კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№20 პატიოსანი შრომა

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

პროსტიტუციული მადლი

  მას შემდეგ, რაც მთავარმა „გირჩმა“ (თუმცა რაღა მთავარმა - უბრალოდ გირჩმა) წვერი მოუშვა (და, სულო ცოდვილო, ჯიჰადისტს მიემსგავსა) უნდა ვაღიაროთ, რომ მეტად კრეატიული გახდა. შესაძლოა, ამიტომაც გასულ კვირას საროსკიპო „პიონერი“ გახსნა და საზოგადოებას (რომელსაც აქამომდე, ძირითადად, ნარკოდამოკიდებულებად და დეზერტირებად მოიაზრებდა) აუწყა, რომ „ნებისმიერ პირს, რომელსაც სურვილი აქვს, დაკავდეს ფასიანი სექსუალური მომსახურებით, შესაძლებლობა აქვს სექსმუშაკთან ერთად მივიდეს „გირჩის“ ოფისის ერთ ნაწილში გახსნილ საროსკიპოში“ (ისევ სულო ცოდვილო და, მართლაც მიუგნიათ თავიანთი მესამე იპოსტასისთვის!).
  ამგვარი გადაწყვეტილების მიზეზად კი შერჩევითი სამართალი დაასახელა (რასაც, ცხადია, „გირჩელთა“ სათუთი გულები ვერაფრით შეეგუებიან): „არ არსებობს არანაირი თვისებრივი განსხვავება სექსუალური მომსახურებისათვის გამოყოფილ ფართებსა და ქვეყანაში არსებულ ბრენდულ სასტუმროებს შორის“, ოღონდ ბრენდულ სასტუმროებში სექსმუშაკებს არ აკავებენო.
  და, ვინაიდან პროსტიტუციაც პატიოსანი შრომააო (კაცმა რომ თქვას, დეზერტირობის ფონზე, მართლაც, პატიოსანი შრომაა), პირველ, „პიონერულ“ ნაბიჯს დგამენ პროსტიტუციის ლეგალიზაციისკენ (თუმცა რეალური პრობლემა ისაა, რომ თავად სექსმუშაკებს არ სურთ პროსტიტუციის ლეგალიზება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში მოუწევთ ვინაობის გამჟღავნება). მეორე მხრივ, უცნობია, აიღებენ თუ არა „გირჩელები“ საფასურს ფართის გაქირავებით და იმას გარდა, რომ იქნებ, მადლისთვის მარილიც მოეყარათ და რაღა ფასიანი, უფასო სექსუალური კავშირების მსურველთათვისაც დაეთმოთ ოფისი?!


скачать dle 11.3