№20 მაისმორჩენილები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ თამაში ზღვარზე
სანამ ჩვენ თავ-პირს ვულეწავთ ერთმანეთს, 8 მაისია ფაშიზმზე გამარჯვების დღე, თუ ისევ 9 მაისი, ანკარას „ნატოს“ გენმდივანი იენს სტოლტენბერგი ეწვია (ან კი როგორ არ ეწვეოდა, როდესაც ერდოღანსა და პუტინს შორის ლამის ისეთი ურთიერთგაგება და სიყვარულია, ერთმანეთს თვალშიც რომ ჩაუცვივდნენ, თითსაც არ ამოისვამენ?!).
ბ-ნმა სტოლტენბერგმა თურქეთის თავდაცვის მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ თურქეთი „ნატოს“ მნიშვნელოვანი და ღირებული მოკავშირეა. მიესალმა, რომ ის ასრულებს საკვანძო როლს ერაყის სამშვიდობო მისიაში და უზომოდ დიდი წვლილი შეაქვს ავღანეთისა და კოსოვოს მისიებშიც (სხვათა შორის, სირიის ამბავი არც კი უხსენებია) და ისიც გაიხსენა, რომ გასული წლების განმავლობაში „ნატომ“ თურქეთის სამხედრო გაძლიერებისთვის (კერძოდ, მისი საჰაერო თავდაცვისთვის) 5 მილიარდი აშშ დოლარი გაიღო (რაც, სავარაუდოდ, იმას უნდა ნიშნავდეს, უფრო მეტსაც მოგცემთ, ოღონდ ჩრდილოეთისადმი გაცივდითო).
დღესავით ნათელია, რომ თურქეთის ზღვარზე თამაშმა შედეგი გამოიღო, ოღონდ, როგორც ჩანს, პრეზიდენტ ერდოღანისთვის არც თუ მოსაწონი აღმოჩნდა შეთავაზება, ვინაიდან 9 მაისს საღამოს („ნატოს“ გენმდივანთან შეხვედრის შემდეგ) მან განაცხადა, რომ თურქეთი არჩეულ გზას (რუსეთისგან შეიარაღების შესყიდვისა და მასთან დაახლოების) არ გადაუხვევს. მომყავს ციტატა: „ჩვენ საკუთარი მოქმედების სისწორეში დარწმუნებულნი ვართ, ამიტომ ვერ შეგვაჩერებს ვერავითარი სანქციები და მასთან დაკავშირებული მუქარები ან დამატებითი ბაჟები, ვერავითარი აშკარა და ფარული ემბარგოები“.
აქედან გამომდინარე კი, აშკარაა, არ გვაწყენდა ადეკვატურობა, რადგან, თუ თურქეთისა და რფ-ის ერთმანეთისკენ, „ნატოსა“ და თურქეთის ერთმანეთისგან სწრაფვები გაძლიერდა, 9 მაისიც უკან დაგვრჩება და 8 მაისიც და არც ისაა გამორიცხული, რომ 26 მაისიც. -