, თითების მსუბუქი მოძრაობით გაიკეთეთ მასაჟი;
* რაც შეეხება თავის დაბანის სიხშირეს, ეს ყველასთვის ინდივიდუალურია, გააჩნია, რამდენად ცხიმიანი თმა გაქვთ. მშრალი თმის იშვიათად დაბანა ისევე საზიანოა, როგორც ცხიმიანი თმის ხშირად დაბანა;
* ცხელი წყალი თმის ძირებსა და თავის კანს აშრობს. სასურველია, თავი თბილი წყლით დაიბანოთ;
* და ბოლოს, უმჯობესია, სველი თმა საშრობით (ფენით) არ გაიშროთ, რადგან, ამგვარად თმა მტვრევადი და მშრალი ხდება. დაელოდეთ თმის ოდნავ შეშრობას და თმის საშრობით შემდეგ ისარგებლეთ.
скачать dle 11.3