კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 ეკალას სამკურნალო თვისებები

ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე

  ეკალღიჭი, იგივე ეკალა კარგი საშუალებაა ფსორიაზის, ართრიტების, რევმატიზმის, ნიკრისის ქარის, მეტეორიზმის, სიფილისის სამკურნალოდ. კარგად წმენდს სისხლს. ეფექტურია დეპრესიის დროს, იყენებენ მრავალი ნერვული აშლილობისას. მცენარეს აქვს სექსუალური ფუნქციის აღდგენის უნარი. ეკალღიჭს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა სახელი აქვს. ის უფრო მეტად ცნობილია, როგორც ეკალა, ასევე ბრწამლი, ბურწუმელა, ბურწუმელი, კანკრა, კურწუმელა, კურკანტელა, კინკარუჟა, პრაწუნა, ღინჭა, ღიჭა, ღიჭი, შაშვიპურა, ყურწუმელა, ძიგურა.
  ეკალღიჭს მრავალი სამკურნალო თვისება აქვს. მისი ნორჩი ტოტები გამოიყენება საკვებად – ამზადებენ ფხალს. ეკალღიჭი შეიცავს 1,6 პროცენტამდე შაქარს, 3,4 პროცენტამდე პროტეინს, 20 პროცენტამდე ვიტამინ C-ს, მთრიმლავ და საღებავ ნივთიერებებს. მის ქიმიურ შემადგენლობაშია საპონინი, ფიტოსტეროიდები, გლიკოზიდები, სიტოსტერინი, სახამებელი, ორგანული მჟავები, სმილაცინი, ფისოვანი ნივთიერებები. საკვები ნივთიერებების შემცველობით ის ბოსტნეულთა შორის ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და ამით პარკოსნებს უახლოვდება.
ეკალღიჭი ასტიმულირებს სქესობრივი ჰორმონების წარმოებას, ამცირებს ქალებში პოსტმენსტრუალურ პრობლემებს. აწესრიგებს ორგანიზმის ჰორმონალურ ბალანსს და ამაღლებს ნივთიერებათა ცვლის სიჩქარეს.
  ფსორიაზთან საბრძოლველად უფრო ეფექტურია, თუ ეკალღიჭის ფესვებს სხვა მცენარეებთან ერთად გამოიყენებთ. მაგალითად, შეურიეთ ერთმანეთს 25 გრამი ეკალას ფესვები, 10 გრამი მარწყვის ფოთოლი, 10 გრამი მაყვლის ფოთოლი და 10 გრამი ხეჭრელის ფესვები. ორ ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1/4 ლიტრი თბილი წყალი და გააჩერეთ 12 საათი. შემდეგ გადაწურეთ. რეკომენდებულია დღეში 2-3 ჭიქის მიღება. სახსრების რევმატიზმისა და პოდაგრის დროს: 2 ჩაის კოვზ ფესვებს დაასხით 1/4 ლიტრი ცივი წყალი და გააჩერეთ 10-15 საათი. შემდეგ გადაწურეთ და თქვენთვის სასურველ ტემპერატურამდე გაათბეთ. უნდა მიიღოთ 1 ჭიქა დღეში სამჯერ.
ეკალღიჭის გამოყენებისას უნდა დავიცვათ ზომიერება, რადგან ის იწვევს საჭმლის მომნელებელი ლორწოვანი ორგანოების გაღიზიანებას. ასევე არაა რეკომენდებული ორსულობისა და ლაქტაციის დროს.
скачать dle 11.3