№20 ვინ არიან დანევროზებული, დარდიანი, მარტოსული ადამიანები, რომლებსაც ეკლესიურები ჰქვიათ და როგორი მორწმუნეები ხდებიან ხშირად ეკლესიის მტრები
ნინო კანდელაკი ნათია უტიაშვილი
დღეს მართლმადიდებლებს განსაცდელებით სავსე პერიოდში გვიწევს ცხოვრება. ჩვენი ქვეყანაც არაერთი პრობლემისა და განსაცდელის წინაშე დგას. იმის მიუხედავად, რომ უფრო მეტი ვილოცოთ, გავაძლიეროთ ლოცვა, ვიაროთ ეკლესიაში, უფრო მეტად ვშორდებით ღმერთს და ისიც არ ვიცით, ასეთ დროს როგორ ვიმოქმედოთ. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი):
– აღდგომის ლიტანიობის შემდეგ სანთელი ქრება და ადამიანები ცდილობენ, მარხვის შემდეგ საკუთარ სხეულს კომპენსაცია გაუკეთონ. ეს, ალბათ, ჩვენი მოძღვრების ბრალიც არის, რადგან არ ვაფრთხილებდით ადამიანებს, რას უნდა ელოდონ მარხვის შემდეგ. ჩვენ მათ ვესაუბრებით ამ დღეებში მომხდარ მოვლენებზე, მაგრამ შემდეგ მოსალოდნელ საფრთხეებზე არაფერს ვამბობდით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აღდგომა წელიწადში 52 კვირის განმავლობაში გრძელდდება. წელიწადში 52 კვირაა და ამდენივე აღდგომაა. როგორც გიხაროდა აღდგომის ღამეს, ისე უნდა გიხაროდეს მთელი წელი. კოცონი, რომელიც აღდგომას ავანთეთ, მთელი წლის განმავლობაში უნდა ენთოს. ის ადამიანები, რომლებმაც გარკვეული მადლი მიიღეს, ფეხისწვერებზე უნდა დადიოდნენ, რომ ეს მადლი შეინარჩუნონ. უცბად გიხარია: ქრისტე აღდგაო და მეორე დღიდან მძიმე მდგომარეობაში ვარდები. სხვა რელიგიის წარმომადგენელი რომ დაუკვირდეს ჩვენს მგომარეობას, იფიქრებს: ამ ხალხმა იმარხულა და თუ ეს მარხვა კარგია, ნაყოფი რატომ არ გამოიღოო? სად ქრება ადამიანის მხურვალე სარწმუნოება აღდგომის შემდეგ? აღდგომის მერე ქრისტე 40 დღე არის ჩვენთან და ჩვენ მას მაშინვე ვტოვებთ. ქრისტეს არაფერში სჭირდება ამდენი მსახიობობა ჩვენი მხრიდან. რამდენი მსახიობი ვიყავით აღდგომის მარხვაში? პავლე მოციქული ებრაელთა მიმართ ეპისტოლეში ამბობს: ნუ მიატოვებთ ეკლესიასო. ნეტარი ავგუსტინე კი ამბობს: ეკლესიაშია ცხონება, ეკლესიის გარეთ თქვენი მგელი შეგჭამთო. არ არსებობს ეკლესიის გარეთ სიხარული და სიყვარული. ძალიან ბევრი დანევროზებული, დარდიანი, მარტოსული ადამიანი გვყავს, რომლებსაც ეკლესიური ჰქვიათ.
– რას გულისხმობთ, მამაო?
– ასეთ ადამიანებს ქრისტე არ ჰყავთ. მოძღვარი ჰყავთ, რომელთანაც ხანდახან კონსულტაციებზე დადიან ან კურთხევის ასაღებად. მათი ეკლესიური ცხოვრება, სულიერება მოძღვართან ურთიერთობას არ სცილდება. მერე მოძღვართან ურთიერთობისას გაურკვევლობაში ვარდებიან და იქვე მთავრდება მათი სულიერება, ქრისტეც და მოძღვარიც, ნებსით და უნებლიეთ ეკლესიის მტრები ხდებიან. მერე, ერი რომ ამას ხედავს, კითხულობს: შენ ხომ დადიოდი ეკლესიაში, მოძღვარი ხომ გყავდაო. ფაქტობრივად, დამარცხებულები ვართ. მოძღვრები ანგელოზები არ ვართ და არ არსებობს მოძღვარი, რომელსაც რამე არ ეშლება. დასხედით, ერთმანეთი ამხილეთ, შეაგონეთ და ეს ყველაფერი სიყვარულით გააკეთეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ მე ვარ უძღები შვილი, დაკარგული ცხვარი, რომელიც მამასთან, პატრონთან უნდა დაბრუნდეს. უფალთან ურთიერთობა ნულიდან უნდა დავიწყოთ. წმიდა წერილში გარკვევით წერია: რა მდგომარეობაშიც გნახავ, იმ მდგომარეობაში განგსჯიო. წარმოიდგინეთ: აღდგომის შემდგომი პერიოდია, ნასვამი ხარ და გახვალ ამქვეყნიდან, ეტყვი უფალს: უფალო, მე 49 დღე ხომ ვმარხულობდი, მეტანიებს ვაკეთებდიო. ჩვენ იესო ქრისტე კი არა, არამედ რამდენიმედღიანი მარხვა გვინდა, რომ ქრისტიანი გვერქვას და სხვას ვუთხრათ: მე ამ მონასტერში ვიყავი და შენ რატომ არ დადიხარ ეკლესიაშიო. ქრისტიანობა არ გულისხმობს 49-დღიან მარხვას მოჩვენებით მდგომარეობაში. ქრისტიანობა, ეს არის ცხოვრების წესი გულწრფელობით, თავმდაბლობით, სიყვარულითა და სიხარულით გამოწვეული. დღეს საზოგადოებას სჭირდება ფარისეველი ადამიანები, რომლებიც მოჩვენებითად ქრისტიანები არიან.
– ასეთი ადამიანები უფრო მარტივად იღებენ საზოგადოების მხრიდან დაფასებას.
– თუ ჩვენ ველოდებით, რომ ეს სოფელი რამეს დაგვიფასებს, უკვე ვცდებით. სოფელმა გარიყა ყველა დიდი კლასიკოსი და დიდი წმიდანი. ეკლესიაში არის ისიც და ესეც. ხშირად ახალ რაღაცებს ვიგონებთ, ბევრ მოძღვარს საკუთარი სახარება, საკუთარი რელიგია და დამოკიდებულებები აქვს, რაც არასწორია. ყველა ნორმალური ადამიანი ფიქრობს: რა ეშველება საქართველოს, რატომ ვართ ამ მდგომარეობაში. დღეს ქვეყანა ძალიან მძიმე მდგომრეობაშია, სულიერად ცოცხალია, მაგრამ ფიზიკურად სულს ღაფავს. სანამ საქართველოში სამართლიანობა არ აღდგება და თეთრზე არ ვიტყვით, რომ თეთრია და შავზე – შავია, მანამდე არაფერი შეიცვლება. მუდმივად ვტყუვდებით. ხომ არიან სასულიერო პირები, რომლებსაც ჯერ ხუთიანი ეხატათ და შემდეგ ლურჯი მაისურები ჩაიცვეს. უნდა ვთქვა, რომ ძალიან დიდი უზნეობა იქნება, რომ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ლგბტ-ის კვირეული გაიმართოს. ამას ახსნა-განმარტებაც არ სჭირდება. საქართველოს ყველა კუთხიდან უტევენ და ალყაში ვართ მტრების გარშემო. უნდა ავუხსნათ იმ ხალხს, ვისაც ეხება, რომ ეს აქცია მშვიდობიანად შეაჩერონ. გარკვეული სასულიერო პირები ვერ აღმოჩნდებიან მოწოდების სიმაღლეზე და კვლავ გაჩნდება „ტაბურეტკები“, ქვები... ეს ველური ქართველები, ეს ველური მართლმადიდებლები, რა უნდათ მშვიდობიანი ხალხისგანო. თითქოს შეგნებულად მიდის ქვეყნის დაქცევა, რომ აღვიგავოთ პირისაგან მიწისა. როცა ხედავ, აზერბაიჯანელი დავით გარეჯს გედავება და ამ დროს ეკლესიიდან მიდიხარ, შემდეგ დავით გარეჯში სელფს იღებ: დავით გარეჯი უნდა დავიცვაო, ეს არ არის დაცვა. ეკლესია არასდროს უნდა მივატოვოთ. პირიქით, ვინც არ დადიოდა, ისინი უნდა მოვიდნენ, რომ ეკლესია გაძლიერდეს, რომ სარეცელზე მწოლიარე ჩვენი ქვეყანა აღდგეს.
– რა მდგომარეობაშია დღეს ჩვენი სულიერება?
– ეგნატე ბრიანჩანინოვმა რუსეთში არსებულ სულიერებას დამპალი ვაშლი უწოდა. გარედან ლამაზი იყო, შიგნიდან ლპებოდა. დაახლოებით, იმავე მდგომარეობაა ჩვენთან და ამას ვერ ვხედავთ. გვგონია, რომ ყველაფერი კარგად არის, სულიერებაში ძლიერები ვართ, ჩამოვიტანეთ ცეცხლი, ათონზე ათჯერ ავედი, ვეზიარე. ნუ წახვალ ათონზე და ერთხელ წადი სოფელში, ნახე მამაო, რომელსაც დახეული კაბა აცვია და უყიდე შესამოსელი. ამას რომ ვერ ვხედავთ, განგრენაში რომ გადავედით, ამიტომაც მოგვისია ღმერთმა ეს ურჯულოები, რომ დაგვანახვოს: გარეჯს ახლა კი არ გართმევენ, უკვე დაკარგული გვქონდა. აფხაზეთიდან წამოსულმა ერთმა სასულიერო პირმა მითხრა: აფხაზეთი ასე რომ არ დაკარგულიყო, ისე მაინც დაიკარგებოდაო. იქ ქართულ ენაზე არც წირვა-ლოცვა მიდიოდა და ქართულადაც აღარ საუბრობდნენო. ვერ ვხვდებით, რომ გარეგნულად ლამაზები ვართ და შიგნიდან ვლპებით. ათონზე და იერუსალიმში რომ დადიხარ, გარეჯში წადი მამებთან, რაღაც ჩაუტანე და გვერდში დგომა აგრძნობინე. რადგან დღეს დავით გარეჯში პრობლემები გაგვიჩნდა, ღმერთმა მიგვახვედრა: მოდი, დავით გარეჯს მიხედე, აღდგომას იქ შეხვდი, თუ რადგან ცეცხლი არ გადმოდის, არ გინდა? აღდგომის მონასტერში, რომელსაც გვედავებიან, რამდენიმე კაცის გარდა, ვინმე დასწრებია წირვას? რა თქმა უნდა, არა, რადგან იქ ტელევიზიები არ არიან, არც ცნობილი სახეები. ღმერთმა კიდევ გვამხილა, დაგვანახვა ჩვენი უმეცრება. ვისწავლოთ სულიერება, რომელიც ყველაზე მეტად გვაკლია.