№20 შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: ჩემი შვილიშვილი 2012 წლის 8 აპრილს, ღამის 2 საათსა და 35 წუთზე დაიბადა. გვაინტერესებს, მომავალში, რომელ პროფესიას დაეუფლოს, რომ წარმატებას მიაღწიოს ცხოვრებაში?
პასუხი: მისთვის, სამომავლოდ წარმატების მომტანი პროფესიებია: პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, ფოტოგრაფის ხელოვნება და ბიზნესი; მედიცინიდან კი – ფარმაცევტიკა, ენდოკრინოლოგია, ყელ-ყურ-ცხვირი; ასევე, პედაგოგიური სფერო, ფილოსოფია, ფსიქოლოგია, ფსიქოთერაპია, სითხეების ბიზნესი, დიზაინი, არქიტექტურა, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური ბიზნესი, სამოდელო სფერო, სასტუმროების ბიზნესი ან შემოქმედება, საქველმოქმედო საქმიანობა, უძრავი ქონების ბიზნესი, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ან ბიზნესი, სამეცნიერო საქმე, საკონდიტრო ბიზნესი ან ინდუსტრია, მშენებლობის ფართო სპექტრი, საინჟინრო საქმე, საარქივო, სამუზეუმო, საბიბლიოთეკო საქმიანობა, საიუველირო საქმე ან ბიზნესი.
კითხვა: დავიბადე 1991 წლის 2 ნოემბერს. რომელ ქვეყანაში მექნება წარმატება, რა არის ჩემი კარმული მისია და რა გავაკეთო, რომ ცხოვრებაში წარმატებას მივაღწიო?
პასუხი: წარმატების მისაღწევად, ეცადეთ, ყოველთვის აქტიურად იმოქმედოთ. თქვენი კარმული მისია უკავშირდება პატრიოტიზმს, ეთნოგრაფიისა და ისტორიის ცოდნას, მისი ტრადიციების დაცვას. უნდა დაასტაბილუროთ საოჯახო და სამეგობრო ურთიერთობები. თქვენი ძირითადი ადგილი სამშობლოა, თუმცა, უცხოეთში ძალების მოსინჯვა ღირს. უცხო ქვეყნებიდან თქვენთვის კარგია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, ჰოლანდია, შოტლანდია, თურქეთი, საფრანგეთიდან – შამპანის პროვინცია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, ინდოეთი, იტალიიდან – ვენეციის მხარე, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ნეპალი. ოღონდ კიდევ ვამბობ, რომ თქვენი კოსმიური მისია სამშობლოს უკავშირდება და უცხოეთში დროებით დაგროვილი კაპიტალი, ცოდნა და გამოცდილება სამშობლოში უნდა გამოიყენოთ.